"ბოლტონის" მწვრთნელი ოუენ კოილი ძალიან გახარებულია, მისი თავდამსხმელი კევინ დევისი ფაბიო კაპელომ ნაკრებში გამოიძახა....
"ბოლტონის" მწვრთნელი ოუენ კოილი ძალიან გახარებულია, მისი თავდამსხმელი კევინ დევისი ფაბიო კაპელომ ნაკრებში რომ გამოიძახა. როგორც ადრეც მოგახსენეთ 33 წლის დევისს პირველად ხვდა წილად ნაკრებში თამაშის ბედნიერება. შეგახსენებთ აგრეთვე, რომ 12 ოქტომბერს ინგლისელები ჩერნოგორიას ეთამაშებიან - კაპელო შეკრებას ხუთშაბათიდან, 7 ოქტომბრიდან იწყებს.

საიდან მოუვიდა ინგლისელთა იტალიელ მწვრთნელს კოილის გამოძახება აზრად? თან, ბედის ირონიით, ერთი კვირაც არ გასულა მას მერე, რაც "ბლექბერნისა" და "საუთჰემპტონის" ყოფილმა ვარკსვლავმა ინტერვიუში თქვა, ნაკრებში მოხვედრის ოცნება უკვე გამოვიტირე, ასეთი ბედნიერება კარიერაში აღარ მეწვევაო. მაგრამ, კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო: გებრიელ აგბონლაჰორი, ჯერმაინ დეფო და ბობი ზამორა დაშავდნენ, ემილ ჰესკი ნაკრებში დაბრუნებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს, ენდი კეროლი კი ცუდ ფორმაშია... შესაბამისად, კაპელო დევისს დაეყრდნო.

ჟურნალისტებმა ხელად გაიხსენეს, როგორ შეუთვალა იტალიელმა მწვრთნელმა დევიდ ბექჰემს ნაკრებში თამაშზე უარი. მიზეზი სწორედ ასაკი იყო. ბექჰემი ხომ დევისზე ორად ორი წლითაა უფროსი. ჰოდა, გამოვიდა, რომ კაპელოს როცა უნდა ასაკი არგუმენტია და როცა არ უნდა - არ არის. თუმცა "ბოლტონის" თავკაცმა ასე თქვა:

"კევინს გარჯა დაუფასდა. ის ყოველ ტურში მაღალი დონის ფეხბურთს თამაშობს, რაც შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ დევისი მისტერ კაპელოს ძალიან გამოადგება.

ვიცი, კევინ დევისისთვის თავისი ქვეყნის ნაკრებში თამაში ძალიან ბევრს ნიშნავს. იგი ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა და მასთან ერთად ვხარობ. გარწმუნებთ, მას ეს პატივი იოლად არ რგებია. ის ბევრს მუშაობდა და მსოფლიოს საუკეთესო ლიგის საუკეთესო მცველებთან ბრძოლაში იმდიდრებდა გამოცდილებას. ფეხბურთში ასეა: თუკი ცხოვრება შანსს გაძლევს, უნდა ჩაეჭიდო და არ გაუშვა. კევინ დევისმაც სწორედ ასე გააკეთა".

კოილი ამბობს, რომ მან დევისის კაპელოს "გრძელ სიაში" მოხვედრის ამბავი რამდენიმე დღის წინ შეიტყო, მაგრამ ფეხბურთელს არაფერი უთხრა, მას ემოცია რომ არ მორეოდა და "ვესტ ბრომვიჩთან" შაბათის შეხვედრისტვის მზადებაში ხელი არ შეშლოდა. თავად ფეხბურთელს კი ყველაფერი ხუმრობა ეგონა, სანამ პრესა-ტელევიზიით ოფიციალურ გამოცხადებამდე ერთი საათით ადრე ოფიციალური საბუთი არ მიიღო.

კოილი: "ხუთშაბათ საღამოდან მოყოლებული ვიცოდი, რომ კევინ დევისი კაპელოს სიაში ჰყავდა შეყვანილი, მაგრამ როგორც მე, ასევე ის, მთელი ყურადღებით "ვესტ ბრომვიჩთან" შეხვედრაზე ვიყავით გადართული. ორშაბათს, როდესაც უკვე ორივემ ვიცოდით, რომ ის ნაკრებში იყო გამოძახებული, მაინც ვისხედით და ველოდებოდით, როდის გამოაცხადებდნენ ყველაფერს ოფოციალურად".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე