რამდენად სამართლიანად ჩამოართვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ზურაბ ხიზანიშვილს კაპიტნობა
ფეხბურთის წესებში ასე წერია: გუნდის კაპიტანს განსაკუთრებული უფლებები არ გააჩნია.

ფეხბურთი კი მხოლოდ დაწერილი წესები არ არის და გუნდის კაპიტანიც მნიშვნელოვანი კაცია. ასეთი გამოთქმაც კი არის: ნამდვილი კაპიტანი.

კაპიტნად არჩევის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ზოგჯერ მწვრთნელი ირჩევს გუნდის კაპიტანს, ზოგჯერ მწვრთნელი ამას გუნდის წამყვან ფეხბურთელებთან გასაუბრების შემდეგ აკეთებს. ზოგ გუნდში კაპიტნის არჩევნებს ატარებენ, ზოგან ნაკრების კაპიტნად იმას ნიშნავენ, ვისაც ყველაზე მეტი კეპი აქვს დაგროვებული.

და რის მიხედვით არჩევს მწვრთნელი კაპიტანს? არ არის აუცილებელი, რომ კაპიტანი ყველაზე დიდი ვარსკვლავი იყოს გუნდში, მაგრამ კაპიტანი სამაგალითო უნდა იყოს მოედანზე და ვინძლო მოედნის მიღმაც - სამაგალითო საქმისადმი მიდგომითა და ქცევით.

კაპიტანი გამოცდილი კაცი უნდა იყოს.

ფეხბურთის ფედერაციის სასტარტო გვერდზე საქართველო-ბელორუსის და საქართველო-ესპანეთის აფიშა დადეს. ჩვენებურთაგან მასზე ჯაბა კანკავას ფოტოა.

ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, სანამ თემურ ქეცბაია ამასწინდელ პრესკონფერენციაზე იტყოდა, ახალი ციკლი სიახლით გვინდა დავიწყოთ, გუნდს ამიერიდან კანკავა უკაპიტნებსო (იხილეთ ვრცლად).

ახალ ციკლს ახალი კაპიტანი - ეს რაღაც ახალია ფეხბურთში. ამ ლოგიკით დანიშნული კაპიტანი სხვა რომელია, მე არ ვიცი, თორემ შესაძლოა, სხვა მწვრთნელიც ასე ნიშნავდეს გუნდის კაპიტანს.

კანკავამდე გუნდის კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი გახლდათ. ეროვნულ ნაკრებს 15 აგვისტოს ლუქსემბურგთან ჰქონდა ამხანაგური მატჩი (იხილეთ ვრცლად), ხიზანიშვილმა, ტრავმა მაქვს და ვერ ჩამოვალო... ქეცბაიას პოზიცია კი ასეთი იყო - ჩამოვიდეს და ნაკრებშიც გვაჩვენოს, რა ტრავმა აქვსო.

ხიზანიშვილი არ ჩამოვიდა. უთანხმოების დასასრული: ხიზანიშვილი კაპიტანი აღარ არის.

თუ ქეცბაია მიიჩნევს, რომ ხიზანიშვილი არაპროფესიონალურად მოიქცა, კვლავ რაღაზე გამოიძახა ნაკრებში? კაპიტნობის ჩამორთმევა სხვა შემთხვევაში საჯარიმო სანქციაა და სხვა არაფერი.

ისე, ჯარიმის დარტყმასაც ოსტატობა სჭირდება, რაც ქეცბაიას მოქმედებაში ვერ დავინახეთ. რაც მან გააკეთა, ეს ძალიან ხისტი საჯარიმო იყო - არ ჩამოხვედი ლუქსემბურგთან, ჰოდა კაპიტნის სამკლავურსაც დაემშვიდობეო.

საქართველოს ნაკრები არც ხიზანიშვილით დაწყებულა და არც ქეცბაიათი დამთავრდება. სხვა საქმეა, რამდენად სამართლიანად ჩამოერთვა ხიზანიშვილს კაპიტნობა.

წინა სეზონი რომ დასრულდა და ლეგიონერებმა სამშობლოში ჩამოსასვლელად მოიცალეს, ხიზანიშვილს მაშინ შევხვდი ინტერვიუსთვის და ზურამ ნაკრებში პრემიების თემაზეც ისაუბრა (იხილეთ ვრცლად).

მისი აზრით, საქართველოს ნაკრებში უნდა იყოს პრემიების სისტემა. ძალიან ბევრს ეს განცხადება გულზე მოხვდა, ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ანონიმური, სალანძღავი წერილების ნიაღვარი.

მოგვიანებით "ლელოში" ამ საკითხზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ლევან კობიაშვილმა. მისი აზრით, ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში პრემიების დაწესება უადგილოა, რადგან გუნდს ჯერ არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია (იხილეთ ვრცლად).

ვფიქრობ, ძალიან კარგია, როც ნაკრების ყოფილი და მოქმედი, ავტორიტეტული ფეხბურთელები თავიანთ პოზიციას ღიად, გულახდილად აფიქსირებენ. რა თქმა უნდა, ერთს მეორეზე უფრო მყარი არგუმენტები ექნება; კამათის დროს ფრე თითქმის არ არსებობს. ხიზანიშვილის ნათქვამიც უფრო ახლოს მიმაჩნია რეალობასთან.

საქართველოს ნაკრების ხელმოცარულ მთავარ მწვრთნელებს ბოლო წლებში მილიონობით ლარი უნდა ჰქონდეთ ჯამაგირი, ფეხბურთელმა კი უფულოდ უნდა ირბინოს; თუ თამაში მოიგო, პრემიაც არ უნდა ჰქონდეს. მწვრთნელის საქმე საქმეა, ფეხბურთელმა კი მხოლოდ პატრიოტობის გამო უნდა მოიდინოს ოფლი მოედანზე - სად არის აქ ლოგიკა და სიმართლე?

ხიზანიშვილს ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ რაც ამას წინათ მოხდა, უნდა გითხრათ: სიმსივნით დაავადებულ ქართველ ბავშვს თურქეთის ძვირიან კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა და ხიზანიშვილმა მისთვის სრულიად უცნობ ოჯახს რამდენიმე ათასი ევრო გადაურიცხა (იხილეთ ვრცლად).

ხიზანიშვილი ნაკრების ფეხბურთელთაგან ერთადერთი არ არის, უანგაროდ რომ დახმარებია გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველებს. ისიც ვიცი, რომ მსგავს რაღაცაზე არც ქეცბაიას დაუხევია უკან. ამიტომაც პატრიოტიზმის თემა ნაკრებში აქტუალურად არ მიმაჩნია, კაპიტნობაცა და პრემიებიც პროფესიული ამბავია.

ორი დღეც და საქართველოს ნაკრები ბელორუსს ეთამაშება. მხარდაჭერა ნაკრების ახალ კაპიტანსაც სჭირდება და, რა თქმა უნდა, ქეცბაიასაც, რომლისთვისაც ეს თამაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა - წინა ჩაფლავებული ციკლის შემდეგ ყოველი მატჩი მისთვის ფინალივითაა. ნაკრების მწვრთნელი ქეცბაიას რეპუტაციას ექსპლუატაციის ვადა უკვე გაუვიდა - ან იქით, ან აქეთ, დაახლოებით ასე დააყენეს საკითხი უკან მოტოვებულმა ამბებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

forca juve
შესაძლოა ქეცბაიას ბევრი საქციელი იყო ემოციური და სპონტანური, მაგრამ კაპიტანთან მიღებული გადაწყვეტილებაში საკამათოს ვერაფერს ვხედავ. მწვრთნელს სხვა შემოსავალი არ აქვს და ხელფასი იასნია უნდა მიიღოს, ფეხბურთელი რომელიც კლუბში მაღალ ხელფასს იღებს, მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. მითუმეტეს ნაკრებში კარგი თამაშიც შემდეგ შესაძლოა მისმა ფასმა რეალურად აიწიოს ბაზარზე. ბოლოსდაბოლოს შენი ქვეყნის ღირსებას, იცავ და არა დამპალი საბჭოთა კავშირისას; კანკავა არ არის კლასით ნაკლები ფეხბურთელი არანაიარად და მაგარი ჯიგრიანი ფეხბურთელია (სუპერი არცერთი არ არის); ეს ბოღმა სტატია თამაშის წინ მაგარი არასწორი ქმედებაა
dato
ძაან არაობიქტური სტატიაა, ხიზანიშვილი თავისი განცხადების შემდეგ და საქციელის შემდეგ საერთოდ არ არის გამოსაძახებელი ნაკრებში, ქეცბა ამ საკითხს სწორად უდგება, ვისაც ნაკლები მოტივაცია აქვს ნაკრებში თამაშის ეგეთს არ იძახებს, ჩემი აზრით ეგრეც უნდა იყოს, კაპიტანს კიდევ მწვრთნელები ირჩევენ სხვამ ვინ უნდა აირჩიოს? კაპელო იმიტომ წავიდა ინგლისის ნაკრებიდან რომ მაგას არ კითხეს კაპიტნის დანიშვნა, ეგ მართალია არზიანის გამოძახებას რა აზირ ქონდა მაგას ვერ ვხვდები ვერც მე )
ramo
ქეცბა ხიზანას იმიტომ ენდობოდა რომ ჩვენ ნაკრებს უზარმაზარი პრობლემები აქვს მოუგვარებელი. ნახევარდაცვა იმდენად სუსტია რომ ვერ ასწრებს ვერც წინ და ვერც უკან. ამიტომ ხიზანა გამოყავდა შუახაზზე, ფაქტიურად დაცვის გასაძლიერებლად. ეხლა თუ ხიზანამ უღალატა ბელორუსიის წინ, ვფიქრობ ჩვენი დაცვა იმათ უსწრაფესს შეტევებს ვერ გააჩერებს. მითუმეტეს ჩათვალეთ რომ ფლანგის მცველები ფაქტიურად არ გვყავს. მოკლედ ჩვენ ხვალ პატარძალივით არ აგვცდება.
lipo
რა არის ტო დავიჯერო ესე გევასებათ ქეცბა რო მაგის გულისთვის მზად ხართ მთელი საქართველო გალანძღოთ??მართალი ხართ ბატონო დავით.ბავშვთა ფეხბურთშიც კი კაპიტანს არასდროს არ ირჩევს მწვრთნელი ყოველ შემთხვევაში ევროპაში ასე.ქეცბა რო უხეშია და 2 წელში ნაკრები რო დაცალა ფეხბურთელებისგან და არზიანებს რო იძახებს ეგეც ნათელია სადამდე მიგვიყვანს.აი პრემიებზე კი ვერ დაგეთანხმებით.დიახ პატრიოტიზმის გულისთვის უნდა ღვარონ ოფლი და ეს ისევეა სავალდებულო როგორც ჯარისკაცისტვის ომი და ყველასთვის იმ საქმის კეთება უანგაროდ რაც ქვეყანსა წაადგება.ს ა ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ო!!!!!!!!
nugzari
რამდენი ბოგმა გკონია ბატონო დავიტ.ეგ ბოგმა სხვაგან დახარჯე და კარტულ ფეხბურტს მოესჰვი
cotne
დავით თავართქილაძე მეცოდებით..
MIRIANI
და ხიზანიშვილმა იმ განცხადების მერე რაც არ უნდა ქნას მაინც ვერ ექნება გამართლება. ისე სხვათა შორის მაგი 10 000ებს კაზინოებში რომ აგებდა და ბანკების პრობლემურები დასდევდნენ მაქედან გამოყვა ალბათ შიშილის გრძნობა...
მირიანი
ასეთი კვერცხული სტატიები რომ იბეჭდება და კეთდება და ასეთივე კითხვები რომ ისმება იმიტომაც არ გაძლევთ არცერთი თავმოყვარე მწვრთნელი ინტერვიუს მანამ სანამ ხალხი არ აბუნტდება.
manguli
დ. თავართქილაძეის სტატიები ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული ღვარძლით და კოლექტივში განხეთქილების და მტრობის ჩამოგდების მცდელობით. ამ სტატიით ავტორმა მაქსიმალური გააკეთა ბელარუსიის ნაკრებთან წარუმატებელი თამაშისთვის.
გიორგი
ეტყობა ავტორი თავისი ძველი სტატიის გამო თავს მოვალედ გრძნობდა ხიზანიშვილის მიმართ და აი გაპრავებაც სცადა, თუმცა დიდი უნიჭო სტატია კი გამოუვიდა :)
festna
ერთს დავამატებ რომ ლუქსემბურგთან არ ჩამოსვლის მერე ხიზანამ 4 დღეში თურქეთში ითამაშა!!!
თემური
დავით ბატონო. რატომ ცდილობთ ხიზანიშვილის საქციელის გამართლებას? ამდენ წაგებულ თამაშში პრემიის მოთხოვნა სამართლიანია? ნაკრების მწვრთნელს სხვა სამსახური არა აქვს და იღებს ხელფასს, მოთამაშეები კი თავიანთ გუნდებში უხელფასოდ ხომ არ თამაშობენ? ისე აჯობებდა ქეცბაიას საერთოდ არ უნდა გამოეძახა ხიზანიშვილი ნაკრებში.
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა