იტალიის გრანპრის შემდეგ კვლავ აქტიურად დაიწყეს ჭორაობა მექსიკელი სერხიო პერესის "ფერარიში" სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით
იტალიის გრანპრის შემდეგ კვლავ აქტიურად დაიწყეს ჭორაობა მექსიკელი სერხიო პერესის "ფერარიში" სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით. ეს ჭორები იმანაც გაამყარა, რომ მონცას რბოლის შემდეგ "ზაუბერის" პილოტი იტალიაში დარჩა და "ფერარის" ბაზაზე ივარჯიშა.

თუმცა "ფერარის" პრეზიდენტმა ლუკა დე მონტეძემოლომ გადაწყვიტა, წერტილი დაესვა ამ მითქმა-მოთქმისთვის და გამორიცხა მომავალ წელს სერხიო პერესის "სკუდერიაში" გამოჩენა. მისი თქმით, მექსიკელ პილოტს ჯერ არასაკმარისი გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ "ფერარიში" გააგრძელოს კარიერა.

"შემდეგი სეზონი? ჯერ ძალიან ადრეა. მოხარული ვარ სერხიოს გამო. მისი შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ თავის დროზე პერესის მიწვევა ჩვენს აკადემიაში სწორი ნაბიჯი იყო. "ზაუბერისა" და "ფერარის" ახალგაზრდული აკადემიის წყალობით ის პროგრესირებს, მაგრამ ჩვენს გუნდში ყოველთვის დიდი ფსიქოლოგიური წნეხია და მას რომ გაუძლო, უდიდესი გამოცდილება უნდა გქონდეს.

ვფიქრობ, ახლა სებასტიან ფეტელი დაახლოებით იმ ფორმაშია, როგორშიც მიხაელ შუმახერი "ბენეტონში" ყოფნისას იყო. სება კარგი ახალგაზრდა პილოტია. თუ თქვენ მკითხავთ, რომელი ავტომრბოელლის ხილვას ვისურვებდა ჩემს გუნდში, მის სახელს სიამოვნებით დაგისახელებდით", - ამბობს ლუკა დე მონტეძემოლო.

იტალიის გრანპრიზე სერხიო პერესის წარმატებას გამოეხმაურა ლეგენდარული ავსტრიელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ნიკი ლაუდა. გასული რბოლის შესახებ საუბრისას ლაუდა არ მალავს, რომ ჯერაც მექსიკელის გამოსვლით მიღებული შთაბეჭდილებების ქვეშ იმყოფება.

"მონცაზე სერხიო ღმერთივით პილოტირებდა, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ის მშვიდად და უშეცდომოდ მართავდა ბოლიდს. ამ სეზონის მსვლელობისას არცერთ პილოტს არ მოუხდენია ჩემზე ასეთი ღრმა შთაბეჭდილება.

რა თქმა უნდა, მას შეუძლია უფრო სერიოზულ ამოცანებს გაუმკლავდეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მალე "ფერარიში" გადავა. ნებისმიერ შემთხვევაში, მე არ ვუკეთებ კომენტარს ინტერნეტში გავრცელებულ ჭორებს", - ამბობს ლაუდა.

ავსტრიელმა თავის ინტერვიუში ჩემპიონობის პრეტენდენტებზეც ილაპარაკა. მისი აზრით, სებასტიან ფეტელმა, პრაქტიკულად, დაკარგა ტიტულის დაცვის შანსი და სავარაუდოდ, დარჩენილ რბოლებში ჩემპიონობას ფერნანდო ალონსო და ლუის ჰემილტონი გაითამაშებენ.

"საიმედოობის პრობლემებმა გადაუსვა ხაზი სებასტიან ფეტელის საჩემპიონო ამბიციებს. შეცდომებისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ გუნდმა ის უნდა გამოასწოროს და არ დაუშვას მომავალში მათი გამეორება.

თეორიულად, სებასტიანს აქვს ტიტულის შანსი, მაგრამ პრაქტიკულად უკვე აღარ მონაწილეობს ბრძოლაში.

"ფერარი" სტაბილურ შედეგებს აჩვენებს. ამიტომაც ალონსო ჩემპიონობის გზაზეა, მაგრამ შანსები "მაკლარენსაც" აქვს, რადგან მათ განკარგულებაშია ყველაზე სწრაფი მანქანა პელოტონში", - აღნიშნავს ნიკი ლაუდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის