ახალი ზელანდიის ნაკრები 15 სექტემბერს, დანიდინში ოთხი ერის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრები 15 სექტემბერს, დანიდინში ოთხი ერის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

"ოლ ბლექსმა" სტარტი შესანიშნავად აიღო, სამი თამაშიდან სამივე მოიგო და სატურნირო ცხრილის სათავეში მოექცა.

ახალზელანდიელთა თავკაცმა სტივ ჰანსენმა ძირითად შემადგენლობაში ანდო ადგილი ვეტერან ცხრა ნომერს პირი ვიპუს, რომელმაც მესამე ტურის მატჩში არგენტინის ნაკრებთან შეცვლაზე ითამაშა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

აღსანიშნავია, რომ პირის ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში აღარ უთამაშია. აარონ სმიტი, რომელიც ლიდერ ცხრა ნომრად მიიჩნევა, მისი დუბლიორი იქნება. პირი ვიპუ "ბოკესთან" მატჩში 62-ე კეპს მოიხვეჭს.

სტივ ჰანსენმა, ამის გარდა, ძირითად შემადგენლობაში კიდევ სამი ცვლილება განახორციელა. მეორე ხაზში ბროდლი რეტალიკის ნაცვლად სემ ვაითლოქი ითამაშებს, მესამე ხაზში ვიქტორ ვიტოს ადგილს ლიამ მესამი დაიკავებს. ჰანსენმა შერკინების კვაჭ კევინ მეალამუს დანიდინის "ჰაილენდერზის" მორკინალი ენდრიუ ჰორი ამჯობინა.

"ოთხი ერის გათამაშებაში ეკვატორი გადავლახეთ. მოხარულნი ვართ, რომ სამი თამაშიდან სამივე მოვიგეთ და დამაჯერებლად ვლიდერობთ.

ახლა ჩვენს წინაშე ერთი მთავარი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად გავაუმჯობესოთ თამაშის ხარისხი. ამასთან ერთად, მწვრთნელთა შტაბი და წამყვანი მოთამაშეები გუნდში არსებული ვითარებით კმაყოფილნი ვართ" - თქვა "ოლ ბლექსის" თავკაცმა სტივ ჰანსენმა.

ახალი ზელანდია

15. იზრაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმიტი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. აარონ კრადენი, 9. პირი ვიპუ. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.

16. კევინ მეალამუ, 17. ჩარლი ფაუმუნია, 18. ბროდლი რეტალიკი, 19. ვიქტორ ვიტო, 20. აარონ სმიტი, 21. ბუდენ ბარეტი, 22. ტამატი ელისონი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს