ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მაგათის შეცდომა მაინცის... ღმერთია

მაგათის შეცდომა მაინცის... ღმერთია

ლუის ჰოლტბის მალე გერმანიის ნაკრებშიც გამოიძახებენ

"მაინცი" არა მარტო გერმანიაში, არამედ მთელ საფეხბურთო ევროპაში ერთ-ერთი უპირველესი სალაპარაკო თემაა. არც ისე დიდი ამბიციების მქონე გუნდი, რომელსაც მხოლოდ პირველ ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლას უწინასწარმეტყველებდნენ, შვიდი ტურის შემდეგ, გერმანიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას და თანაც როგორ - შვიდი მოგებით, ანუ, ასპროცენტიანი შედეგით. ეს კი, როგორც ორშაბათის ნომერშიც ვწერდით, რეკორდის გამეორებას ნიშნავს. და "მაინცს" ბევრი აღარაფერი აკლია იმისათვის, რომ ყველა დროის ყველაზე სენსაციური რეკორდსმენი გახდეს.

ამიერიდან, სადაც "მაინცს" ან მის მწვრთნელ თომას ტუხელს ვახსენებთ, არც ახალგაზრდა გამთამაშებელი ლუის ჰოლტბი უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ტუხელის გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა. 20 წლის შემტევი ნახევარმცველი იმდენად კარგად ასპარეზობს, რომ მთელ საფეხბურთო გერმანიას პირი დააღებინა. გოლები, დრიბლინგები, საოცნებო პასები - როცა "მაინცი" უტევს, ეს კი ძალიან ხშირად ხდება, ჰოლტბი ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. შაბათს კარნავალელებმა "ჰოფენჰაიმი" 4:2 დაამარცხეს და ახალგაზრდა ფლეიმეიქერი ოთხივე (!) გოლში მონაწილეობდა. არადა, ეს ბიჭი სულაც არ არის "ნაღდი მაინცელი" და ალბათ ზემოთვე უნდა გვეთქვა, რომ მისი წარმატებული თამაში პირველ რიგში "შალკეს" მწვრთნელ ფელიქს მაგათს გააოგნებდა. "დესპოტი ფელიქსი" არც მალავს, რომ მას მერე, რაც სეზონი დაიწყო, არაერთხელ ინანა ამ ბიჭის განათხოვრება. დიახ, ჰოლტბი "შალკეს" საკუთრებაა და ჩათვალა რა, რომ ლუისი გელზენკირხენულ კლუბს არ გამოადგებოდა, მაგათმა უნიჭიერესი ნახევარმცველი "მაინცში" არენდით გაუშვა და არ იკითხავთ, რამდენი გადაუხადეს კარნავალელებმა "შალკეს"? სულ რაღაც 200 000 ევრო - არენდა ერთწლიანია.

თანაც, მაგათმა ჰოლტბი უკვე მეორედ გაანათხოვრა. წინა სეზონში ლუისი "ბოხუმში" ასპარეზობდა (6 თვე), მაგრამ ეს გუნდი მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითდა და ჰოლტბიც "შალკეში" დაბრუნდა, თუმცა ფელიქსმა თავიდანვე თქვა, რომ ლუისისთვის გელზენკირხენულ კლუბში თამაში ჯერ კიდევ ადრე იყო.

კითხვაზე, რატომ გაანათხოვრა ფელიქსმა ჰოლტბი და ნანობს თუ არა ამ ნაბიჯს, "შალკეს" თავკაცმა "ბილდის" კორესპონდენტს ასე უპასუხა: "როგორც ხედავთ, ლუისი "მაინცს" ძალიან კარგად, მეტიც, ბრწყინვალედ შეეწყო. დარწმუნებული რომ ვიყო, რომ ლუისი ჩვენთანაც ასე კარგად ითამაშებდა, მაშინ ძალიან ვინანებდი. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად დავფიქრდი იმაზე, რომ ჰოლტბი იანვარში დავიბრუნო, მაგრამ ეს შეუძლებელია."

"მაინცს" ჰოლტბის შესყიდვის უფლება არ აქვს. ერთადერთი შანსი იმისა, რომ ლუისი თავისუფალი აგენტი გახდეს, "შალკეს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებაა, რაც, თუ სატურნირო ცხრილის დღევანდელ მდგომარეობას (გელზენკირხენელები ბოლოსწინა ადგილზე არიან) გავითვალისწინებთ, არარეალური ნამდვილად არ არის, მაგრამ ზოგადად უტოპიაა.

სხვათა შორის, სულ მალე ლუის ჰოლტბი გერმანიის ნაკრებში დებიუტს იზეიმებს. ბუნდესმწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა თქვა, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ლუისს 17 ნოემბერს დაგეგმილი ტესტ-მატჩისთვის (შვედეთთან) აუცილებლად გამოვიძახებო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი

"ლელო"

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო

ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში

მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა

[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას

ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს

ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე