საქართველო-ესპანეთის (0:1) მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელები ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ
11 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი ციკლის მეორე ტურის მატჩი გამართა (იხილეთ ვიდეო).

თემურ ქეცბაიას გუნდი მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ესპანეთის ნაკრებთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელები ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების წინაშე წარსდგნენ.

ვისენტე დელ ბოსკემ საქართველოს ნაკრების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:

- საქართველოს ნაკრებმა მაღალ დონეზე ითამაშა. მეტოქემ დაცვაში ძალიან ორგანიზებულად იმოქმედა და სერიოზული სირთულეები შეგვიქმნა.

დღეს იღბალიც ჩვენს მხარეზე იყო და დასახული მიზნის მიღწევა მაინც შევძელით.

საქართველოს ნაკრებიდან 9, 10 და 11 ნომრებს გამოვარჩევდი (თარგამაძეს, ოქრიაშვილსა და მჭედლიძეს, ავტ.). 10 ნომერი ძალიან სწრაფი და ტექნიკურია.

- ელოდით საქართველოს ნაკრებისგან ამგვარ წინააღმდეგობას?

- ჩვენ მზად ვიყავით მოვლენათა ყველანაირი განვითარებისთვის, მათ შორის, მსგავსი სურათისთვის.

- შეიძლება ითქვას, რომ არბელოას შეცვლითა და მოედანზე ფაბრეგასის გაყვანით ვა-ბანკზე წახვედით?

- ჩვენ გოლი გვჭირდებოდა და ამ შეცვლამ გაამართლა - ფაბრეგასმაც და ასევე ცვლილებაზე შესულმა პედრომაც საგოლე კომბინაციაში მიიღეს მონაწილეობა.

- მეორე ტაიმში აშკარა გახდა, რომ ნერვიულობდით. ფრე თქვენთვის კატასტროფა იქნებოდა?

- ჩვენ გამარჯვება გვინდოდა და ეს დიდი ბრძოლის შედეგად შევძელით.

თემურ ქეცბაია:

- პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისა და ბრძოლისთვის, რომელიც მათ მოედანზე გამოავლინეს.

მართალია, ჩვენი მხრიდან იმდენი თამაში არ იყო, რამდენიც ბრძოლა და თავდადება, მაგრამ ფეხბურთელები მთელი შეხვედრის განმავლობაში ბოლომდე იხარჯებოდნენ.

როცა ასეთი ბიჭები გყავს, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც ქართველ ხალხს გაახარებს.

ყველას მოგეხსენებათ, რა დონის არის ესპანეთის ნაკრები. ყველა მეტოქე მათ წინააღმდეგ დაცვითი ფეხბურთით თამაშობს და არ მგონია, რომ ჩვენი მხრიდან ასეთი თამაში სამარცხვინო ყოფილიყო.

რაც მთავარია, ბიჭებმა კარგად ითამაშეს, ბოლომდე დაიხარჯნენ, იბრძოლეს და თავდადება გამოავლინეს. ცოტა რომ გაგვმართლებოდა, სხვა ანგარიშით დასრულდებოდა მატჩი.

მჭედლიძის შეცვლა სირბილაძით განპირობებული იყო იმით, რომ ბოლოს ჩვენც გვქონდა იმედი, რომ შანსი გაგვიჩნდებოდა და გოლს გავიტანდით, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ არცერთ შეცვლას მატჩის ბედი არ გადაუწყვეტია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების მიდგომიდან გამომდინარე, შეიძლება იმ გუნდის აწყობა, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს და არაერთ გამარჯვებას მოუტანს.

ასევე იხილეთ:

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

ku2
ქეცბაიაზე შეყვარებულ ტიპებს დააკვირდით! --რა ნიჭი უნდა ბიჭო თერთმეტი კაცის დაცვაში დაყენებას!
zaza sigu
Qartveli ხთფუი..!!! ხთფუი..!!! ხთფუი..!!! ხთფუი..!!! მე შეურაცყოფა არავისთვის მომიყენებია ჩემი აზრი რომ გამოვთქვი ზნედაცემულო.
glaxuna
ზაზა ?! ვაი შენს პატრონს მოგმართეთ ვინმეს?!!! რატო უზრდელობ-თ?!!! ან აზრზე ხარ?? ვის მიმართავ ასე,იქნებ ვეტერან რეგბისტს,ან სამხედრო ოფიცერს,ან სულაც დამსახურებულ მწვრთნელს და პედაგოგს....მით უმეტეს შენი თაობის თუ არ არის?!!! ბოდიში უნდა მოიხადო... ელემენტარული ღირსება თუ გაქვს და ვაჟკაცობა... ...ჯერ პიროვნება უნდა იყო,ღირსეული ცხოვრებაში და მერ შენი პროფესიონალიზმით ავტორიტეტული შენს საქმეში და სპორტის გულშემატკივარი ... რა შუაშია ურა პატრიოტიზმი?!!! (აზრზე არა ხარ...) იტალიას ხვდებით,იტალიაა და როგორ მოვიგებთო ,ირლანდია..მაღალი კლასის ფეხბურთელები ყავსო,საბერძნეთს გამოცდილები არიანო,ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონიაო,საფრანგეთზე იტყვით ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესონი არიანო და ა.შ და ა.შ... ... ... ასეთი დამრთხალი ფსიქიკით საკუთარ პატივსაცემ სათამაშო სტილს და მერე ავტორიტეტს ვერასდროს მოიპოვებ!!!...მხოლოდ რაღაც მოჩვენებითი ,,წარმატებებს და მეტს ვერაფერს და მუდამ ასე საშუალოზე დაბალი,ან მაქსიმუმ, საშუალო ევროპული ნაკრები გვეყოლება და საშუალო დონის ევროპულ ფეხბურთს ვითამაშებთ... ასე რაიმე წარმატებებს ვერასოდეს მივაღწევთ!!! და ეს ნაკრები,თავისი ძალიან ნიჭიერი ბიჭებით, უნდა გადააწყო შემტევ,აგრესიულ,მუდამ ბურთის ართმევაზე დაგეშილ თამაშზე,თორე...ჯერ იმდენათ ახალგაზრდები არიან და ჯერ კიდევ არამყარი ფსიქიკით,რომ თუ ასეთი ფეხბურთი ათამაშეთ,ფსიქიკურად ძალიან დაუძლურდებიან და მერ მალევე დაიცლებიან ,და ნიჭიც ჩაქრება!!! დარწმუნებული ვარ , ქეცბაია ამას გაითვალისწინებს და მომავალ თამაშებში ბიჭებს აგრესიულ ფეხბურთს,მუდამ მოძრაობას,ბურთის ართმევებზე მთელ მოედანზე და სწრაფი შეტევების განხორციელებას მკაცრად მოთხოვს!!! პატივისცემით ყველა ს მიმართ!!! პატივისცემით
naka-de
ესპანეთთან იტალიამ 0:4 წააგო, მაგათ გერმანიაც ვერ უგებს. რას ელოდით? ქეცბაიას და ბიჭებს დიდი მადლობა. ყოჩაღ!!!!
OT
თემური "დაბოლება" ახსენე ესპანეთან თამაშის წინ და იმის თქმა რომ საქართველოს ნაკრებს იღბალუ არ შემოუტრიალდაო 100% "დაბოლებაა". როცა ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გაქვს ასეთო თამაშები უნდა გამოიYენო რომ ფეხბურთელებმა ისწავლონ რაც არ იციან. რა ისწავლეს გუშინ ჩვენებმა - 11 კაცით კარში დგომა. ეგეც არ მგონია რადგან "ბებერი" ესპანელები უფრო ენერგიულად დარბოდა/მოძრაობდა ვიდრე ჩვენი ახალგაზრდობა. (ფისკულტურას უნდა ხელის შეწყობა).
GURIA
ჰეი ჭკუის მასწავლებლებო, ერთი თქვენი თავი მანახა სტადიონზე რისი მაქნისები ხართ, თქვენ რომელი "სტილით" თამაშობთ ნეტავ კომპიუტერთან კლავიშებზე? ))))))))
nana
წარმატებებს გისურვებთ. ღმერთი გწყალობდეთ
samtredia
ყოჩაღ ქეცბაიას... ყოჩაღ ბიჭებს...
zaza
ვაუ რა მაგარი გიჟები ხართ ეს ურა პატრიოტი ხალხი აზრზე ხართ ვაფშემ ვის ეთამაშებოდით ვაი თქვენს პატრონს ****!
glaxuna
თითქოს ასეთი თამაში გამართლებული იყო?!!!...მაგრამ ასე არ ვფიქრობ...არ იყო თამაში,არ ჩანდა ს ტ ი ლ ი ... (ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში დაცვით,ანუ დამფრთალი ,,სტილით,, თამაში...) ვფიქრობ შემტევი და აგრესიული ფეხბურთი რომ ეთამაშათ,გაცილებით ლამაზი ფეხბურთი გამოვიდოდა და ავტორიტეტსაც მაგრად ავიწევდით მთელი მსოფლიო საფეხბურთო სამყაროში) ,ვიდრე ეხლა თუნდაც 0-1-ზე... აგრესიული ფეხბურთით მაქსიმუმ 2-1 დავმარცხდებოდით,მაგრამ ვიმეორებ ,ავტორიტეტს და პოტენციურ დიდი ნიჭს ანახებდნენ ჩვენი ბიჭები და ფსიქოლოგიურადაც ძლიერ გაძლიერდებოდნენ მომავალი თამაშებისათვის!!! -- ქეცბაიამ ბოლოსდაბოლოს რადიკალურად უნდა შეცვალოს თამაში და აქცენტი აგრესიულ სტილზე უნდა გადავიდეს.... ...ქართული ფეხბურთი გაიღვიძებს მაშინ...როცა ერთხელ და სამუდამოდ უვარყოფთ ე.წ. დაცვით სტილს და სიტუაციის განმუხტვის მცდელობებს პასებით...ეს არ დევს ქართულ ხასიათში და ასეთი თამაშით რაიმე წარმატებაზე საუბარი ზ ე დ მ ე ტ ი ა!!! წინანწარ შეგუებული წაგებულის ფსიქოლოგიიდან თავს ვერასოდეს დაიხსნიან ქართველი ფეხბურთელები!!! .... ქართველი ფეხბურთი უნდა გადაეწყოს იმეტად ინდივიდუალური ფეხბურთის თამაშზე,ძალიან აგრესიული სტილით,მუდამ ბურთის ართმევებზე თამაშით მოედნის ყველა წერტილში, ყველა ფეხბურთელისაგან ვალდებულებით,მუდმივი უბურთოდ მოძრაობებით და ფიზიკურად ძლიერ მომძადებით...ასეთი აგრესიული თამაში უნდა დავნერგოთ საქართველოს ჩემპიონატში , ფეხბურთში . ნებისმიერ მოწინააღმდეგეს აგრესიული თამაში უნდა მოვახვიოთ თავს და აქედან ფსიქოლოგიური უპირატესობა მოვიპოვოტ...ვიმეორებ...ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგაც კი...მხოლოდ და მხოლოდ ასეთი თამაში გახდება ქართული ფეხბურთის სახე,სტილი!!! და მხოლოდ ასეთი თამაშით მივაღწევთ წარმატებებს!!! სხვა შემთხვევაში მუდამ ასე საშუალოზე დაბალი და საშუალო ევროპული დონის ნაკრები გვეყოლება!!! ---- მხოლოდ და მხოლოდ აგრესიული სტილი მოედნის ყველა მონაკვეთზე, ასეთი თამაში აიძულებს ქართველ ფეხბურთელებს იყონ გაცილებით მეტად ძლიერნი ფ ი ზ ი კ უ რ ა დ (!!!) და ფ ს ი ქ ო ლ ო გ ი უ რ ა დ (!!!) წარმატებები მომავალ თამაშებში!!!
Tornike
ბიჭებო, სხვა ტაქტიკით რომ ეთამაშა ქეცბაიას (ანუ ოდნავ მაინც რომ ამოსულიყვნენ და მეტი სივრცე მიეცათ ესპანელებისთვის), გადაგვირბენდნენ. გუშინ დამტკიცდა საბოლოოდ, რომ ქეცბაია ძალიან ჭკვიანი მწვრთნელია, და მას აქვს უნარი მაქსიმუმი გამოწუროს ფეხბურთელებისგან. აი 3-4 ნიჭიერი და ტექნიკური გამთამაშებელი და თავდამსხმელი რომ შეგვემატება კიდევ (ჭანტურია, ყენია, ყაზაიშვილი), მერე ნახეთ როგორ გააძლიერებს ქეცბა შეტევებს :) ის ხომ სულით და ხორცით შემტევი ფეხბურთის მომხრეა! უბრალოდ ამ წუთში ფეხბურთელებს ათამაშებს იმ ფესბურთს, რომელიც მათ მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაზე კარგად შეუძლიათ - შედეგის თვალსაზრისით
kartveli
Jigaro ქეცბაიას დამსახურებაა დაცვა ესე გამართულად,რომ თამაშობს, შენ ადრე ,ოდესმე საქართველოს ნაკრებისგან დაცვაში ესეთი ეფექტური თამაში გახსოვს????????? დაცვას ესე თამაში ,რომ შესძლებოდა არველაძეს თაობა ,დიდ წარმატებებს მიაღწევდა, ესეთ გუნდს,მხოლოდ ესე თუ მოუგებ,მაურინიომ ბარსელონა სწორედ ამ ტაქტიკით დაამარცხა
დონი
ლორია, რომ არ დაზიანებულიყო იქნებ ის გოლიც არ გასულიყო და მართლაც არ შეიძლება დაკარგვა იმის, რაც ბიჭებმა გააკეთეს. თუმცა, როგორც თამაში ჩვენი მხრიდან ძალიან დაბალი დონის თამაში იყო. 24 წლის ვარ და სულ ის მესმის, რომ ხვალ უკეთ ვითამაშებთ თუმცა არ დადგა ის ხვაალ. პეტრე მიდის პავლე მოდის თუმცა პროგრესი არ იგრძნობა. არავისზე ნაკლები გულშემატკივარი არ ვარ, უბრალოდ მინდა რომ პროგრესი და შედეგი იგრძნობოდეს. მადლობა ბიჭებს
Jigaro
დაცვაში თამაში ვისწავლეთ, ჰო და იმ ანეკდოტისა არ იყოს ბასეინში ხტომა ნასწავლი გვაქვს და წყალს რომ ჩაგვისხავენ ცურვასაც ვისწავლით(თუ ცოცხლები გადავრჩით რათქმაუნდა). ბიჭების ასეთი თავდადება არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე,მაგრამ ამაში ქეცბაიას დამსახურება მინიმალურია. ნამეტნავად დაცვაში ჩამჯდარი ათამაშა გუნდი. ნებისმიერმა გუნდმა მისცეს ესპანეთს ორი ტაიმის განმავლობაში თავის ნახევარზე შეტევაში ვარჯიშის საშუალება და ერთს კი არა ბევრად მეტ გოლს გაიტანენ, მაგრამ ნამდვილად კარგად ითამაშა გუნდმა დაცვაში. მოედნის ცენტრში უფრო ახლო რომ ეთამაშათ ჩვენს ფეხბურთელებს მოწინააღმდეგესთან ბევრად გაურთულებდნენ ბურთის გათამაშებას და მართალია რისკიც მეტი იქნებოდა, მაგრამ ასე იოლად ვერ გვეთამაშებოდნენ "დერჟანიას". თარგამაძე რატომ შეიცვალა ისიც ვერ გავიგე. მის არყოფნაში ჭანტურია რომ ყოლოდა წაყვანილი და შემოეყვანა დაუშვილის ნაცვლად მგონი ნამდვილად აჯობებდა. ამდენი ჩამშლელი და კიდევ ერთი დაამატა, რაღა უნდოდა, ბარემ დამათებით დაეყენებინა კარში ვინმე. ლორიას ტრავმაც უდროო იყო, მაგრამ მის შემცვლელად მიგინეიშვილი სავარაუდოდ უფრო კარგი იქნებოდა, არ იყო გასაშვები ბურთი და დაცვის ერთი ჩაძინება ძვირად დაგვიჯდა.ასეთ ტექნიკურ ფეხბურთელებთან ახლო თამაში ძალიან სარისკოა, მაგრამ სხვა საშუალება მათ წინააღმდეგ არაა, ან მათსავით უნდა შეგეძლოს ბრთთან ურთიერთობა, ან ორი სამი ინდივიდუალურად ძლიერი შემტევი უნდა გყავდეს, რომ ეპიზდებში სასწაულები მოახდინონ, რაც თარგამაძემ და ოქრიაშვილმა რამოდენიმეჯერ დაგვანახეს, ასეთები არიან ჭანტურია და ყაზაიშვილიც, მალე ყენიაც მომჯობინდება და გუნდიც ბლომდე შწიკვრება, თუკი მათ გამოიძახებს და ათამაშებს...და ბოლოს მაიც იმ აზრზე ვარ, რომ ქეცბაია მწვრთნელი არაა და ამ ბიჭებს სხვა დამრიგებელი სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ ძლიერი გუნდის აშენებაა შესაძლებელი მაგრამ არა ქეცბაიას ხელში. ღმერთმა ქნას ვცდებოდე.
Qartveli
ზაზა სიგუ: შენ თქვი,ვისი დაყენებულის გჯერავს და მერე ვიბაზროთ მაგაზე ! ხთფუი..!!! ქეცბა მაგარი ხარ ჯიმა !!!
rezo
ლორიას ტრამვა რამდენად სერიოზულია ხო არ ვიცით?
zaza sigu
ამ კაცის დაყენებული ნაკრების არ მჯერავს.ისე ბიჭებს დიდი მადლობა თავდადებისთვის და წარმატებებს უსურვებ.
patrioti1987
გენაცვალეთ ბიჭებო, მადლობა ყველას ვინც სტადიონზე იყავით და ვინც სტადიონის გარეთ ჩვენებს მთელი გულით და სულით ქომაგობდა, თქვენ შემოგევლეთ გმირები ხართ ყველა......
მოქალაქე22
მე ამ თამაშს ესპანეთიდან ვუყურე,არავინ მოელოდა ასეთ წინააღმდეგობას და ესპანელებს კარგად ჟიმჟიმი ჰქონდათ ბოლომდე,ფურია როხასთან შეტევითი თამაში თუ გვინდა მათნაირად უნდა ვითამაშოთ,ეს კი უცებ არ მიიღწევა, ყოჩაღ ჩვენებს.
max
ქინქლაძის ნაირი ფეხბურთელი გვაკლდა დგეს და სულ დაგვაკლდება... და დაცვა კი ბლომად გვყავდა მაგრამ ერთი კარგი ცენტრალური მოზრავი სწრაფი მცველი გვაკლია გუნდში ... გოლს რაც შეეხება დაცვა ვერ გადაწყო შეტევის მხარეს ესპანელებმა ფლანგიდან რომ შეგვიტიეს დაცვა იქეთ არ გადავიდა ყველა დარჩა ერთ ადგილზე და ერთმანეთის იმედად მიატოვეს მეტოქე დასანანი მარცხი იყო ...
qutaiseli1
ბიჭებს მადლობის მეტი არაფერი არ ეკუთნით ხალხო ესპანეთან სხვა რაუნდა გვეთამაშა ბოლოსდაბოლოს მსოFლიოს საუკეთესო გუნდს და ფეღბურთელებს ვეთამაშებოდით ბოლომდე იბრძოლეს ეს დასაფასებელია
Slava Metreveli
ყველა სამამულისშვილო საქმეში,ტვითეული მონაწილე ქართველის ბოლომდე ხარჯვა სუსტი არგუმენტია-აუცილებლობაა.გამარჯვებაა ერთად ერთი ძლიერი არგუმენტი.უმართლებს ძლიერებს
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა