იგორ კოკოშკოვის გუნდმა ლატვიაში გამართული პრინციპული შეხვედრა ანგარიშით 73:70 მოიგო
8 სექტემბერს, საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბოლოსწინა შეხვედრა სტუმრად ლატვიაში გამართა და ანგარიშით 73:70 გაიმარჯვა (იხილეთ ვიდეო).

ამრიგად, იგორ კოკოშკოვის შეგირდებმა შესარჩევი ციკლის D ჯგუფში მეორე ადგილი გაინაღდეს (მიუხედავად 11 სექტემბერს შინ ჰოლანდიასთან გასამართი მატჩის შედეგისა) და ევრობასკეტის ძირითად ბადეში მოხვდნენ.

საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში თამაში არცთუ დამაჯერებლად დაიწყო და პირველი მეოთხედი 7:13 დათმო. სამაგიეროდ ქართველი კალათბურთელები ბრწყინვალედ მეორე მეოთხედში გაისარჯნენ - პერიოდი 13-ქულიანი უპირატესობით მოიგეს და დიდ შესვენებაზე შვიდქულიანი უპირატესობით გავიდნენ - 31:24.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა გაიბრძოლეს და პირველი მეოთხედი ოთქულიანი უპირატესობით ჩაამთავრეს.

ბოლო მეოთხედის დასაწყისში თამაში ქულა-ქულაში წავიდა, თუმცა ლატვიელთა მონდომების მიუხედავად, ბოლო წუთებში საქართველოს ნაკრები ანგარიშში 3-5-ქულიანი უპირატესობის შენარჩუნებას მაინც ახერხებდა.

შეხვედრის ბედი მაინც ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც 73:70-ზე მასპინძლებს ანგარიშის გასათანაბრებლად 10 წამი რჩებოდათ, მაგრამ სამქულიანის ჩაგდება და თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა აინარს ბაგაცკისის შეგირდებმა ვერ მოახერხეს.

შეხვედრაში ყველაზე შედეგიანი, ორივე გუნდის შემადგენლობაში, მანუჩარ მარკოიშვილი იყო - 17 ქულით. 15-15 ქულას მოუყარეს თავი ზაზა ფაჩულიამ და ჯეიკობ პულენმა. ერთით ნაკლები კი გიორგი ცინცაძემ ჩააგდო.

აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში სულაც პირველი ადგილის დაკავების შანსიც ჰქონდა - ეს იმ შემთხვევაში, თუკი ბოსნია შინ ჯგუფის ბოლოადგილოსან რუმინეთთან დამარცხდებოდა, რაც ნაკლებად სავარაუდო იყო და მართლაც, ბოსნიელებმა მეტოქე უშანსოდ - 93:58 დაამარცხეს და D ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს.

ასეა თუ ისე, საქართველოს ნაკრები, ყველა შემთხვევაში, გაისად ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე, სლოვენიაში, ევროპის კიდევ 23 საუკუთესო გუნდთან ერთად იასპარეზებს.

"სპორტალ.გე" ულოცავს საქართველოს ნაკრებსა და მის ყველა გულშემატკივარს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.

mmm
gilocavt am carmatebas.dzneli ki iko.exla amrevebi ar dacknardebian...
odala
If Georgia prevail over Latvia on Saturday they qualify automatically. If they defeat Latvia and then go on to also beat the Netherlands on the last day, they will top the group with a 6-2 record - ევრობასკეტის ვებსაიტი წერს ამას. ვითომ ჟურნალისტები ხართ და ვერ გაგიგიათ პირველზე რა შემთხვევაში გავდივართ.
gizog
ყოჩაღ ბიჭებს. ყოჩაღ იღბალას. გილოცავთ, გახარეთ.
tamar
ყოჩაღ, კოკოშკოვს! ყოჩაღ ბიჭებს! კარგად გაითვალისწინეს თავიანთი შეცდომებიიი! წარმატებები ქართველ კალათბურთელებს!
dato
მოვიგეთ თამაშიც
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა