საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ლატვიასთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა
8 სექტემბერს, თბილისის დროით 18 საათზე, რიგაში ჩვენი ნაკრებისთვის პრინციპული მატჩი დაიწყება. საქართველოს ნაკრები ლატვიას დაუპირისპირდება და თუკი გამარჯვებას მიაღწევს, ევრობასკეტ 2013-ის საგზურს ოფიციალურად გაინაღდებს.

მატჩი არ იქნება იოლი. ის კი არა, ლატვია ფავორიტად მიიჩნევა, რაც გასულ ტურებში დაფიქსირებული შედეგების გათვალისწინებით არცაა გასაკვირი.

ბალტიისპირელებმა რიგაში იოლად დაამარცხეს ის ბოსნია, რომელმაც 5 სექტემბერს თბილისში მოგვიგო.

შედეგები ბევრს არაფერს ნიშნავს, მთავარი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება.

შეხვედრის დაწყებამდე რიგაში ჩვენი ნაკრების მწვრთნელ დავით უსტიაშვილს დავუკავშირდით.

- წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის, რისთვისაც მთელი მობილიზებით ვემზადებით. ნაკრებმა უკვე ივარჯიშა გუშინ და დღეს იმ დარბაზში, სადაც მატჩი უნდა გაიმართოს. ვიცით, რომ ურთულესი ბრძოლა გველის და ამისთვის მზად ვართ.

- როგორი სიტუაციაა გუნდში, ტრავმირებულები ხომ არ გყავთ?

- თბილისში დარჩა ნიკა მეტრეველი, რომელიც მოიწამლა და მაღალი სიცხე ჰქონდა. ექიმების და მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, მეტრეველი ლატვიაში არ წამოვიდა, ის თბილისშია და რეაბილიტაციას გადის.

რაც შეეხება გუნდის დანარჩენ წევრებს, ყველანი მწყობრში არიან.

ზაზა ფაჩულიას ტრავმირებული ფეხი ცოტათი კი აწუხებს, მაგრამ ის დღევანდელ მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

- რას იტყვით ლატვიის ნაკრებზე?

- ლატვია ბოსნიასთან შედარებით განსხვავებული სტილის გუნდია, მაგრამ სიძლიერით არანაკლებია. ლატვიელებს არ ყავთ ისეთი გამოკვეთილი ლიდერი, როგორიც ბოსნიელი მირზა ტელეტოვიჩია. ან თუნდაც ზაკ რაიტი.

ლატვია დაბალანსებული გუნდია, თუმცა რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერი ბალტიისპირელებსაც ჰყავთ.

ჩვენთვის დღეს ძალიან რთული მატჩი იქნება და მედგარი ბრძოლა მოგვიწევს, რისთვისაც მზად ვართ და მჯერა, რომ წარმატების მიღწევას მოვახერხებთ.

იბეჭდება მცირე ცვლილებით

WWW.GBF.GE

ასევე იხილეთ:

ლატვია VS საქართველო - ვინ შეასწრებს სლოვენიაში?

აინარს ბაგაცკისი: ქართველებმა იციან მეტოქის შეცდომების გამოყენება

ქართულ-ლატვიური საკალათბურთო დაპირისპირების ისტორია

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე