მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს ქალთა ნაკრებმა პირველი მარცხი იწვნია
მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე მე-7 ტური იმ მხრივ იყო გამორჩეული, რომ, უმთავრესად, ლიდერები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ამიტომაც იქ მოპოვებულ ქულას ოქროს ფასი ედებოდა.

ჩვენი გულისყური, ცხადია, საქართველოს და ჩინეთის ქალთა გუნდების შეხვედრისკენ იყო მიპყრობილი.

პირველ დაფაზე ნანა ძაგნიძემ ორგზის მსოფლიოს ჩემპიონ ჰოუ იფანს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია.

მეტოქეებმა წარმატების მისაღწევად შესაძლებლობები რომ ამოწურეს, 30-ე სვლაზე დაზავდნენ. ნინო ხურციძე დინ ისინთან დამარცხდა.

ბელა ხოტენაშვილმა შავი ფიგურებით ცზიუ ვენძიუნს აჯობა. შეხვედრის ბედი ლელა ჯავახიშვილისა და ჰუან ქიანის პარტიას უნდა გადაეწყვიტა.

36-ე სვლამდე დაფაზე თითქმის თანაბარი პოზიცია იყო. შემდეგ ნელ-ნელა გამოიკვეთა ჩინელის უპირატესობა, რომელიც 43-ე სვლისთვის საგრძნობი გახდა. 63-ე და 65-ე სვლებზე თეთრების უხეშმა შეცდომებმა ქიანსა და მის გუნდს წარმატება მოუტანა. ამ ოლიმპიადაზე ეს საქართველოს ქალთა ნაკრების პირველი მარცხი იყო.

ასევე დაძაბულად წარიმართა ლიდერების - რუსეთისა და პოლონეთის მანდილოსანთა გუნდების პაექრობა. მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა ალექსანდრა კოსტენიუკმა პარტია დათმო იოლანტა ზავადსკასთან, ნადეჟდა კოსინცევა ივეტა რაილიჩს დაუზავდა.

რუსეთის წლევანდელმა ჩემპიონმა ნატალია პოგონინამ მეოთხე დაფაზე შავებით კარინა შეპკოვსკას აჯობა.

ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობლებმა გუნდის ლიდერი - ორგზის ევროპის ჩემპიონი ტატიანა კოსინცევა დაასვენეს.

მის ნაცვლად მეწინავეობა კონტინენტის წლევანდელი პირველობის გამარჯვებულ ვალენტინა გუნინას ერგო. პარტია აქაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და 104-ე სვლაზე ყაიმით დასრულდა. საბოლოოდ ფრე - 2:2. ასევე მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს უკრაინა და საფრანგეთი (დაზავდნენ: კატერინა ლაგნო - ელმირა სკრიპჩენკო, სოფი მილიე - მარია მუზიჩუკი, ნატალია ჟუკოვა - ნინო მაისურაძე, სილვია კოლასი - ანა უშენინა).

მეწინავეთა დანარჩენი შეხვედრები: სერბეთი - ვიეტნამი 2:2, უნგრეთი - ჩერნოგორია - 2,5:1,5, ესპანეთი - საბერძნეთი 2,5:1,5, ესტონეთი - ინდოეთი 1:3, უზბეკეთი - პერუ 2,5:1,5.

შვიდი ტურის შემდეგ ასეთი მდგომარეობაა: ჩინეთი, რუსეთი, პოლონეთი - 12-12, უკრაინა, საფრანგეთი, უნგრეთი, ვიეტნამი, ინდოეთი, ესპანეთი, უზბეკეთი - 11-11 ქულა. 12-მა გუნდმა 10-10 ქულას მოუყარა თავი - მათ შორისაა საქართველოს ნაკრები, რომელსაც მე-11 ადგილი უკავია.

ვაჟთა ტურნირზე ჩვენი გუნდი ინგლისს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ, აქაც მარცხი ვიწვნიეთ. სამ დაფაზე ორთაბრძოლები ზავით დასრულდა: მიხეილ მჭედლიშვილი - მაიკლ ადამსი, გავაინ ჯონსი - მერაბ გაგუნაშვილი, დავით ჰოველი - კონსტანტინე შანავა.

ბრიტანელებს გამარჯვების ქულა ნაიჯელ შორტმა მოუტანა. ინგლისელმა დიდოსტატმა შავი ფიგურებით ლევან ფანცულაიას სძლია.

რაც შეეხებათ ლიდერებს, რუსეთმა აზერბაიჯანს აჯობა 2,5:1,5 (თეიმურ რაჯაბოვი - ვლადიმირ კრამნიკი 0,5:0,5, ალექსანდრ გრიშჩუკი - ელთაჯ საფარლი 1:0, შაჰრიარ მამედიაროვი - სერგეი კარიაკინი 0,5:0,5, დმიტრი იაკოვენკო - რაუფ მამედოვი 0,5:0,5), ჩინეთის გუნდმა ერთ-ერთი ლიდერი - სომხეთის ნაკრები დაამარცხა 2,5:1,5 (ვან ჰაო - ლევონ არონიანი 0,5:0,5, სერგეი მოვსესიანი - ვან იუე 0:1, დინ ლირენი - ვლადიმირ აკოფიანი 0,5:0,5, გაბრიელ სარგისიანი - ბუ სიანჭი 0,5:0,5). ფილიპინები - უნგრეთი 2:2, უკრაინა - ესპანეთი 2,5:1,5, მოლდოვა - გერმანია 1,5:2,5, არგენტინა - ინდოეთი 2:2, აშშ - თურქეთი 3,5:0,5.

შვიდი ტურის შემდეგ: რუსეთი - 13 (19), ჩინეთი - 12 (20,5), უკრაინა - 12 (19,5), სომხეთი - 11 (18), აშშ - 11 (20,5), უნგრეთი - 11 (18), აზერბაიჯანი - 11 (21), გერმანია - 11 (18,5), უზბეკეთი - 11 (20), ფილიპინები - 11 (19,5), ინგლისი - 11 (17,5), მაკედონია - 11 (18,5). საქართველოს 9 ქულით 26-ე ადგილი უკავია.

აქვე ჩვენი გუნდების თითოეული წევრის მონაგარსაც გაგაცნობთ. ნანა ძაგნიძე - 3 ქულა 5 პარტიიდან, ბელა ხოტენაშვილი - 6 (7), ლელა ჯავახიშვილი - 4,5 (6), ნინო ხურციძე - 3,5 (6), ნინო ბაციაშვილი - 3 (4); მიხეილ მჭედლიშვილი - 3 (6), მერაბ გაგუნაშვილი - 4,5) (6), თორნიკე სანიკიძე - 3 (4), ლევან ფანცულაია - 3,5 (6), კონსტანტინე შანავა - 4 (5).

5 სექტემბერს მე-8 ტურში ითამაშებენ: ქალები. პოლონეთი - ჩინეთი, რუსეთი - უკრაინა, საფრანგეთი - ესპანეთი, უზბეკეთი - უნგრეთი, ვიეტნამი - ინდოეთი, სერბეთი - საქართველო, ფილიპინები - აშშ, სომხეთი - რუმინეთი, ბულგარეთი - ჩეხეთი, ლიტვა - ირანი, შვეიცარია - ყაზახეთი; ვაჟები. რუსეთი - უკრაინა, ჩინეთი - აზერბაიჯანი, სომხეთი - უზბეკეთი, მაკედონია - აშშ, გერმანია - უნგრეთი, ინგლისი - ფილიპინები, საფრანგეთი - კუბა, ინდოეთი - სერბეთი, ესპანეთი - ისრაელი, ლატვია - ჰოლანდია, რუმინეთი - არგენტინა, ხორვატია - პოლონეთი, თურქეთი - საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის