გასული სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "სოხუმი" ორმა საუკეთესო კალათბურთელმა დატოვა
გასული სეზონის საკალათბურთო სუპერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი "სოხუმი" ორმა საუკეთესო კალათბურთელმა დატოვა - ლაშა ფარღალავა ქვეყნის ჩემპიონ "არმიაში" გადავიდა, ხოლო ლევან ფაცაცია კარიერას ვიცე-ჩემპიონ "ოლიმპში" გააგრძელებს.

წინა სეზონში მეოთხე ადგილზე გასული "სოხუმისთვის" ეს ორი მოთამაშე ძალზე დიდი დანაკლისია.

ფარღალავა და ფაცაცია გუნდისთვის ყოველ მატჩში საშუალოდ აგროვებდნენ დაახლოებით 40 ქულას, 15 მოხსნასა და 8 პასს და ორივე შედიოდა სუპერლიგის საუკეთესო ბომბარდირთა პირველ ხუთეულში.

ფარღალავა ევროპის ჩემპიონატის მონაწილეა, 2011 წელს ლიტვაში გამართულ ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების 12-კაციან განაცხადში ირიცხებოდა, ხოლო ფაცაციამ ნაკრებში წლეულს ითამაშა ევროპირველობის საკვალიფიკაციო ტურნირზე.

შეგახსენებთ, რომ "სოხუმიდან" წავიდა 224-სანტიმეტრიანი ცენტრი სერგო ათუაშვილიც, რომელიც კარიერას გააგრძელებს ლიტვის უმაღლესი ლიგის კლუბ "ნაგლის-ადაკრისში".

მანამდე კი კლუბი დატოვა ლატვიელმა მთავარმა მწვრთნელმა აინარს ბაგაცკისმაც, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა და ქვეყნის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში.

კლუბის მთავარი მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას თქმით, ასეთი დანაკლისის მიუხედავად, "სოხუმი" არ დაიშლება და გააგრძელებს თამაშს საქართველოს სუპერლიგაში.

msy.gov.ge

62 წლის ასაკში, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ზურა ტომარაძე გარდაიცვალა
ვართანოვი, თვაური და რატიშვილი ქალთა ევრობასკეტის საკვალიფიკაციო მატჩებზე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა