ჯერარდის პირველი გაძევება, უცნაური ბოსნიური დუელი და ბუნდესლიგა აგებს ბუნდესლიგასთან
ვაგრძელებთ ფიფას ოფიციალური საიტის რუბრიკას, რომელშიც გასულ კვირაში დამყარებულ რეკორდებს თუ საინტერესო ფაქტებს გვაცნობს.

დღევანდელ "მენიუშია" ლიონელ მესის და ბრაზილიის ნაკრების საგოლე მადა, ამბავი ბოსნიურ დუეტზე, ავსტრიის ნაკრებისა და სტივენ ჯერარდის რეკორდები და მრავალი სხვა...

59 გოლი 2012 წელს! ამ ნიშნულს მიაღწია ლიონელ მესიმ გასულ პარასკევს. აქ ითვლება მესის ყველა ოფიციალური გოლი, როგორც ნაკრებში, ასევე "ბარსელონაში". 2011 წელს ლეომ სულ 59 გოლი გაიტანა.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა შარშანდელ შედეგს სექტემბერში მიაღწია! არადა, შარშან 25 მატჩით მეტში მიიღო მონაწილეობა.

შარშან მესიმ 70 მატჩში გაიტანა 59 გოლი, წლეულს ჯერ 45 მატჩი ითამაშა და მის ანგარიშზე უკვე ამდენივე გოლია. ეს კი საშუალოდ 1,3 გოლია მატჩში! 25 წლის ფეხბურთელს პირადი რეკორდი ჯერ არ გაუუმჯობესებია, 2010 წელს მან ჯამში 60 გოლი გაიტანა. გამოდის, რომ პირველივე გოლით ლეო რეკორდს გაიმეორებს.

მესის შეეძლო ეს პესუსთან მატჩში გაეკეთებინა, მაგრამ ნაკრებში მისი 6-მატჩიანი გოლების სერია მეშვიდეზე დასრულდა. მანამდე მან "ალბისელესტეს" მაისურით 6 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და პირველი არგენტინელი გახდა ერნან კრესპოს შემდეგ (2001 წ.), ვინც ზედიზედ 6 მატჩში შეძლო გატანა.

32 წლისა და 104 დღისა გააძევეს სტივენ ჯერარდი. ეს კი ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელის გაძევებაა.

ეს წითელი ბარათი "ლივერპულის" ნახევარმცველისთვის პირველია ეროვნულ გუნდში. არადა, მან 98 შეხვედრა ითამაშა "სამი ლომის" შემადგენლობაში. უკრაინასთან 1:1 მატჩში ინგლისელებმა 5 ყვითელი ბარათიც მიიღეს. ასე ისინი 1999 წლის შემდეგ არ დაუსჯიათ, როცა პრინციპულ მეტოქეს, შოტლანდიას ხვდებოდნენ.

რომ არა ფრენკ ლემპარდის პენალტი, ინგლისი სულაც წააგებდა და როი ჰოჯსონი გახდებოდა ისტორიაში მეორე მწვრთნელი, ვინც პირველივე ოფიციალურ საშინაო მატჩში დამარცხდებოდა.

პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია სერ ალფ რემსი, რომელმაც ინგლისს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოაგებინა.

26 გოლი გაიტანა ჯამში ბოსნია-ჰერცოგოვინას ფორვარდმა ედინ ჯეკომ და ის ამ ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. აქამდე ეს პატივი ელვირ ბოლიჩს ეკუთვნოდა. ორ შესარჩევ მატჩში ბოსნიელებმა 12 გოლი გაიტანეს.

ედინ ჯეკოსა და ზვიეზდან მისიმოვიჩს შორის ნამდვილი დუელი გაიმართა საუკეთესო ბომბარდირობისთვის. ჯერ მისიმოვიჩმა ლიხტენშტეინს ორი გაუტანა და შესვენებაზე ქვეყნის რეკორდსმენად გავიდა, მაგრამ ჯეკომ მეორე ტაიმში ჰეთ თრიკი შეასრულა და მისიმოვიჩს გადაუსწრო.

მეორე თამაშში, ლატვიასთან, ზვიეზდანმა ორჯერ გაიტანა და კვლავ დაეწია ჯეკოს, მაგრამ "მანჩესტერ სიტის" ფორვარდმა მატჩის მიწურულს გაიტანა და ერთპიროვნული ლიდერობა დაიბრუნა.

სხვათა შორის, ლიხტენშტეინთან მატჩში (8:1) ორი ჰეთ თრიკი ვიხილეთ; ჯეკოს გარდა, სამი გოლი ვედად იბიშევიჩმა გაიტანა. მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ევროპის ზონაში ასეთი რამ ბოლოს 2004 წელს მოხდა, როცა შვეიცარიამ ფარერებს 6:0 მოუგო, სამ-სამი გოლი იოჰან ფონლანტენმა და ალექსანდერ ფრაიმ მიითვალეს.

9 ფეხბურთელი გერმანული ბუნდესლიგიდან გამოიყვანა გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ავსტრიის ეროვნულმა გუნდმა. მაშინ, როცა თავად გერმანის ნაკრებში ბუნდესლიგას 8 ფეხბურთელი წარადგენდა. ამის მიუხედავად, ავსტრიელები 1:2 დამარცხდნენ. ზედიზედ 8 მატჩია, გერმანელები ამარცხებენ პრინციპულ მეზობლებს.

ბოლოს ავსტრიამ გერმანიას 26 წლის წინათ, 1986 წლის ოქტომბერში მოუგო, როცა ტონი პოლსტერის ლიდერობით ავსტრიამ 4:1 იმარჯვა. გერმანიის ნაკრები უბრალოდ არ აგებს მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო საგარეო მატჩებს, 28 მოიგო და 10 ფრედ დაასრულა ბოლოს.

8 გოლი გაუტანა ბრაზილიამ ჩინეთის ნაკრებს ამხანაგურ მატჩში და საკუთარ კარში არც ერთი არ გაუშვა. ბოლო 7 წელიწადში ეს "სელესაოს" ყველაზე დიდანგარიშიანი გამარჯვებაა. ბოლოს, 2005 წელს, ბრაზილიამ საუდის არაბეთს ამავე ანგარიშით სძლია.

1949 წელს კოპა ამერიკაზე ბრაზილიამ ბოლივიას 10:1 მოუგო. ჯერჯერობით ეს მატჩი ითვლება ბრაზილიელთა რეკორდად. არადა, ჩინეთის ნაკრები, სანამ ბრაზილიასთან შერცხვებოდა, ბრწყინვალე დაცვით გამოირჩეოდა - 6 მატჩში 4 ბურთი გაუშვა, ამ 6 შეხვედრიდან ერთი მსოფლიოს ჩემპიონ ესპანეთთან იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა