ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლუის ჰემილტონი: არ მიყვარს ლიდერის როლი

ლუის ჰემილტონი: არ მიყვარს ლიდერის როლი

ფორმულა 1. ინტერვიუ ლუის ჰემილტონთან
ბოლო პერიოდში "მაკლარენის" პილოტის, ლუის ჰემილტონის შესახებ ყველაზე ბევრს ჭორაობდნენ - იმის გამო, რომ ბრიტანელს ურთიერთობა გაუფუჭდა თავის ამჟამინდელ გუნდთან და არ არის გამორიცხული, მან სხვა საჯინიბოში გააგრძელოს კარიერა.

ამიტომაც საინტერესოა ესპანურ გაზეთ El Pais-ში გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელშიც ლუისი ბევრ საგულისხმო თემაზე ლაპარაკობს.

- კრიშტიანო რონალდომ ამას წინათ განაცხადა, რომ თავს ბედნიერად ვერ გრძნობს. თქვენ?

- საწუწუნო არაფერი მაქვს. არ ვიცი მისი სიტუაციის შესახებ, მაგრამ მე თავს ბედნიერად ვგრძნობ.

შესანიშნავი ოჯახი მყავს. მადლობა ღმერთს, ჩემს გარშემო არ არიან ნეგატიური ელემენტები. არადა, იმ საქმეს, რომელსაც ვაკეთებ, თან ახლავს უარყოფითი ენერგეტიკა. ასეთია ცხოვრება. მსოფლიოში საუკეთესო ადგილას ვცხოვრობ, მაქვს სახლი და შემიძლია კიდევ ერთი შევიძინო დედაჩემისთვის.

შემიძლია მხარში ამოვუდგე ჩემს ოჯახს და საშუალება მაქვს, ვმართო მსოფლიოში საუკეთესო მანქანები. ამიტომაც ვერ ვიქნები უბედური.

- ოდესმე გიფიქრიათ ფორმულა 1-ის დატოვებაზე?

- ამ ექვსი წლის განმავლობაში ყოფილა რთული მომენტები და ხანდახან ასეთი აზრიც ჩნდებოდა, მაგრამ მალე მოვდიოდი გონს. ხანდახან ფიქრობ, რომ აღარ შეგიძლია საქმის გაგრძელება, მაგრამ შემდეგ გესმის: არაფერი ისე არ გიტაცებს, როგორც შენი საყვარელი საქმე.

- 2012 წლის სეზონში როდის მიიღეთ საუკეთესო შეგრძნება მანქანის მართვისგან?

- მონრეალში. იქ მქონდა ყველაზე დიდი უპირატესობა და საუკეთესო რიტმი. ძალიან რთულია ასეთი შედეგის მიღწევა. ხანდახან დაუჯერებლად გეჩვენება, რომ ამდენი ქულის დაკარგვის პირობებშიც, ჩვენ 13 შემთხვევიდან ცხრაში თუნდაც ერთი ბოლიდი გვყავდა სასტარტო ბილიკის პირველ რიგში.

- მარტინ უიტმარში ამბობს, რომ თქვენ და ჯენსონი ერთმანეთისგან სწავლობთ...

- არ ვიცი, მარტინმა ასე რატომ თქვა. ვერ ვიხსენებ, რაიმე მესწავლოს ბატონისგან. მე ვსწავლობდი ფერნანდოსგან, მაგრამ ჯენსონზე ამას ვერ ვიტყვი.

- ალონსოსგან რა ისწავლეთ?

- როცა მე მოვედი, ფერნანდოს გამოსვლის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა. ვაკვირდებოდი მისი პილოტაჟის სტილს.

- კონკრეტულად?

- სპეციფიკურ საკითხებს: როდის სჯობს დამუხრუჭება - ადრე თუ გვიან, რათა შემდეგ სწრაფად აკრიფო სიჩქარე მოსახვევიდან გამოსვლის შემდეგ, ან შეტევისთვის ადგილის შესარჩევად იმისთვის, რომ ბოლიდისგან მაქსიმუმი მიიღო. ტელემეტრიის წყალობით მე ვხედავდი, სად შემეძლო მომატება.

მაგალითად, მესმოდა, რომ ფერნანდო სწრაფი იყო მეორე სექტორში. გავდიოდი ტრასაზე და ვცდილობდი მომატებას, მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. მაგრამ ჩვენი სტილი განსხვავებულია და სრულიად არ არის აუცილებელი, ყველაფერი გავაკეთო ისე, როგორც ის აკეთებს.

- გშურთ იმ მდგომარეობის, რომელიც ალონსოს “ფერარიში” აქვს? მთელი გუნდი მის გარშემო არის შეკრებილი.

- არა. არც ვიცი, ეს რას ნიშნავს, ასეთი რამ ჩემს კარიერაში არ ყოფილა. მე ეს არ მჭირდება. არ მაქვს სურვილი, ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდე. მე მომწონს თანაგუნდელთან გამარჯვებისთვის ბრძოლა. ამ მხრივ, ფერნანდოს უფრო მარტივად აქვს საქმე, ვიდრე მე.

- გასულ წელს საკუთარი თავის აჩრდილი იყავით, მაგრამ ახლა დაბრუნდით. რა შეიცვალა?

- ეს მართალია - მე დავბრუნდი. ერთხელ დავწერ წიგნს და ავხსნი ცვლილებების მიზეზებს. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ ოჯახში უსიამოვნო სიტუაცია იყო. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ და ასეთი სიტუაციები გავლენას ახდენს ფორმულა 1-ში ჩემს მაჩვენებლებზე.

ასე რომ, ოჯახური პრობლემები ჩემზე უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე სხვებზე. ეს იყო მთავარი პრობლემა.

- არსებობს ისეთი საქციელი, რის გამოც ახლა ნანობთ?

- დიახ, არის რაღაცეები, რასაც ახლა სხვანაირად გავაკეთებდი. ძირითადად იმიტომ, რომ ახლა იმ სიტუაციებს უფრო მარტივად მოვეკიდებოდი. მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა გამოცდა ცხოვრებამ მომიმზადა.

- რატომ დაფიქრდით “მაკლარენიდან” შესაძლო წასვლის თაობაზე?

- კარგი იქნებოდა, კარიერა იქ დამესრულებინა, სადაც დავიწყე. როცა კონტრაქტი იწურება, გარშემო იხედები: არის თუ არა კიდევ რაიმე, არსებობს თუ არა სხვა გამოწვევები და შესაძლებლობები? თუ ყველაფერს იგნორირებას გაუკეთებ, შეიძლება შენს თავს ავნო.

- რას ნიშნავს თქვენთვის რწმენა?

- არ მიყვარს ამ თემაზე ბევრი ლაპარაკი, რადგან ფორმულა 1-ში ბევრი ადამიანია სხვადასხვა შეხედულებით. მე ძალიან რელიგიურ ოჯახში გავიზარდე, ხშირად დავდიოდით ეკლესიაში. როცა რბოლებში გამოსვლა დავიწყე, ოდნავ გვერდით დავდექი ამ ყველაფრისგან.

მაგრამ რბოლებისგან თავისუფალ კვირა დღეებში აუცილებლად მივდივარ ეკლესიაში, არ აქვს მნიშვნელობა - აშშ-ში ვარ თუ მონაკოში. მადლობა ღმერთს იმისთვის, რასაც მივაღწიე. მან მომცა ის თვისებები, რომლებიც ახლა მაქვს.

- არ გიყვართ ამ თემაზე ლაპარაკი, მაგრამ იმ ადამიანს ჰგავხართ, ვისთვისაც სულერთია, რას ფიქრობენ მასზე სხვები.

- სხვადასხვა საუბარი ხანდახან მაზარალებს, მაგრამ, საერთო ჯამში, ხალხი პატივს მცემს, ისევე, როგორც მე ვცემ პატივს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს. მე კი დარწმუნებული ვარ საკუთარ აზრში.

- თქვენ ყოველთვის მეტ ყურადღებას იპყრობთ, ვიდრე თქვენი თანაგუნდელები. როგორ ცხოვრობთ ამით?

- არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს სიმართლეა: მართლაც, მეტ ყურადღებას ვიპყრობ. არ ვიცი, უკავშირდება თუ არა ეს იმას, რასაც მე ფორმულა 1-ის პირველ ორ სეზონში მივაღწიე.

მამაჩემი მეუბნებოდა: ვინც ბევრ აღწევს, ის მეტ ყურადღებასაც იმსახურებს - ასე იყო აირტონ სენას, მოჰამედ ალისა და სხვების შემთხვევაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ არ ჰქონდათ ჩემი ტემპერამენტი.

- ტემპერამენტი ხელს გიშლით ძილში?

- არა, ყოველთვის კარგად მძინავს. საკუთარი თავის მიმართ ძალიან მკაცრი ვარ და ყველაფერს სხვანაირად ვუყურებ, ვიდრე სხვები. ყოველთვის კონცენტრირებული ვარ საკუთარ გამოსვლაზე. მილიონობით ხალხის თვალწინ გამოვდივართ. არ მგონია, რომ საკუთარ სხეულში რაიმე ცუდს ვატარებდე. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ხალხმა კარგი კუთხით დამინახოს. ვფიქრობ, სწორ გზაზე ვარ.

- პილოტაჟის რა ასპექტში შეგიძლიათ მომატება?

- ბევრი ნაკლი მაქვს, მაგრამ ამის შესახებ არაფერს გეტყვით, რათა სხვა პილოტებმა არ გაიგონ. არავინ ჰყვება საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე. ხალხი ცდილობს ამის დამალვას, რათა ის საჭირო მომენტში გამოიყენოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი

[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა