როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ფარერები იოლად (3:0) დაამარცხა
როგორც მოსალოდნელი იყო, გერმანიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში ფარერები იოლად (3:0) დაამარცხა და ბუნდესგუნდი ახლა ავსტრიასთან მეორე ტურის მატჩისთვის ემზადება, რომელიც 11 სექტემბერს ვენაში გაიმართება.

9 სექტემბერს გაირკვა, რომ "ბაიერნის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა და დორტმუნდის "ბორუსიას" მარცხენა მცველმა მარსელ შმელცერმა ტრავმები მოიშუშეს და გუნდთან ერთად ივარჯიშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ 11-ში მოედანზე გასვლა შეეძლებათ.

გერმანიის ნაკრების თავკაცი იოახიმ ლიოვი შმელცერს, სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში გაამწესებს. თუკი ფარერებთან გერმანელებმა 4-1-4-1 ტაქტიკური სქემით ითამაშეს, ავსტრიასთან ლიოვი, სავარაუდოდ, ისევ 4-2-3-1-ს დაუბრუნდება. ნახევარდაცვის ცენტრში მოსალოდნელია კროოსის გამოჩენა, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ იოგიმ სამი ხედირას გვერდით არა კროოსი, არამედ ლევერკუზენელი ლარს ბენდერი ათამაშოს.

მიუხედავად მისაღები ანგარიშისა, გერმანელმა ექსპერტებმა ფარერებთან 3:0-ის გამო ლიოვი მაინც გააკრიტიკეს - მათი აზრით, ბუნდესგუნდს ჯუჯა მეტოქესთან მეტი უნდა გაეტანა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე