"სან ანტონიო სპურსი" ახალ სეზონში გულშემატკივრების წინაშე ახალი სათამაშო ფორმით წარსდგება
როგორც ამერიკული პრესა წერს, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის 38 წლის გამთამაშებელი დერეკ ფიშერი "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" საწვრთნელ ცენტრში კლუბის ახალწვეულთან, სტივ ნეშთან ერთად ვარჯიშობს.

ფიშერი, შესაძლოა, დაბრუნდეს "ლეიკერსში", ოღონდ ეს მარტამდე არ მოხდება. კალათბურთელი ამტკიცებს, რომ, უბრალოდ, ვარჯიშობს თავის ყოფილ გუნდთან.

გასულ სეზონში ფიშერმა მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა "ოკლაჰომა-სიტის" რიგებში და საშუალოდ 4.9 ქულა და 1.4 შედეგიანი პასი დააგროვა.

"სან ანტონიო სპურსი" ახალ სეზონში გულშემატკივრების წინაშე ახალი სათამაშო ფორმით წარსდგება. კლუბმა მაისურის ახალი დიზაინი და შეფერილობა 20 სექტემბერს წარადგინა. როგორც ცნობილია, აქამდე "სპურსი" თეთრი ან შავი ფერის ფორმით თამაშობდა, მესამე ვარიანტი კი ვერცხლისფერშია გადაწყვეტილი.

უკვე ცნობილია, რომ "სან ანტონიო" ახალი სეზონის გახსნის მატჩს "ოკლაჰომას" წინააღმდეგ სწორედ ახალი ფორმით ჩაატარებს.

უახლოესი დღეების განმავლობაში "ბოსტონ სელტიქსმა", შესაძლოა, სერბი ცენტრი დარკო მილიჩიჩი გაიფორმოს. როგორც სააგენტო AP წერს, "სელტიქსის" ხელმძღვანელობა მზად არის, სერბ კალათბურთელს სამწლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, რომლის საერთო ღირებულება 6 მილიონი დოლარი იქნება.

უფრო ადრე მილიჩიჩს მადრიდის "რეალი" ეპატიჟებოდა, მაგრამ 2003 წლის დრაფტის მეორე ნომერს არ სურს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დატოვება.

მილიჩიჩმა 2011-12 წლების სეზონი "მინესოტაში" გაატარა და ამ გუნდს 4.6 ქულითა და 3.3 მოხსნით დაეხმარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა