ინგლისის ნაკრები 12 ოქტომბერს ჩერნოგორიას ხვდება. G ჯგუფის ამ შეხვედრისთვის ინგლისელთა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გულშემატკივარს სიურპრიზი მოუწყო...
ინგლისის ნაკრები 12 ოქტომბერს ჩერნოგორიას ხვდება. G ჯგუფის ამ შეხვედრისთვის ინგლისელთა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ გულშემატკივარს სიურპრიზი მოუწყო – გუნდში "ბოლტონის" 33 წლის თავდამსხმელი კევინ დევისი იხმო. საინტერესოა, რომ დევისი სწორედ ცოტა ხნის წინ ხუმრობდა, ჩემს ასაკში უმალ იამაიკის ნაკრებში მიმიწვევენ ვიდრე ინგლისისაშიო. იამაიკის ნაკრებისა რა მოგახსენოთ და წარმოშობით შეფილდელმა ინგლისის ეროვნულ გუნდში კი ამოჰყო თავი.

თვალშისაცემი გახლდათ "ვესტ ჰემის" გოლკიპერის რობერტ გრინის დაბრუნებაც. ეს სწორედ ის გრინი გახლავთ, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ-ის ნაკრებთან შეხვედრაში კურიოზული გოლი გაუშვა. კიდევ, კაპელომ სცადა გუნდში ემილ ჰესკი დაებრუნებინა, მაგრამ, ვეტერანს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საერთაშორისო ფეხბურთს შეეშვას. სამაგიეროდ სერ ალექს ფერგიუსონის მიერ გამოცხადებული "კოჭის ტრავმა" ბუეინ რუნის სანაკრებოდ მოურჩა. ინგლისის ნაკრების სრული შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები: ბენ ფოსტერი (ბირმინგემი), რობერტ გრინი (ვესტ ჰემი), ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი);

მცველები: ეშლი კოული (ჩელსი), ფილ ჯეგიელკა (ევერტონი), გლენ ჯონსონი (ლივერპული), რიო ფერდინანდი (მანჩესტერ იუნაიტედი), ჯოლიონ ლესკოტი (მანჩესტერ სიტი), ჯონ ტერი (ჩელსი), სტივენ უორნოკი (ასტონ ვილა);

ნახევარმცველები: გარეთ ბერი (მანჩესტერ სიტი), ჯო კოული (ლივერპული), სტივენ ჯერარდი (ლივერპული), ტომ ჰადლსტოუნი (ტოტენჰემი), ადამ ჯონსონი (მანჩესტერ სიტი), აარონ ლენონი (ტოტენჰემი), ჯეკ უილშერი (არსენალი), შონ რაიტ-ფილიპსი (მანჩესტერ სიტი), ეშლი იანგი (ასტონ ვილა);

თავდამსხმელები: დარენ ბენტი (სანდერლენდი), პიტერ კრაუჩი (ტოტენჰემი), კევინ დევისი (ბოლტონი), უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი)

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე