ფორმულა 1-ის საჯინიბოს, "რენოს" ყოფილი შეფი ფლავიო ბრიატორე მიიჩნევს, რომ "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო მიხაელ შუმახერზე ძლიერია.
ფორმულა 1-ის საჯინიბოს, "რენოს" ყოფილი შეფი ფლავიო ბრიატორე მიიჩნევს, რომ "ფერარის" პილოტი ფერნანდო ალონსო მიხაელ შუმახერზე ძლიერია.

"ალონსო ბოლო 20 წლის საუკეთესო პილოტია. ის შუმახერზე უკეთესია, თუმცა ჩვენ ვლაპარაკობთ ძალიან მაღალ დონესა და მინიმალურ განსხვავებებზე. მაგრამ ფერნანდო პრესინგის დროსაც მცირე შეცდომებს უშვებს და რბოლა მისი შესრულებით საოცარი სანახავია.

ხანდახან გუნდი შეცდომას უშვებს სტრატეგიის არჩევისას, მაგრამ ნანდო ახერხებს დაკარგულის ანაზღაურებას. ხოლო, როცა ის ლიდერის პოზიციაზეა, 90 პროცენტი პირველ ადგილზე ასრულებს რბოლას, თუნდაც მისი მანქანა არაკონკურენტუნარიანი იყოს. ის ცხოვრობს და სუნთქავს ავტოსპორტით", - განაცხადა ბრიატორემ Sky Sport 24-თან ინტერვიუში.

საერთო ჯამში, ბრიატორეს მიაჩნია, რომ ალონსოს შეუძლია მოიგოს წლევანდელი ჩემპიონატი, მაგრამ "ფერარიმ" უნდა გააუმჯობესოს ბოლიდი, რათა ფერნანდომ მოიგოს თუნდაც ერთი რბოლა ისე, რომ "მაკლარენი" მეორე ადგილზე არ გავიდეს.

იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ფორმულა 1-ში "რედ ბულის" ეპოქა დასრულდა, იტალიელმა აღნიშნა: "მე ასე არ ვფიქრობ". ამავდროულად, მან შეაქო "ზაუბერი". ამ გუნდის მაგალითი ამტკიცებს, რომ "ფული ყოველთვის მთავარი არ არის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა