ბათუმში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი) ორი წრის შემდეგ რვა საუკეთესო შემორჩა და ყველა განთესვის ნომრით
ბათუმში ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირს (საპრიზო ფონდი 15 000 დოლარი) ორი წრის შემდეგ რვა საუკეთესო შემორჩა და ყველა განთესვის ნომრით. ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა იულია კალაბინამ (რუსეთი) ისევ გეიმის დაუკარგავად გაიმარჯვა - გუშინ მან ავსტრალიელი იასმინე ჰანტოსი დაჯაბნა - 6:0, 6:0.

ოთხიდან მეოთხედფინალში ორი ქართველი განაგრძობს პაექრობას. მეორე ნომერმა სოფიო ქვაცაბაიამ იოლად სძლია ვიქტორია ლუშკოვას - 6:1, 6:1, ეკატერინე გორგოძემ (6) სამ სეტში უკრაინის სახელით მოასპარეზე ქართველი სოფიკო ქაჯაია დაამარცხა - 6:4, 4:6, 6:4. ორმა ქართველმა კი უკრაინელ დებთან - იანჩუკებთან დათმო პაექრობა: მარგალიტა ჭიჭაშვილს ელიზავეტამ (3) აჯობა - 6:0, 6:2, ნათია გეგიამ ოლგასთან (5) პირველი სეტი 3:6 წააგო; მეორეში უკრაინელი 1:0 რომ დაწინაურდა, ჩვენებურმა ტრავმის გამო ასპარეზობის გაგრძელება ვერ შეძლო და შეჯიბრებას გამოეთიშა. დანარჩენი ორი შეხვედრა ასე დამთავრდა: ანი ამირაგიანი (სომხეთი) - ანასტასია შესტაკოვა (უკრაინა) 6:4, 6:1, ანა შკუდუნი (უკრაინა) - განა რიზნიხირენკო (უკრაინა) 6:2, 6:4.

მეოთხედფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან: კალაბინა (1) - გორგოძე (6), პაშკოვა (4) - ამირაგიანი (8), ო. იანჩუკი (5) - ე. იანჩუკი (3), შკუდუნი (7) - ქვაცაბაია (2).

წყვილთა პაექრობებში ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. პირველ ნომრად განთესილმა ეკა გორგოძემ და სოფიო ქვაცაბაიამ, რომლებმაც ამას წინათ დუეტში ორი 10 000-იანი ევროპული ტურნირი მოიგეს, მეოთხედფინალში ანი გოგვაძესა და ეკატერინა წიკლაურს (რუსეთი) სძლიეს 6:3, 6:4; იულია კალაბინა, ეუგენია პაშკოვა (რუსეთი, 3) - იულია ჰელბეტი (მოლდოვა), სოფიკო ქაჯაია (უკრაინა) 6:3, 6:2, ალონა ფომინა, ანა შკუდუნი (უკრაინა, 4) - მარიამ ბოლქვაძე, ბარბარე ერისთავი (საქართველო) 6:1, 6:1, ტერეზა კლეინშტეუბერი, რია საბეი (გერმანია) - ელიზავეტა იანჩუკი, ოლგა იანჩუკი (უკრაინა, 2) 6:4, 0:6, 10:7.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა