მსოფლიოს ჩემპიონატში "მაკლარენის" დომინირების დრო დადგა - ბრიტანულმა საჯინიბომ ბოლო ოთხ რბოლაში მესამედ მოიგო
მსოფლიოს ჩემპიონატში "მაკლარენის" დომინირების დრო დადგა - ბრიტანულმა საჯინიბომ ბოლო ოთხ რბოლაში მესამედ მოიგო - ამჯერად პირველი ფინიშთან ლუის ჰემილტონი მივიდა, მაგრამ გენერალურ კლასიფიკაციაში ფერნანდო ალონსოს პოზიციებს არაფერი დაკლებია, პირიქით, ესპანელის უპირატესობა გაიზარდა...

რბოლის წინ

პოული ლუის ჰემილტონმა მოიპოვა, მის გვერდით კი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი იდგა. მეორე რიგიდან აიღეს სტარტი ფელიპე მასამ და მიხაელ შუმახერმა. ბრაზილიელმა სეზონში პირველად გაუსწრო კვალიფიკაციაში თანაგუნდელ ფერნანდო ალონსოს.

ამ უკანასკნელს შაბათს არ გაუმართლა - პირველ და მეორე სეგმენტებში დომინირების შემდეგ ესპანელს ტექნიკური პრობლემები შეექმნა და მხოლოდ მეათე ადგილი დაიკავა.

მონცას ტრასა გასწრების საშუალებას იძლევა, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ოთხჯერ გამარჯვება პოულის მფლობელმა მოიპოვა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2009 წელი, სადაც ასევე ჰემილტონი იდგა პირველ პოზიციაზე, მაგრამ პირველმა ფინიშის ხაზი რუბენს ბარიკელომ გადაკვეთა.

რბოლა

ამჯერად ლუისმა შეინარჩუნა სასტარტო პოზიცია, მასამ კი ბატონს გაუსწრო. ჰემილტონი თავიდანვე დაშორდა ბრაზილიელს ორი-სამი წამით. თავის მხრივ, ფელიპემ ამდენივეთი ჩამოიტოვა ჯენსონი.

მეოთხე წრეზე მეოთხე ადგილისთვის ბრძოლაში სებასტიან ფეტელმა შუმახერს გაუსწრო, რის შემდეგაც მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ალონსო ავიწროებდა. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, მეექვსე ადგილი წაართვა კიმი რაიკონენს. ესპანელმა ორი წრე იკმარა იმისთვის, რომ შუმახერი უკან ჩამოეტოვებინა.

მე-19 წრეზე ჰემილტონის უპირატესობა მასაზე ექვს წამამდე გაიზარდა. ბრაზილიელი შესამჩნევად კარგავდა ტემპს, რითაც ბატონმა მასთან მიახლოება და გასწრება შეძლო. ამ წრის ბოლოს მასამ ბოქსებს მიაკითხა.

სინქრონულად გაემართნენ საბურავების შესაცვლელად ფეტელი და ალონსო, 22-ე წრეზე იგივე გააკეთა ბატონმა და ტრასაზე ერთწამიანი უპირატესობით დაბრუნდა იმ მჭიდრო ჯგუფზე, რომელშიც მასა, ფეტელი და ალონსო იყვნენ.

ერთი წრით გვიან ახალი საბურავები მიიღო ჰემილტონმა. ლიდერობა დროებით სერხიო პერესის ხელში გადავიდა, რომელმაც ხისტი საბურავით აიღო სტარტი და ყველაზე გვიან შევიდა ბოქსებში. ის მერვე პოზიციაზე დაბრუნდა ტრასაზე.

ძალიან საინტერესო ბრძოლა გამართეს მეხუთე ადგილისთვის ფეტელმა და ალონსომ. ესპანელი გამუდმებით უტევდა და ერთხელ გერმანელმა სახიფათო მანევრით ტრასიდან გადააგდო ჩემპიონატის ლიდერი.

სტიუარდებმა ფეტელის საქციელში წესის დარღვევა დაინახეს და სება პიტ-ლეინზე საჯარიმო შესვლით დაისაჯა.

მანამდე კი ბატონის მანქანა უიმედოდ გაჩერდა და მასა მეორე პოზიციაზე გადავიდა. ფეტელი კი ჯარიმის შემდეგ მეცხრე პოზიციაზე დაბრუნდა ტრასაზე - მის წინ თანაგუნდელი მარკ უებერი იყო.

ფინიშამდე 17 წრით ადრე პერესმა, რომელმაც რბილი საბურავების უპირატესობა მიიღო, მეხუთე ადგილისთვის ბრძოლაში რაიკონენს გაუსწრო. მექსიკელმა კიდევ ერთი საფეხურით წაიწია წინ, როცა 37-ე წრეზე მეორე პიტ-სტოპზე შეუხვია შუმახერმა.

სერხიომ წინ "სუფთა" ტრასა მიიღო და სწრაფი წრეების დაფიქსირება დაიწყო - პერესი ყოველ წრეზე წამს უგებდა ორივე "ფერარის". ამასობაში ალონსომ და მასამ ადგილები გაცვალეს.

43-ე წრეზე პერესმა სწორ მონაკვეთზე იოლად აუარა გვერდი მასას და ალონსოს გამოეკიდა. იმ მომენტისთვის ფერნანდო ორი წამით იყო წინ, მაგრამ მექსიკელს მხოლოდ წრე დასჭირდა იმისთვის, რომ დასწეოდა ალონსოს და მოსახვევში უკან ჩამოეტოვებინა ის.

ამასობაში ტრასის მიღმა გააჩერა ბოლიდი ფეტელმა - გერმანელის ბოლიდზე ძრავა გამოვიდა მწყობრიდან. ფინიშამდე სამი წრით ადრე მანქანა მოუსრიალდა "რედ ბულის" მეორე პილოტს უებერს. ავსტრალიელმა ტემპი დაკარგა და რბოლის დასრულება უაზრობად ჩათვალა, რის გამოც ბოქსებში შეუხვია. პირველად 2010

წლის შემდეგ "რედ ბულმა" ვერ შეძლო რბოლაში თუნდაც ერთი ქულის მოპოვება.

წინ მოულოდნელობა არ მოხდა. მართალია, პერესის ტემპი ჰემილტონისაზე მაღალი იყო, მაგრამ ბრიტანელს საკმარისი ჰანდიკაპი ჰქონდა იმისთვის, რომ ფინიშამდე შეენარჩუნებინა პირველი ადგილი. ბრიტანელმა მონცაზე პირველად მოიგო რბოლა, ამ სეზონში მესამე გამარჯვებას მიაღწია, კარიერაში კი მის ანგარიშზე 20 მოგებული ეტაპია.

სერხიო პერესი ამ სეზონში მესამედ ავიდა პოდიუმზე, მესამე ადგილზე კი ფერნანდო ალონსო გავიდა - ესპანელი მექსიკელს 16 წამით ჩამორჩა. შემდეგ მოდიან მასა და რაიკონენი.

ორი პიტ-სტოპის ტაქტიკით მოასპარეზე შუმახერმა და როსბერგმა ფინიშთან ახლოს რამდენიმე შთამბეჭდავი გასწრება შემოგვთავაზეს და მეექვსე და მეშვიდე ადგილები დაიკავეს. ქულათა ზონაში შევიდნენ დი რესტა, კობაიაში და სენა.

საერთო ჩათვლაში ალონსოს უპირატესობა 37 ქულამდე გაიზარდა. მისი ახალი მდევარი ჰემილტონია, ბრიტანელის უკან კი მჭიდრო ჯგუფად მოდიან რაიკონენი, ფეტელი და უებერი. კონსტრუქტორთა თასზე კი დაიძაბა ბრძოლა "რედ ბულსა" და "მაკლარენს" შორის - სხვაობა 29 ქულამდე დავიდა, "ფერარიმ" კი მესამე ადგილისთვის ბრძოლაში "ლოტუსს" გაუსწრო.

დასრულდა ჩემპიონატის ევროპული ნაწილი. შემდეგი რბოლა ორი კვირის შემდეგ სინგაპურში გაიმართება. ტრადიციულად, ეს იქნება ღამის რბოლა "მარინა ბეის" ტრასაზე.

იტალიის გრანპრი. XIII ეტაპი

მონცა (53 წრე, 306.720 კმ)

1(1). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 1:19.41,221 (1 პიტსტოპი)

2(13). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +4,356 (1)

3(10). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +20,594 (1)

4(3). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +29,667 (1)

5(8). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +30,881 (1)

6(5). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) +31,259 (2)

7(7). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +33,550 (2)

8(4). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +41,057 (1)

9(9). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +43,898 (1)

10(14). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) +48,144 (1)

11(12). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) +48,682 (2)

12(15). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +50,316 (1)

13(16). ჟერომ დ'ამბროზიო (ლოტუსი, საფრანგეთი) +1.15,861 (1)

14(18). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) 1 წრე (2)

15(19). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 1 წრე (2)

16(21). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) 1 წრე (2)

17(20). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) 1 წრე (2)

18(23). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 1 წრე (1)

19(22). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 1 წრე (1)

20(11). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) 2 წრე (2)

21(24). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) 3 წრე (2)

22(6). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 6 წრე (2)

23(2). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 21 წრე

24(17). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 45 წრე

საერთო ჩათვლა

1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 179 (3 მოგება); 2. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 142 (3); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 141; 4. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 140 (1); 5. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 132 (2); 6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 101 (2); 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 83 (1); 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 76; 9. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 65; 10. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 47; 11. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 43; 12. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 35; 13. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 32; 14. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 31; 15. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 29 (1); 16. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 25; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 8; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 4.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 272; 2. მაკლარენი - 243; 3. ფერარი - 226; 4. ლოტუსი - 217; 5. მერსედესი - 126; 6. ზაუბერი - 100; 7. ფორს ინდია - 63; 8. უილიამსი - 54; 9. ტორო როსო - 12.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის