"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერი NBA-ს მომავალ სეზონზე საუბრობს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავს, "ოკლაჰომა-სიტის" ლიდერ კევინ დურანტს საკმაოდ დაძაბული ზაფხული ჰქონდა.

NBA-ს ფინალური სერიის დასრულების შემდეგ ის ლას ვეგასში აშშ-ის ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე გაემგზავრა. შემდეგ ფორვარდმა ერთი თვე ევროპაში გაატარა და იქ ლონდონის ოლიმპიადის ოქროს მედალი მოიგო.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი მსოფლიოს საუკეთესო ლიგის საუკეთესო სნაიპერი ფილმ Thunderstruck-ის მხარდასაჭერ ტურნეში გაემგზავრა. ამ ფილმში ის თავად იღებს მონაწილეობას.

მორიგი საპრემიერო ჩვენების წინ დურანტი დათანხმდა ESPN-ის კორესპონდენტთან საუბარს.

- კევინ, ბევრი დარჩა მოხიბლული თქვენი სამსახიობო მონაცემებით. დაგვეთანხმეთ, რომ პირველ ჯერზე მართლაც კარგი გამოვიდა.

- დიახ, თითქოს ყველაფერი კარგადაა. ძალიან მომეწონა ახალი ამპლუა. რა თქმა უნდა, თავიდან ყველაფერი უჩვეულო იყო, რადგან აქამდე მხოლოდ კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ დაუჯერებელი და შესანიშნავი გამოცდილება შევიძინე.

- უკვე ნახეთ ფილმის დასრულებული ვერსია?

- ერთხელ და ვაღიარებ, რომ მოხიბლული დავრჩი. გაოგნებული ვიყავი, როცა ჩემი მონაწილეობით სცენებს ვუყურებდი. საოცარი შეგრძნება იყო. საერთო ჯამში, ძალიან ვიმხიარულე.

- სულ ცოტა ხნის წინ დატოვეთ აშშ-ის ნაკრების ბანაკი. უკვე ფილმში მონაწილეობა მოასწარით. თქვენს გრაფიკში არის დასვენება ახალი რეგულარული ჩემპიონატის წინ?

- გავაგრძელებ მზადებას ახალი სეზონისთვის და თანდათან გავზრდი დატვირთვებს. ყველამ იცის, რომ საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ მივცემ. თუმცა დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის. და ის წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია.

მზად ვარ, შრომა გავაგრძელო, მაგრამ ამასთან, საჭიროა მთლიანად განვტვირთო სხეული, რათა მზად ვიყო საწვრთნელი ბანაკების გახსნისთვის და მთელ სეზონში ვიმყოფინო ძალები.

- რა კომენტარს გაუკეთებთ იმ ფაქტს, რომ "ოკლაჰომამ" კონტრაქტი გააგრძელა სერჟ იბაკასთან?

- ეს ამ ზაფხულს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგებაა. პირველ რიგში, ძალიან მიხარია სერჟისა და მისი ოჯახის გამო. ის ბევრს მუშაობდა და პატიოსნად მიდიოდა თამაშის იმ დონემდე, რომელსაც ახლა აჩვენებს. მიმაჩნია, რომ იბაკამ დაიმსახურა კლუბისგან ამგვარი კონტრაქტი. ამიტომაც ძალიან მიხარია, რომ ის ჩვენს გუნდში კიდევ ოთხ წელს გაატარებს.

- მაგრამ ახლა, შესაძლოა, პრობლემები შეიქმნას ჯეიმს ჰარდენთან კონტრაქტის გახანგრძლივების მხრივ. პირადად თქვენ რამდენად ხართ დაინტერესებული იმით, რომ მან "ოკლაჰომაში" გააგრძელოს კარიერა?

- რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდა. გარდა იმისა, რომ კარგი მოთამაშეა, ჯეიმსი ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარიც გახლავთ. ამიტომაც იმედი მაქვს, ყველაფერი გამოვა. ჯერ არაფერი მიკითხავს სემ პრესტისთვის ("ოკლაჰომას" გენერალური მენეჯერი). ვფიქრობ, ყველაფერი თავისთავად მოგვარდება.

- არ გაშინებთ ახალი სეზონის წინ "ლეიკერსის" გაძლიერება? თუ კვლავაც თქვენს გუნდს მიიჩნევთ დასავლეთში მთავარ ფავორიტად?

- ვინ იცის... ყოველ წელს სხვადასხვაგვარადაა. ის თამაშიც, რომელიც გასულ წელს ვაჩვენეთ, წარსულს ჩაბარდა. წინ უნდა ვიაროთ, უფრო მეტად უნდა დავიხვეწოთ და მივყვეთ იმ კურსს, რომელიც ორი წლის წინ ავირჩიეთ. მაშინ ვერავინ შეგვაშინებს.

- გქონდათ თუ არა ნერვიულობის მომენტი ოლიმპიადის ფინალის წინ? ესპანელები ხომ კარგად თამაშობდნენ და შეეძლოთ, ბოლოს გამარჯვება გამოეგლიჯათ თქვენთვის...

- გარწმუნებთ, მშვიდად ვიყავი. შემადგენლობაში საკმარისად გვყავს მაღალი კლასის მოთამაშეები, რომლებსაც მარტო შეუძლიათ თამაშის ბედის გადაწყვეტა - ბრაიანტი, ჯეიმსი, პოლი, უილიამსი, უესტბრუკი... მათ გვერდით საშიში არაფერია.

ვიცოდით, რომ მეტოქე თავს დადებდა მოედანზე. ესპანელები შეგნებულად ანელებდნენ თამაშის ტემპს, რათა უფრო იოლი ყოფილიყო ჩვენთან ბრძოლა, მაგრამ რთულ მომენტში ჩვენ ერთიანი მექანიზმივით ვიმუშავეთ და გამარჯვება ვიზეიმეთ.

მახსოვს, ერთხელ მელომ 14 წუთში 37 ქულა დააგროვა და ყველა აღფრთოვანებული იყო მისი თამაშით. მან რეკორდი დაამყარა ამერიკელი კალათბურთელებისთვის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში. როცა ლებრონმა სამმაგი დუბლი შეასრულა - გასახდელში ყველანი ძალიან ვხარობდით მის გამო.

ბედნიერი ვიყავი ოლიმპიურ ნაკრებში მოხვედრით და ამ დაუვიწყარ ტურნირში მონაწილეობით. ჩვენ იქ ნამდვილი გუნდი გვყავდა და ამიტომაც გავიმარჯვეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

irakli
ო ო ო ლეიკერსი მაგრად გაძლიერდა,ჰოვარდით და ნეშით,ალბათ უპირველესი ფავორიტი იქნება ლიგაში.კობის ეკუთვნის მეექვსე ბეჭედი.
barcaforever
არადა უნდა ეშინოდეს.კობი და კომპანია არავის დაუთმობენ საჩემპიონო ბეჭდებს.ლეიკერსი ამ ტრანსფერების შემდეგ მაიამისაც მოუგებს და იმედია შეხვდებიან ფინალში.
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა
იქ, სადაც განსაკუთრებულად უყვართ - დემიენ ლილარდი "პორტლენდში" დაბრუნდა
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"
"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს