საქართველოს ნაკრების მცველი იმედოვნებს, რომ რუსეთში გადასვლას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეძლებს
აკაკი ხუბუტიამ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით თურქულ "სამსუნსფორში" გაატარა. იყო იმის შესაძლებლობა, რომ ამ კლუბს საქართველოს ნაკრების 26 წლის მცველი შეეძინა, მაგრამ "სამსუნი" თურქეთის სუპერლიგიდან გავარდა და ხუბუტიას რუმინულ "გაზ მეთანში" დაბრუნება მოუწია.

აკაკი დიდი ხანია, "გაზ მეთანის" დატოვების სურვილს ღიად გამოხატავს:

"აქ უკვე რამდენიმე წელია ვთამაშობ. 22-23 წლის რომ ვიყო, უკმაყოფილო არ ვიქნებოდი. "გაზ მეთანმა" ბევრი რამ შემძინა და ამისთვის მადლიერი ვარ, მაგრამ უკვე დროა, სხვა დონეზე ვითამაშო.

ვერც სპორტული და ვერც ფინანსური თვალსაზრისით, "გაზ მეთანი" ჩემს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. თურქეთში თამაშისას დავრწმუნდი, რომ უფრო მაღალი დონის ლიგაში ასპარეზობაც შემიძლია და ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, რუმინეთში რომ მიწევს დარჩენა".

ხუბუტიას დიდი იმედი ჰქონდა, რომ კარიერას სხვაგან გააგრძელებდა, მაგრამ ჯერჯერობით ამას ვერ მიაღწია. არადა, როგორც გვითხრა, რამდენიმე დღის წინათ ამის რეალური შესაძლებლობა ჰქონდა:

"ჩემი შეძენა რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბს სურდა. რუსებსა და "გაზ მეთანს" შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლო მომენტში ჩემმა კლუბმა ჩემს გაყიდვაზე უარი თქვა.

ისეთი გამწარებული ვიყავი, სანაკრებო შეკრებიდან რუმინეთში დაბრუნებას აღარ ვაპირებდი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ამით ისევ საკუთარ თავს დავაზარალებდი და "გაზ მეთანს" შევუერთდი.

რუმინეთში კალენდარულ მატჩამდე ერთი დღით ადრე ჩავედი და ამიტომ მწვრთნელმა 18-კაციან განაცხადში არ შემიყვანა.

"გაზ მეთანში" კონფლიქტურ სიტუაციებს ვერიდები. ამიტომაც ძირითად შემადგენლობას უახლოეს ტურში დავუბრუნდები.

ძალიან გულდაწყვეტილი ვარ, მაგრამ ახლა ემოციების დრო არ არის. თავი ხელში უნდა ავიყვანო და ბევრი ვიშრომო, რომ აქაურობას თავი დავაღწიო".

საქართველოს ნაკრების მცველი იმედოვნებს, რომ რუსეთში გადასვლას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეძლებს. მისი თქმით, იქიდან ორი პრემიერლიგური კლუბის ინტერესი კვლავაც რეალურია, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებს.

ხუბუტიას ტრანსფერის შანსს კი ის ფაქტი ზრდის, რომ მას "გაზ მეთანთან" კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და რუმინულ კლუბს აშკარად ურჩევნია, იგი არა თავისუფალი აგენტის სტატუსით გაუშვას, არამედ გაყიდოს.

საქართველოს ნაკრების ორ განვლილ ოფიციალურ მატჩში აკაკის მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მისი შეფასება მაინც საინტერესოა:

"მართალია, ბელორუსსა და ესპანეთთან გამართულ შეხვედრებს სათადარიგოთა სკამიდან ვადევნე თვალი, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

ნაკრებში გასაოცარი ერთსულოვნებაა, ეროვნულ გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი თავს გუნდისთვის საჭირო კაცად მიიჩნევს და ასეც არის.

ძალიან ბედნიერი ვარ, ასეთი შეკრული და მეგობრული გუნდის წევრი რომ ვარ.

ბელორუსთან და ესპანეთთან დავამტკიცეთ, რომ ბრძოლისა და სწორი თამაშის შემთხვევაში მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია.

დარწმუნებული ვარ, საქართველოს ნაკრების პროგრესი მალე კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება".

აკაკი ხუბუტია: რუსულ პრემიერლიგაში გადასვლა ბოლო მომენტში ჩამეშალა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

აკაკი ხუბუტია: საქართველოს ნაკრებმა ყველა მატჩისგან მაქსიმუმის მიღება უნდა ისწავლოს

აკაკი ხუბუტია გადარჩა - "სამსუნსფორის" ავტობუსს მატარებელი შეასკდა! [+VIDEO]

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა