პირველი, ვის გათავისუფლებასაც იტალიელი ჟურნალისტები ელოდებიან, ფრანჩესკო გვიდოლინია
პირველი, ვის გათავისუფლებასაც იტალიელი ჟურნალისტები ელოდებიან, ფრანჩესკო გვიდოლინია.

მისმა დამოძღვრილმა "უდინეზემ" ორი მარცხი განიცადა და სატურნირი ცხრილის ფსკერზეა. ამასთან, გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ტურნირის მიღმა დარჩა.

მართალია, ფრიულელებს საწყის ტურებში ერთობ რთული კალენდარი ჰქონდათ, "იუვენტუსსა" და "ფიორენტინასთან" ჰქონდათ თამაშები, მაგრამ ასეთ შედეგებს გამართლება მაინც არ აქვს.

მიუხედავად ამისა, უდინური კლუბის მესვეურები გვიდოლინის გათავისუფებას ჯერ მაინც არ ჩქარობენ. აი, რას ამბობს ფრიულელთა ტექნიკური დირექტორი ანდრეა კარნევალე:

"შედეგებით ძალიან უკმაყოფილო ვარ, რაც ბუნებრივია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთავარი მწვრთნელის გათავისუფლების საკითხი დგას დღის წესრიგში.

კლუბში არის გარკვეული პრობლემები და არ შეიძლება, რომ ჯოხი მხოლოდ ერთ კაცზე გადატყდეს - გარწმუნებთ, ფრანჩესკოს ნდობის საკმაოდ დიდი მანდატი აქვს.

ასე რომ, გვიდოლინმა მშვიდად უნდა განაგრძოს მუშაობა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად გადავჭრით პრობლემებს.

ნამდვილად შეგვწევს იმის რესურსი, რომ კრიზისს თავი მალე დავაღწიოთ და ქულების მოგროვება დავიწყოთ. დღეს ჩვენი ამოცანა ცხრილის ფსკერიდან ამოსვლაა და იმედი მაქვს, მიზნებს ძალიან მალე კიდევ ერთხელ გადავხედავთ.

შესაძლოა, დღეს უტოპიურად ჟღერს, მაგრამ მე ჯერ კიდევ მჯერა, რომ ევროტურნირის საგზურის მოპოვება შეგვიძლია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა