პრემიერლიგის ჩემპიონები მზად არიან იანვარში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ "ატლეტიკოს" ფორვარდში
პრემიერლიგის ჩემპიონები მზად არიან იანვარში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ "ატლეტიკოს" ფორვარდ რადამელ ფალკაოში. სწორედ ეს თანხაა საჭირო 26 წლის კოლუმბიელის კონტრაქტის გამოსასყიდად...

რადამელ ფალკაოთი ლამის ყველა თავმოყვარე გრანდი არის დაინტერესებული, მაგრამ ამ მომენტისთვის გამოკვეთილი ფავორიტები "მანჩესტერ სიტი"და "ჩელსი" არიან.

ლონდონელებმა კოლუმბიელის სიძლიერე საკუთარ თავზე გამოსცადეს და რა გასაკვირია, რომ მისი შეძენა სურთ, მაგრამ სპეციალისტების აზრით, დღეისთვის ფავორიტი "მანჩესტერ სიტია"..

"ქალაქელებმა" საქმეში მძიმე არტილერია ჩართეს და ტრანსფერის მოგვარება პორტუგალიელ ცნობილ აგენტ ჟორჟე მენდეშს მიანდეს. რობერტო მანჩინის ჯერ კიდევ ზაფხულში სურდა ფალკაოს შეძენა, მაგრამ იმის გამო რომ გუნდმა ვერაფრით მოიშორა ედინ ჯეკო, ფალკაოს ტრასნფერი დაიბლოკა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერელები მზად არიან იანვარში 60 მილიონი ევრო გადაიხადონ "ელ ტიგრეში" (ფალკაოს მეტსახელია და ვეფხვს ნიშნავს) და ეს მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ფინანსური დოკუმენტები უეფას ფინანსური ფეირ პლეის პრინციპებთან შესაბამისობაში ვერაფრით მოჰყავს.

თავად კოლუმბიელმა განაცხადა, რომ ის სულაც არ ოცნებობს ინგლისში თამაშზე, სამაგიეროდ ფალკაოს მამამ, კითხვაზე ფიქრობს თუ არა მისი შვილი ინგლისში გადასვლაზე, უპასუხა: "კი ფიქრობს და ამის შანსიც საკმაოდ დიდია". თუმცა მანვე დაადასტურა, რომ ფალკაო მადრიდის "რეალში" თამაშზე ოცნებობდა.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტიმ" აგვისტოში დაიმატა ჯეკ როდუელი, ხავიერ გარსია, მატია ნასტასიჩი, სკოტ სინკლერი და მაიკონი, მაგრამ მიუხედავად ამისა მანჩინი მაინც არ იყო კმაყოფილი, რადგან მან რამოდენიმე სასურველი მოთამაშე ვერ შეიძინა, კერზოდ კი: დანიელე დე როსი, რობინ ვან პერსი, ხავი მარტინესი და ედინ აზარი.

რადამელ ფალკაო გარსია სარატემ "ატლეტიკოს" მაისურით 53 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა და მადა აბსოლუტურად ყველა ევროპულ გრანდს აღუძრა, მაგრამ მისი გამოსასყიდი თანხის გადახდა, ამ დროისთვის მხოლოდ სამ გუნდს შეუძლია, რომელთაგანაც ერთი, ფრანგული, ჯერ ხმას არ იღებს.

ტატო ბაციკაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე