ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიდაობის ფედერაციამ ახალგაზრდებს შორის განვლილი მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამა
ტაილანდში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებებმა ჯამში 7 მედალი მოიპოვეს.

ბერძენ-რომაელებმა 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს, "თავისუფლებმა" კი 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრეს.

ბერძენ-რომაელთა ნაკრებიდან ვერცხლისმედალოსნები თორნიკე ძამაშვილი (74 კგ) და შოთა გოგისვანიძე (120 კგ) გახდნენ, ხოლო იაკობ ქაჯაია (96 კგ) ბრინჯაოს დასჯერდა.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი ლაშა ტალახაძე (55 კგ) და კონსტანტინე ხაბალაშვილი (66 კგ) ფინალში გავიდნენ და მსოფლიოს ჩემპიონობამდე თითო მოგებაღა დააკლდათ. ჯუმბერ ყველაშვილი (74 კგ) და გენო პეტრიაშვილი (120 კგ) კი ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ.

13 სექტემბერს ფალავანთა კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჭიდაობის ფედერაციამ განვლილი მსოფლიოს ჩემპიონატი შეაჯამა.

კახა გეწაძე (ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი): "მინდა მივულოცო ბიჭებს და ნაკრების მწვრთნელებს ეს წარმატება. მედლების რაოდენობით ნამდვილად გაგვახარეს, თუმცა უკმაყოფილების საბაბიც გვაქვს - სამი ფინალი წავაგეთ და ეს წელი, ამ მხრივ, სამწუხაროდ, გამორჩეულია.

ცხადია, რომ მწვრთნელებთან და მოჭიდავეებთან ერთად ამ საკითხზე სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. ამ სეზონში ბევრი ფინალი დავთმეთ, მათ შორის, რა თქმა უნდა, ოლიმპიადას ვგულისხმობ. ამიტომ პრობლემის სათავეს უნდა მივაკვლიოთ და შედეგი გამოვასწოროთ. ჩვენს გულშემატკივარს, პირველ რიგში, ოქროს მედლები სჭირდება".

msy.gov.ge

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა