ჩოგბურთი. დევისის თასი
გასულ უქმეებზე მამაკაცი ჩოგბურთელები თავისუფალნი იყვნენ ATP-ის ტურნირებისგან, რადგან გაიმართა დევისის თასის ნახევარფინალური ეტაპი და ჩატარდა მსოფლიოს ჯგუფში გადასასვლელი პლეი ოფის შეხვედრები...

1/2 ფინალი

ესპანეთი-აშშ 3:1

რაფაელ ნადალის არყოფნაში, ესპანეთის ლიდერობა თავის თავზე დავიდ ფერერმა აიღო, რომელიც ყოველთვის წარმატებით გამოდიოდა დევისის თასზე. მაგრამ, განსაკუთრებით კარგია ის საშინაო მატჩებში. ფერერს ესპანურ გრუნტზე ამ ტურნირის რანგში 15-დან 15 მოგება ჰქონდა. რიგით მე-16 გამარჯვებამ კი ესპანეთს ფინალში გამსვლელი ქულა მოუტანა.

დავიდი ჯონ ისნერს ხვდებოდა. ამერიკელმა მატჩი კარგად დაიწყო და თანაბარი სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო. მაგრამ, მეორე სეტიდან მოყოლებული, უპირატესობა მთლიანად ესპანელის მხარეს გადავიდა, რომელიც ფიზიკურად უკეთ იყო მომზადებული. ჯონი მხოლოდ ეპიზოდებში ჰგავდა საკუთარ თავს, სხვა შემთხვევებში კი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა. საბოლოოდ, ფერერმა დამაჯერებლად აიღო სამი სეტი – 6:7(4), 6:3, 6:4, 6:2.

ესპანეთი ბოლო 12 წლის განმალობაში მეშვიდედ გავიდა ფინალში.

არგენტინა-ჩეხეთი 2:3

არგენტინა ორი სათამაშო დღის შემდეგ საშინელ მდგომარეობაში აღმოჩნდა. გარდა იმისა, რომ მასპინძლები 1:2 ჩამორჩნენ, გაირკვა, რომ ხუან-მარტინ დელ პოტრომ მაჯის ტრავმა გაიმიზეზა და ბოლო დღეს მოედანზე გასვლა ვერ შეძლო. ტომაშ ბერდიხთან მატჩში ის კარლოს ბერლოკმა შეცვალა. 29 წლის ბერლოკი გამოცდილი მოთამაშეა, მაგრამ ნაკრებში პირველად გამოიძახეს. რა თქმა უნდა, ის ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოექცა - ეთამაშებოდა ტოპ-ათეულის წევრს და თან მხოლოდ გამარჯვება სჭირდებოდა.

არგენტინელი უშანსოდ არ ყოფილა - ზედიზედ ათი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა და მხოლოდ მე-11 ცდაზე აიღო მეტოქის მოწოდება. ეს მესამე სეტში მოხდა. ბერლოკმა “დაფარულ” სეტბოლებამდეც კი მიაღწია, მაგრამ ბერდიხმა ზედმეტი პრობლემები თავიდან აიცილა და სამ სეტში გაიფორმა გამარჯვება.

არგენტინამ 1988 წლის შემდეგ პირველად წააგო საშინაო გრუნტზე მატჩი. რაც შეეხებათ ჩეხებს, ისინი მეორედ გავიდნენ ფინალში. 2009 წელს, მათ 0:5 წააგეს ესპანეთში ადგილობრივ ნაკრებთან, მაგრამ ამჯერად, გადამწყვეტი მატჩი ჩეხეთში გაიმართება (14-16 ნოემბერი).

პლეი ოფი

ყაზახეთი-უზბეკეთი 3:1

უზბეკეთმა მეექვსედ გაუშვა მსოფლიოს ჯგუფში შესვლის შანსი. პირველ დღეს ამ გუნდის ლიდერმა დენის ისტომინმა დიდი გაჭირვებით დაამარცხა ევგენი კოროლიოვი. ასევე გაჭირვებით მოიგო ყაზახების პირველმა ნომერმა მიხაილ კუკუშკინმა. შაბათს, დასვენებულმა გოლუბევმა და შჩუკინმა წყვილში აჯობეს დუსტოვსა და ისტომინს. კვირას, ამ უკანასკნელს ძალები აღარ ეყო სამი დღის განმავლობაში მესამე მატჩის მაღალ დონეზე ჩასატარებლად და კუკუშკინთან ოთხ სეტში დამარცხდა. ასე რომ, ყაზახეთი ზედიზედ მესამედ ითამაშებს მსოფლიო ჯგუფში.

გერმანია-ავსტრალია 3:2

ავსტრალიას ელიტაში დაბრუნების კარგი შანსი ჰქონდა იმის გათვაწისწინებით, რომ გერმანელთა რიგებში არ თამაშობდნენ ფილიპ კოლშრაიბერი და ტომი ჰაასი. შედეგად, ერთეულთა მატჩების თამაში მოუწია გამოუცდელ სერდიკ-მარსელ შტებეს. პირველ დღეს მან ბერნარდ ტომიჩთან წააგო, მაგრამ ფლორიან მაიერმა ლეიტონ ჰიუიტის ძლევით გაათანაბრა ანგარიში. ლეიტონისთვის ეს იყო 33-ე მატჩი ნაკრებში, რითაც მან ტოდ ვუდბრიჯს გადაუსწრო და ეროვნული რეკორდი დაამყარა.

ჰიუიტმა დაამტკიცა, რომ შეიძლება ისევ იყოს სასარგებლო ნაკრებისთვის - მან გუჩიონესთან დუეტში წყვილთა მატჩი მოიგო. მაგრამ, კვირას გერმანიამ თავის სასარგებლოდ შემოატრიალა მატჩის ბედი. მაიერმა საათნახევარში გაანადგურა ტომიჩი. ჰიუიტისა და შტებეს შეხვედრა უფრო დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ საბოლოო გამარჯვება აქაც მასპინძელს დარჩა. აღსანიშნავია, რომ მატჩი გრუნტზე იმართებოდა, რომელსაც ლეიტონი ვერასდროს იტანდა.

იაპონია-ისრაელი 2:3

ამ წყვილში იაპონია აშკარა ფავორიტად მოჩანდა. იქაური ჩოგბურთი დღეს აღმავლობის გზაზეა და კეი ნიშიკორი, გო სოედა და ტაცუმა იტო თანდათან ზემოთ მიიწევენ რეიტინგში. თავის მხრივ, ისრაელის ნაკრების წევრებს - დუდი სელასა და ამირ ვეინტრაუბს დიდი ხანია არ ჰქონიათ ინდივიდუალური წარმატებები.

ვეინტრაუბს უკვე რამდენიმე წელია არ უთამაშია ATP-ის ტურნირებზე და საბოლოოდ, სწორედ ის აღმოჩნდა მატჩის გმირი. პირველ დღეს მას ნიშიკორის წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, მაგრამ ბოლო მომენტში ის იტომ შეცვალა (კეიმ მხარის ტრავმა მიიღო). ამირმა მოულოდნელად ძალიან იოლად დაამარცხა მასპინძელი.

წყვილებში ისრაელი ყოველთვის ძლიერი იყო, ამიტომაც შაბათის წარმატება არავის გაკვირვებია. მიუხედავად ამისა, იაპონიას მატჩის გადარჩენის კარგი შანსი ჰქონდა. გამოჯანმრთელდა ნიშიკორი და მან ხუთსეტიანი მატჩი მოუგო სელას. მთელი პასუხისმგებლობა სოედასა და ვეინტრაუბს დაეკისრათ. ამირს ხელი ვერ შეუშალა ვერც წვიმამ, ვერც მეტოქის სამედიცინო ტაიმ-აუტმა ბოლო გეიმის დროს. ის ნამდვილი გმირი აღმოჩნდა და თავისი გუნდი მსოფლიოს ჯგუფში გაიყვანა.

ბელგია-შვედეთი 5:0

დღეს, შვედეთის ნაკრები საშინლად გამოიყურება. რობინ სიოდერლინგის გარეშე გუნდი აღარ არის კონკურენტუნარიანი. საბოლოოდ, სრული შემადგენლობის შესაკრებად, უკვე მერამდენედ, კარიერის დასრულების შემდეგ კორტზე დაბრუნება მოუწია ანდრეას ვინსიგერას. სხვათა შორის, ის ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ბრძოლა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა.

კანადა-სამხრეთ აფრიკა 4:1

აფრიკელები მონრეალში თავიანთი ლიდერის - კევინ ანდერსონის გარეშე ჩავიდნენ, რომელსაც გარკვეული უთანხმოება აქვს ადგილობრივ ფედერაციასთან. შედეგად, დასუსტებულმა სტუმრებმა ერთადერთი ქულა წყვილთა მატჩში აიღეს, თუმცა ამასაც არ ელოდნენ, რადგან კანადელთა რიგებში თამაშობდა წყვილებში თამაშის აღიარებული ლიდერი დანიელ ნესტორი. ერთეულთა ოთხ მატჩში აფრიკელებმა ვან დერ მერვემ და სჰოლცმა ერთი სეტიც ვერ მოუგეს კანადელებს.

ბრაზილია-რუსეთი 5:0

რუსეთის ნაკრები თავისი არსებობის ისტორიაში პირველად გავარდა მსოფლიოს ჯგუფიდან. შამილ ტარპიშჩევის გუნდი უშანსოდ იყო, რადგან ბრაზილიაში არ ჩასულან მიხაილ იუჟნი და ნიკოლაი დავიდენკო, თუმცა, სავარაუდოდ, მათი ყოფნაც ვერ შეუშლიდა ხელს ბრაზილიის ნაკრებს.

იტალია-ჩილე 4:1

ჩილეს ნაკრები დღეს ის გუნდია, რომელთან შეხვედრასაც ყველა მეტოქე ისურვებდა. ამ გუნდს არ ჰყავს კარგი მეორე ნომერი, თან პოლ კაპდევილიც ვერ "ქაჩავს" ლიდერის როლს. ასე რომ, იტალიას მეტოქის მხრივ გაუმართლა.

თუმცა პოლმა პირველ დღეს იბრძოლა ფონინის წინააღმდეგ, მაგრამ ხუთ სეტში იტალიელმა გაიმარჯვა. ერთადერთი ქულა ჩილემ წყვილებში აიღო, მაგრამ კვირას, სეპიმ მატჩში მეორე გამარჯვება მოიპოვა და იტალიას მსოფლიოს ჯგუფის საგზური მოუტანა.

ჰოლანდია-შვეიცარია 2:3

შვეიცარია კი იმ გუნდების რიცხვს მიეკუთვნებოდა, რომელთან შეხვედრა არავის სურდა. არ გაუმართლა ჰოლანდიას, რომელსაც დღეს კარგი შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ არა ისეთი, რომ შვეიცარიის დამარცხება შეძლოს.

შვეიცარიის განკარგულებაში პლეი ოფში ყველაზე ძლიერი შემადგენობა იყო: როჯერ ფედერერი და სტანისლას ვავრინკა. შედეგად, ჰოლანდიამ საკუთარ კედლებში ვერ შეძლო სერიოზული ბრძოლა, თუმცა მაინც უნდა შევაქოთ ჰაასე და როჟერი, რომლებმაც წყვილში მოუგეს ფედერერსა და ვავრინკას - 2008 წლის ოლიმპიურ ჩემპიონებს. გადამწყვეტი ქულა ფედერერმა აიღო. როჯერს დევისის თასზე 43 მოგება აქვს და 15 მარცხი.

დევისის თასის საგაისო გათამაშების წილისყრა ოთხშაბათს, 19 სექტემბერს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა - ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"მამარდას" დებიუტი "ჩელსისთან", "ჟორჟი" "რეალის" წინააღმდეგ და ხვიჩა გოლების ასათვლელად
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
კვერნაძე ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
რამუში იამალის მისიასა და პედრის შურისძიებაზე: ამის დამტკიცება მოედანზეა საჭირო
19-წლამდელები ბოსნია და ჰერცეგოვინას დაუპირისპირდებიან - შემადგენლობა
21-წლამდელთა შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
კიტეიშვილი და დვალი დაბრუნდნენ - ოქტომბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"დე ბრუინი ლეგენდაა, ყოველთვის ვიცი, რომ თუ გავიხსნები, მიპოვის" - ჰოილუნი
"კარგი პერიოდი გქონდა, მაგრამ ახლა ჩემი დროა" - სენდჰეგენმა დვალიშვილს მიმართა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა