ლევან გორგაძემ და თეიმურაზ ჯუღელმა რეიტინგში დაქვეითება "გაინაღდეს", ლევან ცაგურია კი, ალბათ, კარიერას დაასრულებს
ეს ბაშო ქართველთათვის ყველაზე უიღბლო გამოდგა - კოკაიმ (ლევან ცაგურია) ტრავმის გამო სავარაუდოდ სეკიტორის (ელიტის სუმოისტი) სტატუსი დაკარგა და დიდი შანსია, კარიერა დაასრულოს; 19 სექტემბერს კი უმაღლესი დივიზიონის ორივე ქართველმა "გაინაღდა" უარყოფითი ბალანსი და შესაბამისად, დაქვეითება რეიტინგში.

ტოჩინოშინი (ლევან გორგაძე) კომუსუბის ტიტულს დაკარგავს, რადგან მე-8 მარცხი იწვნია შოჰოზანთან ორთაბრძოლაში. შეგახსენებთ, რომ ლევანი ამ ტიტულს კარიერაში მეოთხე ბაშოზე ატარებდა და ისევე, როგორც წინა სამ შემთხვევაში, მისი შენარჩუნება ვერცერთხელ შეძლო.

გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) ბულგარელმა კომუსუბი აოიამამ აჯობა იორიკირის ილეთით. მისთვისაც მე-8 მარცხი იყო. ამიტომ ქართველი მომდევნო ბაშოზე გაცილებით დაბალი რანგის მაეგაშირა იქნება (ახლა მე-2 მაეგაშირაა). ამის მიუხედავად, დღევანდელი დღე მაინც საინტერესოა ჩვენთვის, რადგან ქართველები ერთმანეთის პირისპირ დადგებიან დოჰიოზე. ეს მათი მე-4 ოფიციალური შერკინებაა, წინ გაგამარუა (2:1).

შემოდგომის ბაშოს 11-დან 11 მოგებით მონღოლი ოძეკი ჰარუმაფუჯი ლიდერობს ერთპიროვნულად. მას ორი უახლოესი მდევარი ჰყავს, ორივე მისი თანამემამულე - დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო და რიგითი მაეგაშირა, ვეტერანი კიოკუტენჰო. მათ თითო მოგებით ნაკლები აქვთ.

XI დღე (მნიშვნელოვანი ბრძოლები): ჰაკუჰო-გოეიდო (იორიკირი), ამინიშიკი-კისენოსატო (იორიკირი), კაკურიუ-კაისეი (უვატენაგე), ჰარუმაფუჯი-ოკინოუმი (უვატენაგე), მიოგირიუ-ტოჩიოძანი (ოშიდაში), აოიამა-გაგამარუ (იორიკირი), შოჰოზანი-ტოჩინოშინი (ოშიდაში), არანი-ტოიონოშიმა (ჰატაკიკომი), კიოკუტენჰო-ჰომაშო (ჰატაკიკომი), ტაკაიასუ-ტოიოჰიბიკი (უვატენაგე).

სატურნირო მდგომარეობა

11-0: ჰარუმაფუჯი (ოძეკი)

10-1: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კიოკუტენჰო (მაეგაშირა 11).

9-2: კისენოსატო (ოძეკი), კაკურიუ (ოძეკი), ტაკაიასუ (მ 9)... 3-8:: ტოჩინოშინი (კომუსუბი), გაგამარუ (მ 2).

XII დღე (მნიშვნელოვანი წყვილები): ჰაკუჰო-მიოგირიუ, კაკურიუ-ტოჩიოძანი, ჰარუმაფუჯი-გოეიდო, კისენოსატო-ტოიოჰიბიკი, ტოჩინოშინი-გაგამარუ, აოიამა-ტოიონოშიმა, კაისეი-ტაკეკაძე, ამინიშიკი-ჰომაშო, კიოკუტენჰო-ტაკაიასუ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის