"ბარნლის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პოლ ფლეტჩერმა საზოგადოებას ძალიან საინტერესო და სასაცილო ისტორია გაანდო
"ბარნლის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა პოლ ფლეტჩერმა საზოგადოებას ძალიან საინტერესო და სასაცილო ისტორია გაანდო.

2010 წელს გუნდი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდა, ხოლო იანვარში, მას შემდეგ რაც ოუენ კოილი "ბოლტონში" წავიდა, საჭირო გახდა ახალი მწვრთნელის დანიშვნა.

"განცხადება ძალიან ბევრმა მწვრთნელმა წარმოადგინა, მათ შორის იყო ანდრეც, რომელიც მაშინ "აკადემიკაში" მუშაობდა. მისი CV და Power Points-ში გაკეთებული პრეზენტაცია შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მე ნახევარზე მეტი ვერ გავიგე",- განაცხადა პოლ ფლეტჩერმა.

საბოლოოდ ვილაშ-ბოაშს უარი უთხრეს, ის კი იმავე წლის ზაფხულში "პორტუში" დაინიშნა, სადაც ერთ წელიწადში ოთხი ტიტული მოიგო.

უარის მთავარი მიზეზი იყო ენა, რომლითან პორტუგალიელს პრეზენტაცია ჰქონდა დაწერილი. ისევ ფლეტჩერი:

"ლიტერატურული ენა და ჟარგონი ფეხბურთში ყოველ დღე უარესდება, ჟარგონულ ტერმინებს ვილაშ-ბოაშიც ხშირად ხმარობს.

არა მგონია, რომ "ბარნლის" ფეხბურთელებს გაეგოთ თუ რა უნდოდა მწვრთნელს მათგან, როცა ის მაგალითად მათ "გამაგრებას" მოსთხოვდა.

ტომი დოჰერტი ხშირად ამბობდა, რომ ის არ ეტყოდა ფეხბურთელებს ისეთ რამეს, რასაც მისი რძის გამყიდველი ვერ გაიგებდა. არა მგონია რომ რძის გამყიდველს გაეგო ანდრეს სიტყვების უმეტესობა".

ტატო ბაციკაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა