თავგადასავალი დაიწყო, ალექსი "სიდნეიშიც" ისე დაიხარჯება, როგორც "იუვეში" იხარჯებოდა
5 სექტემბერს ალესანდრო დელ პიეროს ავსტრალიური თავგადასავალი ოფიციალურად დაიწყო.

იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა ლიდერმა საფეხბურთო კლუბ "სიდნეისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა - 37 წლის ალექსი, რომელთანაც "იუვეს" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ და ხელმძღვანელებმა ტიფოზებისთვის გაუგებარი და მიუღებელი მიზეზების გამო ახალი ხელშეკრულების გაფორმება არ ისურვეს, "სიდნეიში" ოფიციალურად 5 სექტემბერს წარადგინეს.

"თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეიდან, მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ავსტრალიელი ვიქნები, - განაცხადა დელ პიერომ მისი პრეზენტაციისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე, - დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო თავგადასავალი იქნება. ალბათ, იცით, რომ ძალიან ბევრი წინადადება მქონდა და არჩევანი ავსტრალიაზე შევაჩერე.

გადაწყვეტილების სისწორეში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ - ავსტრალიაზე უკეთეს სიტუაციას და უკეთეს ადგილს სხვაგან ვერსად ვიპოვიდი.

გავრცელებული ცნობების თანახმად, "სიდნეიში" დელ პიეროს არ ექნება ისეთი ხელფასი, როგორსაც ცნობილი ფეხბურთელები კარიერის მიწურულს "გასართობ ლიგებში" იღებენ ხოლმე - ალექსი წელიწადში 2 მილიონ დოლარს (1.6 მილიონი ევრო) აიღებს.

მართალია, დელ პიეროს კალიბრის ფეხბურთელისთვის ეს მართლაც სასაცილო ჯამაგირია, მაგრამ ფაქტია, რომ ალე ავსტრალიის A ლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

რატომ ამჯობინა დელ პიერომ ლივერპულს სიდნეი?

ალექსს მართლაც ბევრი გუნდი ეპატიჟებოდა და თავისუფლად შეეძლო, კარიერა მაღალ დონეზე გაეგრძელებინა, რადგან მთხოვნელებს შორის ყველაზე მეტად ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლები, "საუთჰემპტონი" და თვით "ლივერპული" აქტიურობდნენ.

მაგრამ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა ყველა მსურველს უარი შეუთვალა. საფეხბურთო ევროპა კი განსაკუთრებით იმით გააოცა, რომ "ლივერპულში" თამაშს კარიერის ავსტრალიაში გაგრძელება ამჯობინა.

ამასთან, ალექსს ჩინური, არგენტინული, ამერიკული და შვეიცარიული კლუბებიც ეპატიჟებოდნენ.

"ყველა კონტინენტიდან მირეკავდნენ და ზღაპრულ კონტრაქტებს მთავაზობდნენ, მაგრამ მაინც ავსტრალია ავირჩიე და მჯერა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. ევროპაში დარჩენაზე კი ვფიქრობდი, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს არ მინდოდა, რადგან შეიძლებოდა, ერთხელაც ვალდებული გავმხდარიყავი, "იუვენტუსის" წინააღმდეგ მეთამაშა.

ავსტრალია იტალიიდან ძალიან შორსაა, მაგრამ ავსტრალიელები მენტალიტეტით იტალიელებთან ახლოს არიან. ვხედავ, რომ აქ უკვე ყველას ძალიან ვუყვარვარ და მეც მხოლოდ ეს მინდა.

ავსტრალია ჩემთვის ახალი გამოწვევა და თავგადასავალია. მჯერა, რომ აქ ბევრ ფანტასტიკურ რამეს აღმოვაჩენ.

37 წლის ვარ, მაგრამ იოლად არ ვიღლები და არც გავზულუქებულვარ. აქაც ისე ვივარჯიშებ და ისე დავიხარჯები, როგორც "იუვენტუსში" ვიხარჯებოდი," - აღნიშნა დელ პიერომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

forca juve
გენიალური ფეხბურთელი, დიდი ადამიანი; ულამაზესი გოლები აქვს გატანილი და 17 წელზე მეტი დიდი ფეხბურთი ითამაშა; ერთზე მაგრა მწყდება გული იმ ვითომ ფრანგებს 2000-ში ორი ასპროცენტიანი მომენტიდან ერთიც რომ ვერ შეუგდო, მაშინ როცა 2006 ში გერმანიას ანალოგიურ სიტუაციაში მაგრად შეუსრულა. სანამ იქნება ფეხბურთი, დელ პიერო ყოველთვის ემახსოვრებათ, როგორც ლამაზი, შემოქმედებითი ფეხბურთის ჭეშმარიტი მაესტრო
მენიო შესაძლოა, იტალიაში დარჩეს, მაგრამ სხვა გუნდში აღმოჩნდეს
"ნაპოლის" გაძლიერება სურს - ზამთრისთვის "პარტენოპეის" რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტე ტურინშია - ანგისა დე ბრუინს ლაზარეთში შეუერთდა
ნორვეგიამ იტალიას თამაში შემოუტრიალა და მუნდიალზე გავიდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
18 წ. | პოლონეთის გავლით მასპინძელ ჩეხეთზე
[VIDEO. ძიუდო. ზაგრების გრან პრი] მაისურაძე ოქროსთვის, ინანეიშვილი ბრინჯაოსთვის...
თსუ-ს, ქუთაისის და რუსთავის გამარჯვებებით მე-6 ტური დასრულდა
"არსენალმა" "დორტმუნდის" შემტევთან მოლაპარაკებები დაიწყო
"მადრიდის რეალზე" ფიქრის დრო საერთოდ არ მრჩება" - კაზემირო
[VIDEO] მამუკელაშვილის სათამაშო დრო იზრდება - "ტორონტო რაპტორსმა" "ინდიანა პეისერსი" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
[VIDEO] უიმედოდ, უგერგილოდ - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან განადგურდა
საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ესპანეთთან ნადგურდება
ესპანეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U18. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პოლონეთს ადვილად მოუგო
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
[VIDEO] აფციაურის ჰეთ-თრიკი - საქართველოს ნაკრებმა კანადასაც მოუგო
დანაკლისი მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე - ესპანეთს საქართველოსთან ჰიუსენი ვერ დაეხმარება
[VIDEO] მბაპემ უკრაინასთან ეს გააკეთა - კილიანი ცუდ საქციელშია ეჭვმიტანილი
ჯერარდმა შესაძლოა, ინგლისური კლუბი ჩაიბაროს