არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო ადგილობრივი პრესის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა

არგენტინელი ჩოგბურთელი ხუან მარტინ დელ პოტრო ადგილობრივი პრესის მხრიდან მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც არგენტინის ნაკრებმა შინ დევისის თასის ნახევარფინალი წააგო ჩეხეთის გუნდთან.

შეგახსენებთ, რომ დელ პოტრო ჯერ კიდევ მატჩამდე უჩიოდა მაჯის არეში ტკივილს და საბოლოოდ, მხოლოდ ერთხელ გავიდა კორტზე - პირველ დღეს რადეკ შტეპანეკი დაამარცხა.

სწორედ ეს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს ადგილობრივმა ჟურნალისტებმა - მათ მიაჩნიათ, რომ ხუან მარტინს არ უნდა ეთამაშა პარასკევს შტეპანეკის წინააღმდეგ და აქცენტი კვირის მატჩზე უნდა გაეკეთებინა, სადაც მას ჩეხების ლიდერი ტომაშ ბერდიხი ელოდა.

გაზეთმა La Nacion-მა ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოაქვეყნა დელ პოტროს სიტყვები, რომელიც გუნდის მწვრთნელების - მარტინ ჰაიტისა და მარიანო საბალეტას მისამართით იყო ნათქვამი: "მე გავალ კორტზე, მაგრამ თუ მე რამე მომივა, ეს მთლიანად თქვენი ბრალი იქნება".

ჟურნალისტი მარკოს სუგასტი იტყობინება, რომ დელ პოტრო ვარჯიშების დროს მხოლოდ თავის სპარინგ-პარტნიორთან, დიეგო შვარცმანთან მუშაობდა და პრაქტიკულად, არ ჰქონდა ურთიერთობა თანაგუნდელებთან.

შეგახსენებთ, რომ დელ პოტრომ კვირას კორტზე გასვლა ვერ მოახერხა და მისმა შემცვლელმა კარლოს ბერლოკმა ტომაშ ბერდიხთან წააგო, რამაც ჩეხეთს გამარჯვების ქულა მოუტანა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა