ფერნანდო ტორესს გაძლიერებულად მკურნალობენ - ესპანელმა რამენაირად უნდა მიიღოს მონაწლეობა მერსისაიდულ დერბიში, რომელიც...
ფერნანდო ტორესს გაძლიერებულად მკურნალობენ - ესპანელმა რამენაირად უნდა მიიღოს მონაწლეობა მერსისაიდულ დერბიში, რომელიც პრემიერლიგის შემდეგ ტურში, 17 ოქტომბერს "გუდისონ პარკზე" გაიმართება. მიმომხილველები ირონიულად აღნიშნავენ, რომ "ლივერპულისა" და "ევერტონის" უახლეს ისტორიაში ეს დერბი სატურნირო თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანია - "ლივერპული" მე-18 ადგილზეა, ხოლო "ევერტონი" მე-17-ზე ანუ საქმე გასავარდნთა ზონიდან თავის დაღწევას ეხება.

შეგახსენებთ, რომ ტორესი ბოლო ტურის შეხვედრაში, რომელიც "ლივერპულმა" სრულიად სამარცხვინოდ "ბლექპულთან" 2:1 წააგო, მოედნიდან მე-10 წუთზე გაიყვანეს. ექიმებს ეჭვი იმთავითვე საზარდულზე გაუჩნდათ, თუმცა, შემდეგ გაარკვიეს, რომ გაწყვეტილი არაფერია, გაჭიმული კი არის. კლუბისა და ესპანეთის ნაკრების ხელმძღვანელთა შეთანხმებით "ელ ნინიო" სანაკრებო კვირაში დაისვენებს - მსოფლიოს ჩემპიონები მას ლიტვასა და შოტლანდიასთან არ ათამაშებენ, ასე რომ, მისი ზემოხსენებულ დერბიში თამაში გამორიცხული არ არის. გაზეთები წერენ, რომ ეს ზუსტად ისეთი ტრავმაა, როგორიც ტორესმა გასულ ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში მიიღო.

"სანის" მესვეტე და ინგლისური ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი იან რაიტი კი მერსისაიდელ ქომაგებს ვერაფრით ანუგეშებს. თქვენ ფიქრობთ, რომ ამაზე უარესი ვეღარაფერი მოხდება, არა? - კითხულობს ის და საკუთარ კითხვას ასე პასუხობს: სამწუხაროდ, ცდებით. ამაზე გაცილებით უარესი შეიძლება მოხდეს.

"ვინ წარმოიდგენდა, რომ როი ჰოჯსონი და მისი გუნდი ოდესმე გასავარდნთა ზონაში ამოჰყოფდნენ თავს? "ლივერპული" მეთვრამეტე ადგილისთვის ძალიან ძლიერი გუნდია? სამწუხაროდ, დღევანდელ ფეხბურთში ასეთი ცნება აღარ არსებობს. ვწუხვარ, რომ მას მერე, რაც 17 თვის წინ მეორე ადგილზე გავიდა, მერსისაიდელთა გუნდი თავისუფალ ვარდნაშია. ხოლო იმის დასანახად თუ რა მოსდის ფინანსურ პრობლემებში ჩაფლულ კლუბს ფსიქოლოგიურად გატყდომის მერე, იქაურებმა ქალაქ ლიდსის მიმართულებით M62 ტრასას უნდა გაჰხედონ და ყველაფერს კარგად დაინახავენ.

ახლა დაუშვით, რომ შესაძლოა ფერნანდო ტორესი და სტივენ ჯერარდი სერიოზულად დაშავდნენ... ასეთ შემთხვევაში "ლივერპული" ნამდვილად მეცოდება. სხვა ფეხბურთელები ხომ რა ხანია თავიანთ შესაძლებლობებზე გაცილებით ცუდად თამაშობენ. ისე, კარგი იქნება თუ ისინი საკუთარ თავს სარკეში დააკვირდებიან. მართალია, ათასში ერთხელ რომელიმე მათგანი ძველებურად გაიბრწყინებს, მაგრამ ეს ეპიზოდურად ხდება".

შემდეგ, რაიტი ჯო კოულზე ამახვილზე ყურადღებას. ყოფილი ფორვარდი წერს, რომ ზაფხულზე მას სხვათა მსგავსად ეგონა, რომ კოული "ტოტენჰემ ჰოთსპურში" გადავიდოდა, რათა თავის ოდინდელ მენტორს ჰარი რედნაპს შეერთებოდა, მაგრამ...

"დღეს რედნაპი, ალბათ, ბედს ემადლიერება, რომ ჯო "ლივერპულში" წავიდა. აბა, წარმოიდგინეთ, "ტოტენჰემს" ფული ბოსის ყოფილ ფავორიტში რომ დაეხარჯა, რაფაელ ვან დერ ვაარტს ვეღარ იყიდდა. არადა, ვან დერ ვაარტი "სფურზის" ლიდერად და ვარსკვლავად ყალიბდება, მაშინ, როდესაც ჯო მერსისაიდში საშინლად უფერულია და ფეხს ვერ იკიდებს.

ჯო ლონდონელია და რომ შევიტყვე ჩრდილოეთით გადავიდაო, ძალიან გამიკვირდა. ეს, მისი მხრიდან, რასაკვირველია, გაბედული საქციელი იყო".

ბოლოს, რაიტი ლივერპულელთა შერყეულ თვითრწმენაზე წერს და ამბობს, რომ პრემიერლიგაში დარჩენისთვის ბრძოლა დაუნდობელია და მისთვის ძველი დიდება არაფერს ნიშნავს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა