გერმანიის ნაკრებს არც ავსტრიის დამარცხება გაუჭირდა და იოახიმ ლიოვის გუნდი ორი ტურის შემდეგ C ჯგუფს ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს
გერმანიის ნაკრებს არც ავსტრიის დამარცხება გაუჭირდა და იოახიმ ლიოვის გუნდი ორი ტურის შემდეგ C ჯგუფს ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს, მაგრამ ვენაში გამართულმა მატჩმა, რომელიც გერმანელებმა 2:1 მოიგეს, ბუნდესგუნდის ძველი პრობლემა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა.

ევროპის ჩემპიონატის ჩათვლით, იოგი მარცხენა მცველის პოზიციაზე კაპიტან ფილიპ ლამს ათამაშებდა, კონტინენტის პირველობის შემდეგ კი დორტმუნდელ მარსელ შმელცერს ენდო, ხოლო ლამი მარჯვნივ გადასწია - ფარერებთან შმელცერს ტრავმის გამო არ უთამაშია, ავსტრიასთან კი ძირითად შემადგენლობაში იყო და ცუდად გამოიყურებოდა. მიუხედავად ამისა, ლიოვი 24 წლის შმელცერს მომავალშიც მიენდობა.

ამას წინათ შმელცერმა "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, გერმანიის ნაკრების მწვრთნელის მოთხოვნები "დორტმუნდის" თავკაცის მოთხოვნებისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა მცირე სხვაობაც სხვაობაა და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ნაკრებს ასი პროცენტით გავუშინაურდეო.

ვენაში გამართულმა მატჩმა ცხადყო, რომ შმელცერი ნაკრებში ჯერ ხორცმეტივითაა: მარსელი ბუნდესგუნდში ყველაზე სუსტი იყო და მიღებულ გოლშიც სწორედ მას მიუძღვის ბრალი - არნაუტოვიჩს ხელი ვერ შეუშალა, ამ უკანასკნელმა კი იუნუზოვიჩს გადააწოდა, რომელმაც მანუელ ნოიერის კარი დალაშქრა.

კიდევ კარგი, რომ გერმანელებმა ავსტრიელებს მეტი აღარაფერი გააბედვინეს, თორემ შმელცერი სულაც ანტიგმირობას "გამოჰკრავდა ხელს".

იოგი ტრაგედიას არ ქმნის

"მარსელმა დღეს ვეღარ ითამაშა ისე კარგად, როგორც არგენტინასთან. პასიური იყო და ინდივიდუალური შეცდომებიც დაუშვა.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ შეცდომას მოჰყვა გოლი ჩვენს კარში," - თქვა მატჩის შემდეგ ლიოვმა. არადა, ფარერებთან შეხვედრის იძულებით გამოტოვების შემდეგ შმელცერი ამბობდა, ავსტრიასთან მატჩი თავდაჯერებას შემმატებს, ეს ჩემთვის ბუნდესგუნდში თავის დამკვიდრების მეორე შანსიაო.

"ერნსტ ჰაპელ შტადიონზე" დორტმუნდელს თავდაჯერებულობის არაფერი ეტყობოდა და რაკი ავსტრიელთა გოლიც მის სინდისზეა, თამამად უნდა ვთქვათ, რომ მეორე შანსიც ვერ გამოიყენა.

თუმცა ლიოვი მომხდარისგან ტრაგედიას ჯერ მაინც არ ქმნის და საფეხბურთო გერმანიას ახსენებს, რომ მის განკარგულებაში დაცვის მარცხენა ფრთისთვის არც ისე ბევრი ალტერნატივაა.

"კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში იოახიმმა თქვა, რომ შმელცერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მომდევნო მატჩებშიც (დუბლინში ირლანდიასთან და ბერლინში შვედეთთან) ათამაშებს.

ოჩიპკაზე ან კონტენტოზე ფიქრი ჯერ ადრეა

რაც შეეხება ალტერნატივას: შმელცერის არყოფნაში, ფარერებთან, გერმანიის ნაკრების დაცვის მარცხენა ფლანგს ჰოლგერ ბადშტუბერი ამაგრებდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ცენტრალური მცველია და ფლანგზე მხოლოდ მაშინ თამაშობს, როცა მწვრთნელს სხვა გამოსავალი არ აქვს ხოლმე.

ლიოვის გაფართოებულ სიაში არიან ბასტიან ოჩიპკა და დიეგო კონტენტოც, თუმცა იოგი ამ ფეხბურთელებზე სერიოზულად ჯერ არ ფიქრობს და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან, დორტმუნდის "ბორუსიაში" იდეალურად მოასპარეზე მარსელ შმელცერი ნაკრებშიც ათამაშდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე