ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

აშშ-ის ღია პირველობა: მშვიდობით, ენდი!

აშშ-ის ღია პირველობა: მშვიდობით, ენდი!

დასრულდა ენდი როდიკის კარიერა. გარდა ამისა, ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი
მამაკაცთა ტურნირი ორი მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა - დასრულდა ენდი როდიკის კარიერა. გარდა ამისა, ბრძოლას გამოეთიშა მსოფლიოს პირველი ჩოგანი როჯერ ფედერერი. თუმცა მიმოხილვა სერბი ჩოგბურთელების წარმატებით დავიწყოთ.

სამი სეტი იკმარა იანკო ტიპსარევიჩმა გერმანელი ფილიპ კოლშრაიბერის დასამარცხებლად. ტურნირის მერვე ნომერმა ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, თავად კი მხოლოდ ერთი ბრეიკის საშუალება მისცა გერმანელს და 6:3, 7:6(5), 6:2 გაიმარჯვა. ტიპსარევიჩმა 2 საათსა და 23 წუთში მოიპოვა მეოთხედფინალის საგზური და ამ ეტაპზე ის ესპანელ დავიდ ფერერს შეხვდება.

კიდევ ერთი სერბი ითამაშებს ამერიკის ღიას მეოთხედფინალში. როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიოს მეორე ჩოგანს ნოვაკ ჯოკოვიჩს პრობლემა არ ჰქონია სტანისლას ვავრინკასთან მატჩში. მართალია, შვეიცარიელმა ორი ბრეიკი გააკეთა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ამას ექვსი ბრეიკით უპასუხა. სერბმა მოიგო პირველი ორი პარტია - 6:4, 6:1, მესამეში 3:1-ს იგებდა, როცა ვავრინკამ ტრავმა მოიმიზეზა და შეწყვიტა მატჩი.

მეოთხედფინალში ნოვაკი არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს შეხვდება, რომელმაც ენდი როდიკი ოთხ სეტში დაამარცხა და ამით ამერიკელის კარიერა დაასრულა.

ეს მატჩი წინა დღეს 6:6-ზე გადაიდო. განახლების შემდეგ ენდი უკეთ შევიდა თამაშში და ტაი-ბრეიკი თავის სასარგებლოდ დაასრულა. ასევე მცირე სათამაშო უპირატესობა ჰქონდა როდიკს მეორე სეტში, მაგრამ გამარჯვებულის გამოსავლენად აქაც ტაი-ბრეიკის თამაში გახდა საჭირო. მასპინძელს 2:0 დაწინაურების შანსი ჰქონდა, მაგრამ ორმაგი შეცდომა დაუშვა და საბოლოოდ 4:7-ით დათმო მე-13 გეიმი.

შემდეგი ორი პარტია არგენტინელის აშკარა უპირატესობით მიდიოდა. დელ პოტროს უძლიერესი დარტყმების გამო როდიკს ბევრი სირბილი უწევდა და მალე დაიღალა.

მეოთხე სეტის ბოლოს ენდიმ ერთი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ ბრეიკი მაინც ვერ გააკეთა - არგენტინელის მარჯვნიდან დარტყმამ წერტილი დაუსვა ამერიკელის ბრწყინვალე კარიერას. დელ პოტრო, რა თქმა უნდა, თბილად გადაეხვია თავის მეტოქეს, შემდეგ კი მთელ სტადიონს შეუერთდა, რომელიც ფეხზე ამდგარი აცილებდა თავის კერპს.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ხუან-მარტინმა უმაღლესი დონის მოთამაშის კარიერა დაასრულა - 2009 წელს მის წინააღმდეგ თავისი ბოლო მატჩი ითამაშა მარატ საფინმა.

როდიკის მეუღლემ ბრუკლინ დეკერმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო, თვალცრემლიანი ენდი კი კორტზე გავიდა და ხელში მიკროფონი აიღო. "პირველად კარიერაში, არ ვიცი, რა ვთქვა... ბავშვი ვიყავი, როცა რეგულარულად მოვდიოდი ამ არენაზე. ბედმა გამიღიმა, რადგან შანსი მქონდა, თვალი მედევნებინა საუკეთესო ჩოგბურთელთა თამაშისთვის.

ყოველი წუთისგან სიამოვნებას ვიღებდი. მთელი ჩემი კარიერა წინსვლისა და ჩავარდნის პერიოდებისგან შედგებოდა, ასევე, ბევრი კარგი მოგონებისგან. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ვიცი, ხშირად ჩემი მხარდაჭერა იოლი არ იყო, მაგრამ ყველას უდიდეს პატივს გცემთ და მიყვარხართ", - განაცხადა ამერიკელმა.

გარდა ამისა, 6 სექტემბერს მამაკაცებს შორის ორი მეოთხედფინალი გაიმართა და დაკომპლექტდა პირველი ნახევარფინალური წყვილი.

ძალიან გაუჭირდა ბრიტანელ ენდი მიურეის ხორვატი მარინ ჩილიჩის დამარცხება. ამ უკანასკნელმა აიღო პირველი სეტი და მეორეში 5:1-ს იგებდა, მაგრამ ორჯერ სეტზე ვერ ჩააწოდა, შემდეგ კი ტაი-ბრეიკი წააგო.

ჩილიჩი ფსიქოლოგიურად გატყდა და მიურეი მესამე და მეოთხე სეტებში კორტის ბატონ-პატრონი გახდა. ამ პარტიებში მან მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო მეტოქეს, ბოლო 11 გეიმი ზედიზედ მოიგო და 3:6, 7:6, 6:2, 6:0 გაიმარჯვა.

დღის ბოლო მატჩში კი სენსაცია მოხდა: ტომაშ ბერდიხმა, რომელიც ამ სეზონში არასტაბილურ თამაშს აჩვენებს, მეოთხედფინალი მოუგო ამერიკის ღია პირველობის ხუთგზის ჩემპიონს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს.

ბერდიხმა ბრწყინვალე სტატისტიკა დააფიქსირა - 14 ეისი, 30 "ვინერსი" და მხოლოდ 21 უნებლიე შეცდომა. ფედერერს კი, პირველ რიგში, თავისმა მთავარმა იარაღმა - ფორჰენდმა უმტყუნა. როჯერმა 40 უნებლიე შეცდომა დაუშვა და აქედან 24 სწორედ მარჯვნიდან დარტყმაზე მოდის.

საბოლოოდ, ბერდიხმა ოთხ სეტში გაიმარჯვა - 7:6, 6:4, 3:6, 6:3. აღსანიშნავია, რომ ჩეხმა ბოლო შვიდ მატჩში მეოთხედ მოუგო ფედერერს. როჯერი კი 2003 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ამერიკის ღიას ნახევარფინალში.

ახლა ბერდიხი ნახევარფინალში ენდი მიურეის შეხვდება.

1/8-ფინალი

იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 8)-ფილიპ კოლშრაიბერი (გერ, 19) 6:3, 7:6(5), 6:2; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 7)-ენდი როდიკი (აშშ, 20) 6:7(1), 7:6(4), 6:2, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 18) 6:4, 6:1, 3:1 უარი.

1/4-ფინალი

ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 6)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 1) 7:6(1), 6:4, 3:6, 6:3; ენდი მიურეი (ბრიტ, 3)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 12) 3:6, 7:6(4), 6:2, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე