ახალგაზრდული პლეი ოფი დაკომპლექტდა
დასრულდა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ახლა პლეი ოფი გაარკვევს იმ 7 გუნდის ვინაობას, რომლებიც 2013 წლის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი ისრაელში, 15-28 ივნისს გაიმართება. მასპინძლებს, ბუნებრივია, დაბევებული აქვთ ამ ტურნირში მონაწილეობა. 10 სექტემბერს კი გაირკვა პლეი ოფის მონაწილე 14-ივე ნაკრების ვინაობა.

შესარჩევ ციკლში მონაწილეობა 52-მა ნაკრებმა მიიღო, მათ შორის საქართველომაც. სულ 10 ქვეჯგუფი შეიქმნა (2 - 6-გუნდიანი, სხვები - 5-გუნდიანი) - პლეი ოფში ყველა პირველადგილოსანი და 4 საუკეთესო მე-2-ეადგილოსანი გავიდა. ესენია: გერმანია, შვედეთი, ჩეხეთი, სერბეთი, ესპანეთი, რუსეთი, იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, ჰოლანდია, დანია, შვეიცარია, ნორვეგია და სლოვაკეთი.

როგორც ხედავთ, იმ ჯგუფიდან (მე-5), სადაც ჩვენი ნაკრები ასპარეზობდა, ორი გუნდი გავიდა: ესპანეთი და შვეიცარია. ალექსანდრე ჩივაძის გუნდი კი საბოლოოდ მე-3 ადგილს დასჯერდა - 8-დან 3 მოგებულით, 1 ფრით და 4 მარცხით.

ჩვენს გუნდს ბურთების ბალანსიც უარყოფითი ჰქონდა - 8-18, ქულათა მარაგით (10 ქულა) შვეიცარიას 7-ით, ხოლო ესპანეთს 12 ქულით ჩამორჩა. ასეთი შედეგით, ბუნებრივია, ევროპის ჩემპიონატზე არაფერი გვესაქმებოდა.

არადა, ყველაფერი რა კარგად დაიწყო შარშან ივნისში, როცა ოთარ გაბელიას გუნდმა სტუმრად ივო შუშაკის ხორვატია 1:0 დაამარცხა (თორნიკე თარხნიშვილი). მაგრამ ამას 1 სექტემბერს ქუთაისური კოშმარი მოჰყვა, როცა ლუის მილიას ესპანეთმა 7:2 გაგვანადგურა.

უკვე 39 წუთში ესპანელები 6:0-ს იგებდნენ! 4 დღეში საქართველო ესპანეთში უფრო მოკრძალებული ანგარიშით დამარცხდა - 0:2. ეს გაბელიას ბოლო მატჩი იყო თანამდებობაზე. ოქტომბერში გუნდი უკვე სოსო ჭედიამ გაიყვანა შვეიცარიელებთან საშინაო მატჩში - 0:1.

შემდეგ ტურში ჭედიას გუნდიც შერცხვა, იმავე შვეიცარიელებთან 0:5 განადგურდა. ასე ჩაიბარა წლეულს უმოტივაციო გუნდი ალექსანდრე ჩივაძემ, რომელმაც ორი შეხვედრა მოიგო (ორივე აუტსაიდერ ესტონეთთან) და ერთი ფრედ ითამაშა (შინ ხორვატიასთან).

მოკლედ, 10 ქულიდან 7 ნაკრებს ჩივაძემ ბოლოსღა მოუპოვა და ის დიდი ჩავარდნისგან იხსნა. 6 მატჩში გატანილი 8 გოლი ძალიან დაბალი შედეგია (ისიც ბოლოსკენ გამოსწორდა). მაგალითად, ჩეხ იან ხრამოსტას საქართველოს ნაკრებზე მეტი გოლი აქვს გატანილი.

პარასკევს პლეი ოფის (12 და 16 ოქტომბერს გაიმართება) კენჭისყრა გაიმართება. მანამდე კი ნაკრებები განთესეს. წინა გამარჯვებული ესპანეთი, ჩეხეთი, ინგლისი, ჰოლანდია, გერმანია, იტალია და საფრანგეთი განთესილები არიან.

კენჭისყრა ნიონში ადგილობრივი დროით 14 საათზე გაიმართება. ერთმანეთს ვერ დაუპირისპირდებიან ერთ ჯგუფში ნათამაშები გუნდები. ფინალური ტურნირის კენჭისყრა კი 28 ნოემბერს გაიმართება.

საკვალიფიკაციო ეტაპი. საბოლოო მდგომარეობა

I ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 10 9 1 0 39-9 28

2. ბოსნია 10 6 2 2 25-12 20

3. საბერძნეთი 10 4 1 5 14-15 13

4. ბელორუსი 10 4 1 5 11-17 13

5. კვიპროსი 10 4 0 6 16-20 12

6. სან მარინო 10 0 1 9 2-34 1

II ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. შვედეთი 10 7 1 2 18-10 22

2. სლოვენია 10 6 2 2 15-8 20

3. უკრაინა 10 5 2 3 21-10 17

4. ფინეთი 10 3 3 4 12-14 12

5. ლიტვა 10 3 0 7 9-18 9

6. მალტა 10 1 2 7 8-23 5

III ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩეხეთი 8 6 2 0 24-3 20

2. სომხეთი 8 4 3 1 11-5 15

3. ჩერნოგორია 8 3 2 3 14-8 11

4. უელსი 8 3 1 4 7-10 10

5. ანდორა 8 0 0 8 2-32 0

IV ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. სერბეთი 8 5 3 0 17-4 18

2. დანია 8 4 4 0 19-8 16

3. მაკედონია 8 3 3 2 14-15 12

4. ჩრდ. ირლანდია 8 1 1 6 5-13 4

5. ფარერები 8 0 3 5 3-18 3

V ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 8 7 1 0 27-2 22

2. შვეიცარია 8 5 2 1 15-4 17

3. საქართველო 8 3 1 4 8-18 10

4. ხორვატია 8 2 1 5 7-16 7

5. ესტონეთი 8 0 1 7 2-19 1

VI ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. რუსეთი 8 5 2 1 17-5 17

2. პორტუგალია 8 4 3 1 15-6 15

3. პოლონეთი 8 3 2 3 13-13 11

4. მოლდოვა 8 2 1 5 10-24 7

5. ალბანეთი 8 1 2 5 11-18 5

VII ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 8 6 1 1 27-8 19

2. თურქეთი 8 5 0 3 13-7 15

3. ირლანდია 8 4 1 3 15-10 13

4. უნგრეთი 8 4 0 4 11-10 12

5. ლიხტენშტეინი 8 0 0 8 4-35 0

VIII ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 8 7 0 1 24-3 21

2. ნორვეგია 8 5 1 2 13-7 16

3. ბელგია 8 3 2 3 17-15 11

4. აზერბაიჯანი 8 2 1 5 6-18 7

5. ისლანდია 8 1 0 7 4-21 3

IX ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 8 7 0 1 19-2 21

2. სლოვაკეთი 8 5 0 3 17-7 15

3. რუმინეთი 8 4 2 2 11-6 14

4. ყაზახეთი 8 0 4 4 2-14 4

5. ლატვია 8 0 2 6 1-21 2

X ჯგუფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 8 6 1 1 21-3 19

2. შოტლანდია 8 3 4 1 16-9 13

3. ბულგარეთი 8 3 3 2 11-12 12

4. ავსტრია 8 3 2 3 15-14 11

5. ლუქსემბურგი 8 0 0 8 6-31 0

საუკეთესო მე-2-ეადგილოსნის გამოსავლენი ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. შვეიცარია 8 5 2 1 15-4 17

2. დანია 8 4 4 0 19-8 16

3. ნორვეგია 8 5 1 2 13-7 16

4. სლოვაკეთი 8 5 0 3 17-7 15

5. პორტუგალია 8 4 3 1 15-6 15

6. თურქეთი 8 5 0 3 13-7 15

7. სომხეთი 8 4 3 1 11-5 15

8. ბოსნია 8 4 2 2 19-11 14

9. სლოვენია 8 4 2 2 9-6 14

10. შოტლანდია 8 3 4 1 16-9 13

ბომბარდირები

9 - იან ხრამოსტა (ჩეხეთი); 8 - პენიელ მლაპა (გერმანია), ჯორდან როუდსი (შოტლანდია), ხენერო ზეეფუიკი (ჰოლანდია); 7 - როდრიგო (ესპანეთი); 6 - ნემანია ბილბია (ბოსნია), მანოლო გაბიადინი (იტალია), არმანდო სადიკუ (ალბანეთი), მილან ძიურიჩი (ბოსნია).

"სტატისტიკას ყურადღებას არ ვაქცევ, ფეხბურთით ვცხოვრობ და ვტკბები" - ლიონელ მესი
"ლივერპულს" ტრანსფერი პირადად ჩაუშალა, ახლა კი იქ მწვრთნელად მიდის? - სლოტის შემცვლელად გლასნერი განიხილება
[VIDEO] დურანმა გაუტანა და ხელი სასქესო ორგანოზე წაივლო - აღშფოთებულმა "გალათასარაიმ" სასამართლოში უჩივლა
"არსენალმა" ეკვადორელი ტყუპები შეიძინა
გრან პრიზე ბერულავა და მეტელკინა პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
"ჩემი საქციელისთვის ბოდიშს ვიხდი" - ედვარდსენმა შტილერს ცხვირზე დაცინვის გამო მოუბოდიშა
გვარდიოლას სურვილით - "სიტი" პსჟ-ს გარემარბში 100 მილიონ გირვანქას იხდის
[VIDEO] ნეიმარის ჰეთ-თრიქი 17 წუთში - "სანტოსმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ბითაძის 19 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "სან ანტონიო სპურსთან" 2 ქულით დამარცხდა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
[VIDEO] მბაპეს ულამაზესი გოლებით - "რეალმა" სტუმრად "ატლეტიკს" უპრობლემოდ მოუგო
შოთა არველაძე "ქასიმფაშას" აღარ გაწვრთნის
მესი იჯარით "ბარსელონაში" დაბრუნდება? - კომენტარი დეკომ გააკეთა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ