საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა ესპანეთის ნაკრებთან მატჩის წინ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელები მოედანზე ბოლომდე დაიხარჯებიან

საქართველოს ეროვნული გუნდის მცველმა გურმა კაშიამ ესპანეთის ნაკრებთან მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპის მატჩის წინ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან მოედანზე.

არნემის "ვიტესის" ლეგიონერის თქმით, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ესპანეთთან ქულის აღება "ჯვაროსნებისთვის" წარმატება იქნება.

"ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია და მათთან თამაში რთული იქნება, მაგრამ რაც ჩვენი გასაკეთებელი იქნება, ყველაფერს გავაკეთებთ და 100 პროცენტით დავიხარჯებით.

რა თქმა უნდა, ესპანეთის ნაკრებს პატივს ვცემთ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები არიან, თუმცა არ ვაპირებთ მოედანზე გამოვიდეთ და უბრძოლველად დავნებდეთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ჩვენს საქმეს გავაკეთებთ. იმედია, გაგვიმართლებს.

ჩემი აზრით, ესპანეთის ნაკრებთან მატჩში ქულაც რომ ავიღოთ, წარმატება იქნება ჩვენი გუნდისთვის. ვნახოთ, ფეხბურთში ყველაფერი ხდება", - აღნიშნა კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 21:30 სთ-ზე გაიმართება.

აქვე გეტყვით, რომ თემურ ქეცბაიას გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ეტაპი ბელორუსის (1:0) ნაკრებთან გამარჯვებით დაიწყო.

ასევე იხილეთ:

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ესპანეთთან მატჩის წინ [ვიდეო და ფოტოგალერეა]

თემურ ქეცბაია: ჩვენი მიზანი არწაგებაა - ზღაპრებისა და დაბოლების გარეშე

თორნიკე ოქრიაშვილი: ხალხს უნდა ვანახოთ, რომ არავისი გვეშინია

გია გრიგალავა: ჩვენთვის მნიშვნელოვანი საიმედო დაცვაა

გიორგი ლორია: ესპანელებთან უმძიმესი მატჩი გველის, მაგრამ...

ჯაბა კანკავა: უიმედო კაცს ფეხბურთელად არ მივიჩნევ!

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა