ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეები ლოკაუტის გამოცხადების გამო ბოდიშს უხდიან გულშემატკივრებს
ჰოკეის ეროვნული ლიგის მოთამაშეები ლოკაუტის გამოცხადების გამო ბოდიშს უხდიან გულშემატკივრებს, თან მათ რიგებში მცირე პანიკის ნიშნებია, რადგან ზოგიერთი მათგანი, უკვე დღეს არის მზად წავიდეს გარკვეულ დათმობებზე.

"გვინდა ბოდიში მოვუხადოთ გულშემატკივრებს, აგრეთვე იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ამბავმა იმედგაცრუება და ტკივილი მოუტანა. ეს ჩვენი გადაწყვეტილება არ არის. ჩვენ თამაში გვინდა", - დაწერა თავის "ტვიტერზე" "სან ხოსეს" ფორვარდმა ლოგან კუტურმა.

"თუ ჩვენ ბოლო შეთავაზებაში მნიშვნელოვან პუნქტებს გადახედავთ, დაინახავთ, რომ მზად ვართ გარკვეულ მსხვერპლზე წავიდეთ. მაგრამ ჰოკეის ეროვნული ლიგაში ერთი და იგივე იმეორებენ", - ამბობს "პიტსბურგის" ვარსკვლავი სიდნი კროსბი.

აღსანიშნავია, რომ ლოკაუტის დროს, მწვრთნელებსა და კლუბების სხვა თანამშრომლებს აკრძალული აქვთ ჰოკეისტებთან ურთიერთობა. "პირადად მე იმედგაცრუებული ვარ, რადგან მუშაობის დაწყება მინდოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ვერაფერს გავხდებით - ეს ბიზნესია, კერძოდ კი მისი ყველაზე ბინძური ნაწილი", - აღიარა "ვაშინგტონის" მთავარმა მწვრთნელმა ადამ ოუტსმა.

ამასობაში, დაიწყო NHL-ის წამყვანი მოთამაშეების მასიური გადაბარგება ევროპაში. რამდენიმე მნიშვნელოვანი ტრანსფერის შესახებ გუშინ მოგიყევით, თუმცა მსგავსი სახის ინფორმაციები მუდმივად ვრცელდება.

სტენლის თასის მფლობელი, "ლოს ანჯელესის" ერთ-ერთი ლიდერი ანჟე კოპიტარი ლოკაუტის პერიოდში შვედეთში ითამაშებს. მან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა კლუბ "მორასთან", რომელშიც მისი ძმა - გასპარი თამაშობს.

"კაროლინას" ფინელმა ფორვარდმა იუსი იოკინენმა სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და კლუბ "კერპეტთან" გააფორმა კონტრაქტი. იოკინენი ამ გუნდში 2001-05 წლებში გამოდიოდა და ორჯერ გახდა ფინეთის ჩემპიონი.

მნიშვნელოვანი შევსება მიიღო სანკტ-პეტერბურგის სკა-მ, რომელმაც ხელშეკრულება გაუფორმა "ნიუ ჯერსის" ლიდერს ილია კოვალჩუკს. ამ გარიგების შესახებ ოფიციალურად დღეს გამოცხადდება, ფორვარდის დებიუტი კი ჰოკეის კონტინენტალურ ლიგაში 23 სექტემბერს, მოსკოვის "დინამოსთან" მატჩში იგეგმება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე