ანტონ ფერდინანდისთვის რასისტულ შეურაცხყოფაში ბრალდებულ ტერის "ლოფტუს როუდზე" ჯოჯოხეთური დახვედრა ელის
დასრულდა სანაკრებო პაუზა და ახლა გულშემატკივრები ისევ საკლუბო ფეხბურთზე გადავერთვებით.

პრემიერლიგის მეოთხე ტურში ცენტრალური მატჩის გამორჩევა ჭირს, სამაგიეროდ არის რამოდენიმე დაპირისპირება, რომელიც ინტერესს იწვევს - ზოგი პირველ რიგში სპორტული კუთხით, ზოგი კი არასპორტულით...

მისალმება განხეთქილებისა

"ლოფტუს როუდზე" ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გაიმართოს: ლონდონური დერბი, "ქუინპ პარკ რეინჯერსი" - "ჩელსის" წინააღმდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდში უამრავი საფეხბურთო ვარსკვლავია და წესით ძალიან დაძაბულ შეხვედრას უნდა ველოდოთ, ბევრი მატჩის ყველაზე საინტერესო მომენტად ფეხბურთელების მისალმების ტრადიცულ ცერემონიას მიიჩნევს.

მოგეხსენებათ, შარშან ამ გუნდების შეხვედრაში "ქუინზ პარკმა", დიდწილად კრის ფოის არადამაჯერებელი მსაჯობის გამო, "ჩელსი" 1:0 დაამარცხა.

სწორედ იმ მატჩში მიეცა ბოლო პერიოდში ინგლისის ყველაზე გახმაურებლ რასისტულ სკანდალს დასაბამი - ჯონ ტერიმ ანტონ ფერდინანდის მტკიცებით, მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ტერი უარყოფდა და სასამართლოზე მას ეშლი კოულიც დაეთანხმა.

სწორედ ამ ფაქტების გამო, ანტონ ფერდინანდმა გადაწყვიტა, რომ ხვალ არც ერთს და არც მეორეს, ხელი არ ჩამოართვას. მატჩის წინა დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ტერის უგულველყოფაზე არა მარტო ანტონი, არამედ "ქუინზ პარკის" სხვა ფეხბურთელებიც ფიქრობენ.

შეგახსენებთ, რომ იმ სკანდალური შეხვედრის შემდეგ, ეს ამ გუნდების მესამე მატჩია - პირველ ორ შემთხვევაში მატჩის წინა მისალმების ცერემონია გააუქმეს, მაგრამ ამჯერად პრემიერლიგამ გუნდების მოთხოვნა არ გაითვალისწინა და ფეხბურთელები ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ.

ასე, რომ დაველოდოთ 18:00 საათს და ვნახოთ რა მოხდება.

ჩემპიონი ბრიტანიაზე

რობერტო მაჩნინის გუნდს "სტოკთან" რთული მატჩი ელის, შეხვედრა ხომ "ბრიტანია სთედიუმზე" გაიმართება, არენაზე, სადაც მოგება უჭირს აბსოლუტურად ყველას.

ამ გუნდების მატჩზე საუბრისას, წინა სეზონის შეხვედრის, მეტადრე პიტერ კრაუჩის გოლის გახსენების გარეშე, არაფერი გამოვა - ალბათ ყველას გახსოვთ თუ რა საოცარი სილამაზის ბურთი გაიტანა იმ შეხვედრაში კრაუჩმა, რომელსაც იაია ტურემ ასევე ეფექტურ გოლით უპასუხა და მატჩი საბოლოდ 1:1 დამთავრდა.

ამ შეხვედრაში "სტოკეს" რიგებში შესაძლოა მაიკლ ოუენის დებიუტი შედგეს. თავად ფორვარდი ძალიან მოწადინებულია და აცხადებს, რომ სათამაშოდ მზად არის. გადაწყვეტილება ტონი პულისმა უნდა მიიღოს, რომელსაც კიდევ ორი ახალწვეულის მორის ედუს და სტივენ ნზონზის გამოყენებაც შეუძლია.

მასპინძლებს ასევე უბრუნდებიან ენდი უილკინსონი და მეტიუ ეტერინგტონი - ეს უკანასკნელი კი გუნდისთვის მართლაც დიდი ძალაა. ისიც სათქმელია, რომ "სტოკ სიტი" ბოლო დროს ძალიან ცუდ ფორმაშია, ტონი პულისის გუნდმა ბოლო 14 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოიგო.

სანაკრები პაუზა მანჩინის გუნდსაც წაადგა, რადგან გამოჯანმრთელდა სერხიო აგუერო, რომელმაც დაზიანება პირველივე ტურში მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. თვალზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ მზად არის მარიო ბალოტელიც.

დებიუტანტები სტუმართა რიგებშიც შეიძლება ვიხილოთ: მაიკონი, მატია ნასტასიჩი, ხავი გარსია და სკოტ სინკლერი იტალიელი სპეციალისტის განკარგულებაში არიან.

მოულოდნელი ლიდერების რთული მატჩები

წლევანდელი პრემიერლიგის ორი აღმოჩენა: "სუონსი" და "ვესტ ბრომვიჩი" ამ ტურში სტუმრად თამაშობენ. უელსელები ბირმინგემს ეწვევიან და კრიზისში მყოფ "ასტონ ვილას" დაუპირისპირდებიან.

პოლ ლამბერტი "ვილა პარკელების" სათანადოდ ათამაშებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს, თუმცა მას პრაქტიკულად ყველა ტრავმირებული ფეხბურთელი დაუბრუნდა. ერთადერთი გამონაკლი რიჩარდ დანია - ვეტერანი ირლანდიელი კვლავ ლაზარეთში რჩება.

მიქაელ ლაუდრუპის "სუონსიმ" სეზონი ფანტასტიკურად დაიწყო, მაგრამ წინა ტურში ძალიან გაუჭირდა "სანდერლენდის", კერძოდ კი სტივენ ფლეტჩერის შეჩერება. მართალია იმ მატჩში უელსელები ქულას გამორჩნენ, სამაგიეროდ დიდი ხნით დაკარგეს მარცხენა მცველი ნილ ტეილორი, რომელმაც უმძიმესი ტრავმა მიიღო.

ლაუდრუპმა სასწრაფოდ იყიდა ტეილორის შემცვლელი და გუნდში თავისუფალი აგენტი დუაიტ ტინდალი მიიყვანა. სტუმრებს ასევე ჩიკო არ ეყოლებათ, რომელიც წინა ტურში გააძევეს.

უელსელებს, რა თქმა უნდა, მიჩუს იმედი ექნებათ, რომელმაც სამივე მატჩში გაიტანა გოლი და 1993 წლის შემდეგ მხოლოდ მეოთხე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პრემიერლიგაში კარიერის პირველ სამ შეხვედრაში გოლების გატანა შეძლო (სხვები: პოგრებნიაკი, მუტუ, რიკეტსი).

შესანიშნავად ასპარეზობს "ვესტ ბრომვიჩიც". სტივენ კლარკის გუნდმა ჯერ მისი ყოფილი კლუბი "ლივერპული" გაანადგურა, შემდეგ სტუმრად ფრედ ეთამაშა "ტოტენჰემს" და ბოლოს "ევერტონს" მოუგო 2:0.

ინგლისი უმაღლეს დივიზიონში "ვესტ ბრომის" ისტორიაში ეს საუკეთესო სტარტია - ამ გუნდს 3 ტურის შემდეგ 7 ქულა არასდროს ჰქონია.

ამ ტურში "ალბიონი" ლონდონს უნდა ეწვიოს, კერძოდ "ქრეივენ კოტეჯს", სადაც მარტინ იოლის "ფულჰემთან" ძალიან მძიმე მატჩი ელის.

ლონდონელები წინა ტურში "ვესტ ჰემთან" განადგურდნენ და რეპუტაციის აღსადგენად ყველაფერს გააკეთებენ.

"ვესტ ბრომვიჩს" "კოტეჯზე" 1967 წლის შემდეგ არ მოუგია, იქიდან მოყოლებული "ალბიონელებმა" მხოლოდ 3 გოლი გაიტანეს და 13 თამაშიდან 8 წააგეს (5 ფრე).

ლივერპულის კიდევ ერთი გამოცდა

ბრენდან როჯერსის გუნდი მე-18 ადგილზეა და მხოლოდ ერთი ქულა აქვს. "ლივერპულს" და მის ჩრდილოეთ ირლანდიელ მწვრთნელს გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებათ, თუმცა ანალოგიურ მდგომარეობაშია მერსისაიდელთა მეტოქე და მისი ჩრდილოეთ ირლანდიელი დამრიგებელი - "სანდერლენდიც" მოგების გარეშეა (თუმცა მხოლოდ ორი მატჩი ითამაშა) და მე-13 ადგილზე იმყოფება.

მარტინ ონილს ამ შეხვედრაში შესაძლოა ადამ ჯონსონი ვერ დაეხმაროს, რომელმაც სანაკრებო შეკრებაზე ტრავმა მიიღო და ამის გამო ინგლისის ნაკრების ორივე მატჩი გამოტოვა. სამაგიეროდ შეიძლება დენი როუზის და დევიდ ვონის დებიუტი ვიხილოთ. ფილ ბერდსლი და უესლი ბრაუნი გამოჯამრთელების გზას ადგანან, მაგრამ ჯერ მათ დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია.

როჯერსს ხოსე ენრიკე და ჯო ალენი გამოუჯანმრთელდნენ. მწვრთნელი ასევე იმედოვნებს, რომ ლუის სუარესი და სებასტიან კოატესი, მიუხედავად დამღლელი მგზავრობისა, მინდორზე გასასვლელად მზად იქნებიან.

ბევრი საბუქმეიკერო კანტორის აზრით, პრემიერლიგის მასშტაბით პოსტის დატოვების ნომერ პირველი კანდიდატი, სწორედ ბრენდან როჯერსია და თუ "ლივერპულმა" ეს მატჩიც ვერ მოიგო, ასეთი ტოტალიზატორების რიცხვი, კიდევ უფრო გაიზრდება.

ვენგერი და ახალბედა

ნაიჯელ ედკინსი პრემიერლიგის ყველაზე გამოუცდელი მწვრთნელია. მის ანგარიშზე სულ რაღაც სამი თამაშია. წინა ტურში ედკინსი სერ ალექს ფერგიუსონს დაუპირიპსირდა, რომლისთვისაც ის შეხვედრა პრემიერლიგაში საიუბილეო, მე-1000 იყო.

ამ ტურში "საუთჰემპტონის" მთავარ მწვრთნელს, მეორე ყველაზე გამოცდილ სპეციალისტთან უწევს ჭიდილი, მისი გუნდის მეტოქე ხომ "არსენალია".

"საუთჰემპტონი" უქულოდ არის, მაგრამ სამი თამაშიდან ორი ედკინსის გუნდს მანჩესტერულ გუნდებთან ჰქონდა და იმ შეხვედრებში ცუდი შთაბეჭდილება ნამდვილად არ დაუტოვებია - ბოლოს და ბოლოს "წმინდანები" ორივე შეხვედრაში იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს.

მოკლედ, ზღვისპირელებს აშკარად არ გაუმართლათ, რადგან პირველ ტურებში ასეთი მეტოქეები ჰყავთ: ჯერ "სიტი", მერე "იუნაიტედი" და ახლა "არსენალი". ამ შეხვედრაში შესაძლოა გასტონ რამირესის დებიუტი შედგეს, თუ ურუგვაელი სამხრეთ ამერიკიდან ძალიან გადაღლილი არ დაბრუნდა.

მასპინძლებს ახალი პრობლემები არ აქვთ, ერთადერთი ბაკარი სანიას საკითხია გაურკვეველი. როგორც ჩანს, ფრანგ ფეხბურთელს გუნდიდან წასვლა სურს და თუ ვენგერის განცხადებებით ვიმსჯელებთ, გამოცდილი სპეციალისტ მარჯვენა მცველს კალთებს არ დაახევს.

"არსენალს" უკვე 4 მატჩია შინ არ მოუგია. ზედიზედ 5 შეხვედრა საშინაო მოგების გარეშე, "მეთოფეებმა" 1995 წელს ჩაატარეს და ამ სერიას მაშინ ჯორჯ გრემის გადაყენება მოჰყვა.

იუნაიტედს რევანში სწყურია

წინა სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩავარდნა სწორედ "უიგანთან" მატჩით დაიწყო. რობერტო მარტინესის შეგირდებმა შონ მელონის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს და "წითელი ეშმაკები" ისტორიაში პირველად დამარცხეს.

იქამდე, "უიგანთან" გამართულ 14 შეხვედრაში "იუნაიტედს" 14 მოგება ჰქონდა.

მარტინესის გუნდი მშვენიერ ფორმაშია: ბოლო 9 მატჩიდან "უიგანმა" 6 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. ესპანელ სპეციალისტს ჟან ბოსეჟური და ანტოლინ ალკარასი არ ეყოლება.

უფრო დიდი პრობლემები აქვს ფერგიუსონს - რუნის ტრავმას, რობინ ვან პერსის დაზიანებაც დაემატა და ჰოლანდიელმა შესაძლოა ამ ტურში ვერ ითამაშოს. თუ ვან პერსი ვერ გამოჯანმრთელდა, თავდამსხმაში უელბეკის და ჩიჩარიტოს დუეტს ვიხილავთ.

ანდრე გზაგასაყარზე

"ტოტენჰემი" "რიდინგს" ეთამაშება და თუ ამჯერადაც ვერ მოიგო, ანდრე ვილაშ-ბოაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა თავის გუნდებს ("ჩელსი", "ტოტენჰემი") ბოლო 15 შეხვედრაში მხოლოდ 3 მოაგებინა. "დეზებს" ამ მატჩში სკოტ პარკერი ვერ დაეხმარება, სხვა მხრივ ლონდონელებს პრობლემა არ აქვთ.

ვილაშ-ბოაშმა გუნდიდან წასული რაფაელ ვან დერ ვაარტის და ლუკა მოდრიჩის სათანადოდ შეცვლა დროულად უნდა მოახერხოს, თორემ დიდხნას მას არავინ აცლის.

ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი კი ორშაბათს გაიმართება - "ევერტონი" "ნიუკასლს" უმასპინძლებს. მერსისაიდელებმა წინა ტურში 11 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტეს, როდესაც "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდნენ.

ჯორდებს ამ ტურში გუნდის კაპიტანი, ფაბრისიო კოლოჩინი არ ეყოლებათ, ხოლო მასპინძლებს, ტრავმის გამო, გამოცდილი მარჯვენ მცველი ტონი ჰიბერტი დააკლდებათ.

საინტერესოა, რომ "ნიუკასლს" 999 გოლი აქვს პრემიერლიგაში გატანილი, ასე რომ მომდევნო ბურთი საიუბილეო იქნება.

ინგლისი. პრემიერლიგა. IV ტური

15 სექტემბერი

ნორვიჩი-ვესტ ჰემი 15:45

არსენალი-საუთჰემნტონი 18:00

ასტონ ვილა-სუონსი 18:00

ფულჰემი-ვესტ ბრომვიჩი 18:00

მანჩესტერ იუნ.-უიგანი 18:00

ქუინზ პარკი-ჩელსი 18:00

სტოკი-მანჩესტერ სიტი 18:00

სანდერლენდი-ლივერპული 20:30

16 სექტემბერი

რიდინგი-ტოტენჰემი 19:00

17 სექტემბერი

ევერტონი-ნიუკასლი 23:00

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ჩელსი 3 3 0 0 8-2 9

2. სუონსი 3 2 1 0 10-2 7

3. ვესტ ბრომვიჩი 3 2 1 0 6-1 7

4. სიტი 3 2 1 0 8-5 7

5. იუნაიტედი 3 2 0 1 6-5 6

6. ევერტონი 3 2 0 1 4-3 6

7. ვესტ ჰემი 3 2 0 1 4-3 6

8. არსენალი 3 1 2 0 2-0 5

9. უიგანი 3 1 1 1 4-4 4

10. ნიუკასლი 3 1 1 1 3-4 4

11. ფულჰემი 3 1 0 2 7-6 3

12. სტოკი 3 0 3 0 3-3 3

13. სანდერლენდი 2 0 2 0 2-2 2

14. ტოტენჰემი 3 0 2 1 3-4 2

15. ნორვიჩი 3 0 2 1 2-7 2

16. რიდინგი 2 0 1 1 3-5 1

17. ასტონ ვილა 3 0 1 2 2-5 1

18. ლივერპული 3 0 1 2 2-7 1

19. ქუინზ პარკი 3 0 1 2 2-9 1

20. საუთჰემპტონი 3 0 0 3 4-8 0

ბომბარდირები:

4 - მიჩუ (სუონსი), ვან პერსი (მანჩესტერ იუნაიტედი); 3 - ტევესი (მანჩესტერ სიტი)

ტატო ბაციკაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
"ვან დეიკის გოლი უნდა ჩათვლილიყო" - რუნი მსაჯების გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
[VIDEO] ფენომენალური ნიკოლა იოკიჩის 55-ქულიანი მატჩი და მორიგი რეკორდი - "დენვერ ნაგეთსმა" "ლოს ანჯელეს კლიპერსი" დაამარცხა
"მუდრიკი 100%-ით უდანაშაულოა, ვერ ვხვდები, ეს როგორ მოხდა" - დარიო სრნამ მიხაილო დაიცვა
"ბარსელონას" ვარსკვლავი შეიძლება თურქულ გუნდში გადაბარგდეს
[სიმბოლური ნაკრები. ეროვნული ლიგა. XXXII ტური] იონსენის "პოკერი", ანუ როცა მოდუნება წამითაც არ შეიძლება...
"რეალი" თავდამსხმელს იჯარით "ლიონში" გაუშვებს
"ჯგუფიდან გასასვლელად სასწაული გვჭირდება" - ნაკრების შეკრების მესამე დღე
"ვულვერჰემპტონს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
"ბარსელონამ" ლევანდოვსკის შემცვლელი შეარჩია
U19. ევროპირველობის შესარჩევი ციკლის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"ფულჰემმა" შესაძლოა, მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლოს
უარი დაბრუნებაზე - ოვერმასმა და ტენ ჰაგმა "აიაქსის" წინადადება უარყვეს
მიჩელი "არსენალში" გადადის - "ნაპოლიში" კვარაცხელიას ერთ-ერთ აღმომჩენად ის სახელდება
მანჩინი სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა - იტალიელმა კატარული გუნდი ჩაიბარა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა - ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
პსჟ-ის რიგები შესაძლოა, 17 წლის ტალანტმა დატოვოს - მას შეთავაზება გერმანიიდან აქვს
უკვე ვარიანტი აქვს - დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებიდან შესაძლოა, საუდის არაბეთში წავიდეს
მამარდაშვილის მწვრთნელს გაუშვებენ? - ფაბრიციო რომანო "ლივერპულის" გადაწყვეტილებაზე
[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?
ნუთუ ეს შესაძლებელია - "ლივერპული" პსჟ-ს ვარსკვლავის შეძენას აპირებს
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა