ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ბრაზილია. სერია ა. XXII ტური

ბრაზილია. სერია ა. XXII ტური

პასი ამერიკიდან: "ფლურინენსე" გალიდერდა, კლარენს ზეედორფმა გაიბრწყინა
ბრაზილიის ჩემპიონატის მორიგ, 22-ე ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა. უმთავრესი გახლავთ ის, რომ პირველად მე-7 ტურის შემდეგ შეიცვალა ლიდერი.

"ატლეტიკო მინერომ" ვერ მოუგო "ბაიას", რითაც კარგად ისარგებლა "ფლუმინენსემ’ და სათავეში ჩაუდგა სატურნირო ცხრილს...

რონალდინიოს გარეშე რთულია

"ატლეტიკო მინეიროს" ფეხი დაუცდა - კუკას გუნდმა "ბაიას" ვერ მოუგო და ლიდერობა დათმო. მინას-ჟერაესის შტატის წარმომადგენლებს სალვადორში რონალდინიო ვერ გაჰყვა, რომლის არყოფნაც გუნდს აშკარად დაეტყო.

"ბაია" ხელწამოსაკრავი გუნდი არ არის, მითუმეტეს საკუთარ მოედანზე, ასე რომ სალვადორში მოპოვებული ქულა "ატლეტიკოს" მინუსად არ ჩაეთვლება, მაგრამ ლიდერობის დაკარგვა, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა.

სალვადორში დაფიქსირებული ფრის შემდეგ, აბელ ბრაგამ იცოდა, რომ მოგება მის გუნდს პირველ პოზიციაზე გადაიყვანდა. "ფლუს" წისქვილზე წყალს ისიც ასხამდა, რომ "სანტოსი" უმოტივაციოდ არის დარჩენილი და გარდა ამისა გუნდს განსო და ნეიმარი აკლდა, თუმცა თავის მხრივ "ფლუმინენსეს" არ ჰყავდა ფრედი, რაც ასევე დიდი დანაკლისია.

უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები ფლობდნენ და საბოლოოდ გამარჯვებაც მოიპოვეს. ველინგტონ ნემმა თავი დუბლით გამოიჩინა, ერთი გოლიც სამუელ როზამ გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელების გოლებს, "სანტოსიდან" კიევის "დყნამოს" და "ბორდოს" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრემ უპასუხა. საბოლოოდ 3:1 და "ფლუ" გალიდერდა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ატლეტიკოს" ერთი მატჩი თადარიგში აქვს, ისიც "ფლუმინენსეს" მოსისხლე მტერ "ფლამენგოსთან"...

"სანტოსის" უმოტივაციობა ვახსენეთ და თუ მურისი რამალიოს გუნდმა ასე გაარძელა, მალე გაუჩნდება კიდევაც მოტივაცია - სან პაულოს გუნდი ხომ მხოლოდ 6 ქულით უსწრებს გასავარდნ ზონაში მყოფ "პალმეირასს".

სკოლარიმ ამოისუნთქა

"პაკაემბუზე" უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა: "პალმეირასი" "სპორტ რესიფეს" წინააღმდეგ. ამ მატჩის წინ "პალმეირასი" მე-17 ადგილზე იყო, 17 ქულით, "სპორტ რესიფე" კი მე-16 პოზიციას იკავებდა 19 ქულით. როგორც იტყვიან 6-ქულიანი მატჩი იყო, რომლის შემდეგაც ლუიშ ფელიპე სკოლარიმ შვებით ამოისუნთქა.

პირველი ტაიმი მოსაწყენი გამოდგა და გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. სამაგიეროდ გუნდებმა მეორე ტაიმში გაილაღეს და ერთბაშად 4 გოლი გაიტანეს, აქედან 3 "სპორტ რესიფეს" კარში გავიდა.

სკოლარი დებიუტანტებმა იხსნეს: ჯერ კიევის "დინამოდან" ცოტა ხნის წინ გადმოსულმა კორეამ გაიტანა, შემდეგ კი "ჟოინვილიდან" მოსულმა ტიაგო რეალმა, რომლისთვისაც ეს სულ რაღაც მეორე თამაში იყო "პალმეირასის" რიგებში. წერტილი კი ამ მატჩს ობინამ დაუსვა.

"მთავარი ის არის, რომ ჩვენ 3:1 მოვიგეთ და ეს იმ დროს, როდესაც ბურთი ორჯერ შეეხო კარის ხაზს და არ გადაკვეთა ის. ეს ნიშნავს, რომ იღბალი ისევ "პალმეირასის" მხარეს არის. ახლა არ უნდა მოვეშვათ, 30 ქულა რომ გვქონდეს, მშვიდად ვიქნებოდით, მაგრამ მხოლოდ 20 გვაქვს, ასე რომ უნდა ავდგეთ და ამ წლის მეორე მიზნის მისაღწევად ბოლომდე ვიბრძოლოთ" - განაცხადა სკოლარიმ.

შეგახსენებთ, რომ "პალმეირასმა" წლის დასაწყისში ბრაზილიის თასი მოიგო და 2013 წლის ლიბერტადორესის თასის საგზური მოიპოვა .

ზეედორფის დუბლით

კლარენს ზეედორფი წინა სეზონშიც შესანიშნავად გამოიყურებოდა, ის "მილანის" ერთ-ერთი ლიდერი იყო და რიგ მატჩებში მართლაც ბრწყინვალედ ირჯებოდა, მაგრამ დასრულდა სეზონი და ვეტერანმა ბრაზილიაში, საკუთარი მეუღლის სამშობლოში გადაწყვიტა კარიერის გაგრძელება (და ალბათ დასრულებაც).

ამ ტურში ზეედორფმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის ჯერ კიდევ შესანიშნავ ფორმაშია - ჰოლანდიელმა ორი გოლი თავად გაიტანა, ერთი კი ჟადსონს გაატანინა.

ბელუ-ორიზონტეში ერთმანეთს ლიბერტადორესის საგზურის ორი მაძიებელი, "კრუზეირო" და "ბოტაფოგო" დაუპირისპირდნენ. 35-ე წუთამდე მასპინძლებისთვის ყველაფერი იდეალურად იყო, დორტმუნდის "ბორუსიას" ყოფილი ნახევარმცველის ტინგას გოლის წყალობით ანგარიში 1:0 იყო და "ბოტაფოგოს" შეტევაში არაფერი გამოსდიოდა.

35-ე წუთზე კი ფელიპე გაბრიელმა საჯარიმოს კუთხეში ზეედორფი შეამჩნია და პასიც არ დაუგვიანა, ჰოლანდიელმა, ისე რომ ბურთი მიწაზე არ დაუშვია, ის ფაბიოს კარში გადაგზავნა.

ზეედორფი ერთ წუთში უკვე მეორე გოლსაც ზეიმობდა, საგოლე პასი კვლავ ფელიპე გაბრიელმა ჩაიწერა. ამის შემდეგ "კრუზეირო" გატყდა და მატჩს მთლიანად სტუმრები აკონტროლებდნენ, შესაბამისად ლოგიკური იყო მესამე გოლიც, რომელიც ზეედორფის შესანიშნავ გარღვევას და არანაკლებ ბრწყინვალე პასს მოჰყვა.

ჰოლანდიელი მატჩის შემდეგ არა საკუთარ თავზე, არამედ გუნდის გამოსვლაზე საუბრობდა:

"თავიდან ძალიან ცუდად დავიწყეთ და ლოგიკური გოლიც გავუშვით, მაგრამ მთავარია რომ მოვიგეთ. ნამდვილად არ ვიცი იყო თუ არა ეს ჩემი საუკეთესო თამაში "ბოტაფოგოში" და ამას არც აქვს მნიშვნელობა.

ხანდახან მე ვერ ვთამაშობ კარგად და მაშინ ბიჭები აკეთებენ ჩემ საქმეს, გუნდის წარმატება და კარგი თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტულად ჩემი გამოსვლა".

ამ გამარჯვებით "ბოტაფოგო" სატურნირო ცხრილში "კრუზეიროს" დაეწია და ახლა 5 ქულით ჩამორჩება მე-4 ადგილზე მყოფ "ვასკო და გამას", რომელმაც რა გასაკვირია და სტუმრად ვერ მოუგო "ნაუტიკოს" - ამ გუნდის სტადიონზე ხომ თითქმის ყველა გრანდი დაეცა, ასე რომ კრისტოვაო ბორჟესი ქულითაც კმაყოფილი იყო.

"ვასკოს" და "ბოტაფოგოს" შორის კი 35 ქულით ‘სან პაულო" და "ინტერნასიონალი" იმყოფებიან.

ფრე არავის სასარგებლოდ

"მორუმბიზე" სწორედ "სან პაულო" და "ინტერნასიონალი" შეხვდნენ ერთმანეთს. იმის გამო, რომ ბრაზილიის ჩემპიონატი სანაკრები მატჩების დროს არ წყდება, ამ შეხვედრაში მაყურებელმა ლუკას მოურა და ლეანდრო დამიაო ვერ იხილა.

ანგარიში სტუმრება გახსნეს: დაგობერტომ ტრავმის მოშუშებიდან პირველივე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა და ყოფილ კლუბს გაუტანა.

მასპინძელ ქომაგებს დიდხანს არ მოუწყენიათ, რადგან უკვე მე-18 წუთზე ანგარიში 1:1 იყო, თავი მაიკონმა გამოიჩინა. ვინაიდან ამ შეხვედრაში ქულების ფასი ძალიან დიდი იყო, გუნდები რისკზე არ მიდიოდენენ და საბოლოოდ თითო ქულას დაკმაყოფილდნენ.

მორიგი მატჩი მოიგო "გრემიომ", რომელმაც გაიმყარა მესამე ადგილი და შეამცირა ჩამორჩენა მინეიროს "ატლეტიკოსთან". ელანო ბლუმერის დუბლის წყალობით პორტუ ალეგრის ბინადრებმა სერია ა-ს მეორე "ატლეტიკო" დაამარცხეს.

იმის გამო, რომ მოიგო "ფიგეირენსემაც", "ატლეტიკო გოიანენესე" ახლა უკვე ბოლო, მე-20 ადგილზეა.

ბრაზილია. სერია ა. XXII ტური

ფლამენგო-პონტე პრეტა 0:1

გოლი: 0:1 უენდელი (20).

პორტუგეზა-კუტირიბა 3:0

გოლები: 1:0 ბრუნო მინეირო (12), 2:0 ბრუნო მინეირო (46), 3:0 ანანიასი (55).

ნაუტიკო-ვასკო და გამა 1:1

გოლები: 1:0 კიეზა (42), 1:1 ფელიპე ბასტოსი (54).

გრემიო-ატლ. გოიანიენსე 2:1

გოლები: 1:0 ელანო (10), 2:0 ელანო (19), 2:1 მარინო (25).

სან პაულო-ინტერნასიონალი 1:1

გოლები: 0:1 დაგობერტო (7), 1:1 მაიკონი (18).

კრუზეირო-ბოტაფოგო 1:3

გოლები: 1:0 ტინგა (19), 1:1 ზეედორფი (35), 1:2 ზეედორფი (36), 1:3 ჟადსონი (56)

ფიგეირენსე-კორინთიანსი 1:0

გოლი: 1:0 კაიო (46).

ფლუმინენსე-სანტოსი 3:1

გოლები: 1:0 ველინგტონ ნემი (21), 1:1 ანდრე (29), 2:1 ველინგტონ ნემი (44), 3:1 სამუელ როზა (78).

პალმეირასი-სპორტი 3:1

გოლები: 1:0 კორეა (53), 1:1 რივალდო (62), 2:1 ტიაგო რეალი (63), 3:1 ობინა (68).

ბაია-ატლ. მინეირო 0:0

სატურნირო ცხრილი

ა თ მ ფ წ ბ ქ

1. ფლუმინენსე 22 13 8 1 37-15 47

2. ატლ. მინეირო 21 13 6 2 35-16 45

3. გრემიო 22 14 2 6 33-17 44

4. ვასკო და გამა 22 11 6 5 28-20 39

5. სან პაულო 22 11 2 9 34-26 35

6. ინტერნასიონალი 22 9 8 5 27-18 35

7. ბოტაფოგო 22 10 4 8 35-29 34

8. კრუზეირო 22 10 4 8 30-30 34

9. პონტე პრეტა 22 8 6 8 27-29 30

10. ნაუტიკო 22 8 4 10 28-35 28

11. პორტუგეზა 22 7 7 8 23-23 28

12. კორინთიანსი 22 7 7 8 22-22 28

13. ფლამენგო 21 7 6 8 23-28 27

14. სანტოსი 22 6 8 8 26-31 26

15. ბაია 22 5 9 8 19-25 24

16. კურიტიბა 22 6 4 12 32-42 22

17. პალმეირასი 22 5 5 12 21-27 20

18. სპორტი 22 4 7 11 17-31 19

19. ფიგეირენსე 22 4 6 12 23-38 18

20. ატლ. გოიანიენსე 22 3 7 12 22-40 16

ბომბარდირები:

10 - ფრედი (ფლუმინენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ვაგნერ ლავი (ფლამნეგო); 9 - ალეკსანდრო (ვასკო და გამა), ველინგტო პაულისტა (კრუზეირო); 8 - ბრუნო მინეირო (პორტუგეზა).

ტატო ბაციკაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბედნიერი ვარ თუ არა, რომ სათამაშო დრო მომეცა?" - შჩესნის მოულოდნელი პასუხი

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ