საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩებმა გვიჩვენა, რომ წლევანდელ გათამაშებაში გამოკვეთილი ფავორიტები არ არიან
საქართველოს ჩემპიონატის მესამე ტურის მატჩებმა გვიჩვენა, რომ წლევანდელ გათამაშებაში გამოკვეთილი ფავორიტები არ არიან.

მართალია, ორი გუნდი, თბილისის "ლელო" და "არმაზი" ჯერაც დაუმარცხებლად ლიდერობენ, მაგრამ რეგულარული შეჯიბრების დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და პლეი ოფში თამაში მათთვისაც გარანტირებული არ არის.

ამის დასტურად "არმაზისა" და მიმდინარე ჩემპიონატის აუტსაიდერის, თბილისის "ყოჩების" მატჩიც გამოდგება. მართალია, არმაზელებმა ბოლოს მაინც მოიგეს, მაგრამ საამისოდ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ.

მეტიც, "ყოჩები", რომელსაც მეორე წელიწადია, სერიოზული კრიზისი აქვს, ეპიზოდებში მეტოქეს ჯაბნიდა კიდეც.

"არმაზის" თამაშში შარშანდელს აქეთ რაიმე ტაქტიკური ცვლილება არ მომხდარა. გუნდი ამჟამადაც, ძირითადად, შერკინების მძლავრი თამაშით ცდილობს ფონს გასვლას.

ცხადია, გუნდისთვის დიდი ძალაა უკანა ხაზში საქართველოს გარემარბი ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც "ყოჩებთან" მატჩში შუამარბის პოზიციაზე ითამაშა, შეხვედრის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე კი ფულბეკის ფუნქციებს ასრულებდა.

ცალკე თემაა "ყოჩები", რომელიც ამ მატჩში დიდი მონდომებით ირჯებოდა, მაგრამ გამარჯვების მისაღწევად არც კლასი ეყო და არც გამოცდილება.

დანარჩენების ფონზე შესანიშნავად გამოიყურება თბილისის "ლელო", რომელმაც სამი თამაშიდან სამივე მოიგო და, ამასთან ერთად, სამივეში თითო პრემიალური ქულაც ირგუნა. ლელოელები შედეგიანობითაც გამორჩეულები არიან. მათ ჯამში 15 ლელო მიითვალეს, რაც საშუალოდ მატჩში ხუთს უდრის.

"ლელოს" წარმატებული სტარტის მიზეზი, სავარაუდოდ, ახალგაზრდობისა და გამოცდილების შესანიშნავი სინთეზია. მიხეილ სუჯაშვილს, რეზო ბელქანიას, ლაშა ხმალაძეს, გიორგი კაჭარავას და ირაკლი ყიასაშვილს მხარს ახალგაზრდა მორაგბეები ბრწყინვალედ უბამენ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა ასაკის ნაკრებების წევრები არიან. მათ შორის ცალკე უნდა გამოვყოთ შერკინების კვაჭი დავით ხიდეშელი, რომლის ანგარიშზეც უკვე ოთხი ლელოა.

მესამე ტურში განსაკუთრებით საინტერესო იყო საქართველოს ჩემპიონისა და თასის მფლობელი "არმიას" დაპირისპირება ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ თბილისის "ლოკომოტივთან".

შეხვედრა, რომელიც "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" წარიმართა, მოლოდინისამებრ, დაძაბული და უშეღავათო გამოდგა. გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვებას ვერცერთი ახერხებდა. არმიელთა საბოლოო წარმატება მათი დამრტყმელის, ბახვა კობახიძის ფეხჩუბინობამ განაპირობა. მან ექვსი საჯარიმო გაიტანა, ლოკომოტიველი ვახტანგ კავთიძის საპირწონედ.

რკინიგზელები სამი ტურის შემდეგ უჩვეულო, მე-6 ადგილზე არიან. სტარტზე სამი მატჩიდან მხოლოდ ერთის მოგება გვაფიქრებინებს, რომ გუნდი კრიზისშია. თუმცა, რამდენად ხანგრძლივია ის, ძნელი სათქმელია.

შარშანდელივით ვერც "არმია" ბრწყინავს, თუმცა ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და ამ გუნდს რეალურად გააჩნია პოტენციალი, რათა კიდევ უფრო მოუმატოს, თავისი ამბიციების საფუძვლიანობა დაამტკიცოს.

ბევრ კითხვას პასუხი მომდევნო, მეოთხე ტურში გაეცემა, როცა "არმია" გათამაშების ლიდერს, "ლელოს" დაუპირისპირდება.

ცხადია, ყველაზე დიდი მოულოდნელობა ვიცე-ჩემპიონისა და გათამაშების უმთავრესი ფავორიტის, ქუთაისის "აიას" მარცხია უმაღლესი ლიგის დებიუტანტ თბილისის "ილიაუნი ჯიქთან", რომელიც ქართული რაგბის სინამდვილეში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილია.

ახალგაზრდა "ჯიქები" ტოლს არაფერში უდებენ მათზე ბევრად გამოცდილ გუნდებს. შერკინებასა თუ უკანა ხაზში გიორგი ამირხანაშვილის სამწყსო შესანიშნავად ირჯება, გამართულ რაგბის თამაშობს და, იმედი გვაქვს, რომ ეს ამ გუნდის მაქსიმუმი არ არის.

"აიას" კი, როგორც ჩანს, უფრო მეტად ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება, რათა ნებისმიერი რანგისა თუ სიძლიერის მეტოქესთან ერთნაირად საბრძოლველად შემართული გავიდეს სათამაშოდ.

მომდევნო ტურში, ქუთათურთა მეტოქე "ლოკომოტივი" იქნება. ამ მატჩში გამოჩნდება, შეძლებს თუ არა "აია" "ილიაუნი ჯიქთან" წაგებით გამოწვეული შოკიდან გამოსვლას.

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ლელო 3 3 0 0 +77 15

2. არმაზი 3 3 0 0 +35 12

3. არმია 3 2 0 1 +21 10

4. აია 3 2 0 1 +5 9

5. ჯიქები 3 2 0 1 0 8

6. ლოკომოტივი 3 1 0 2 +7 6

7. ხარები 3 1 0 2 -14 5

8. ბათუმი 3 1 0 2 -34 4

9. ყოჩები 3 0 0 3 -45 1

10. აკადემია 3 0 0 3 -49 1

IV ტური

აკადემია-ილიაუნი ჯიქი, აია-ლოკომოტივი, არმია-ლელო, ბათუმი-არმაზი, ყოჩები-ხარები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა