ჰოლანდიაში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ველორბოლაში და იქ გამარჯვებული გამოვლინდა დროზე განცალკევებით რბოლაში
ჰოლანდიაში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ველორბოლაში და იქ გამარჯვებული გამოვლინდა დროზე განცალკევებით რბოლაში.

თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ჩემპიონატში მონაწილეობას არ მიიღებდნენ ტურ დე ფრანსის გამარჯვებული და ოლიმპიური ჩემპიონი ბრედლი უიგინსი, ფაბიან კანჩელარა და კრის ფრუმი, რამაც გაზარდა გერმანელი ტონი მარტინის შანსები. ეს ველომრბოლელი შარშანდელ ტიტულს იცავდა. თუმცა მარტინს მაინც გამოუჩნდა კონკურენტი ყოფილი მაუნტინბაიკერის - 22 წლის ამერიკელი ტეილორ ფინის სახით.

ველომრბოლელებს 46-კილომეტრიანი მარშრუტის განმავლობაში სამი სერიოზული ამაღლება ელოდათ. 14 წლის წინ აქ უკვე გაიმართა მსოფლიოს ჩემპიონატი და მაშინ ესპანელმა აბრაჰამ ოლანომ გაიმარჯვა, ლეგენდარული ლენს არმსტრონგი კი მეოთხე ადგილზე დარჩა.

პირველი სერიოზული ორიენტირი ახალგაზრდა ყაზახმა დმიტრი გრუზდევმა დააფიქსირა, რომელიც არ შედიოდა ფავორიტთა ჯგუფში. პირველ საშუალედო ფინიშზე მისი დროის გაუმჯობესება მხოლოდ მარტინმა და ფინიმ შეძლეს.

ხელი მოეცარა რბოლის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს ალბერტო კონტადორს. ესპანელმა დისტანციის პირველ ნაწილში 40 და 36 წამი წააგო ფინისთან და მარტინთან და დაკარგა მედლისთვის რბოლის შანსი. როგორც ჩანს, დიადმა ესპანელმა ვერ მოასწრო ტრიუმფალური "ვუელტას" შემდეგ დასვენება. რბოლის კიდევ ერთი ხელმოცარული აღმოჩნდა იტალიელი მარკო პინოტი, რომელმაც დაცემის გამო დაკარგა წარმატების შანსი. მან ხელის სერიოზული ტრავმა მიიღო.

საბოლოოდ საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მარტინმა შეძლო კონტადორის დაწევა და საერთო ჯამში, მას ორწუთნახევარი მოუგო.

პირველი ადგილისთვის ბრძოლა ტონი მარტინმა და ტეილორ ფინიმ გამართეს. პირველი საშუალედო ფინიშისთვის ამერიკელი წინ იყო, მაგრამ რბოლის შუაში გერმანელმა ძალიან მოუმატა და 13-წამიანი უპირატესობა მოიპოვა. თუმცა მოქმედმა ჩემპიონმა ძალებიც მეტი დახარჯა და მისმა უპირატესობამ კლება დაიწყო, მაგრამ ფინის დრო არ ეყო იმისთვის, რომ დაწეოდა კონკურენტს და საბოლოოდ 5-წამიანი ჩამორჩენით მივიდა ფინიშთან.

მარტინი მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი დროზე განცალკევებით რბოლაში. ფინი ვერცხლის მედლის მფლობელია, რაც კარგი შედეგია ოლიმპიადაზე დაკავებული მეოთხე ადგილის შემდეგ. ბრინჯაოს მედალი კი ბელორუსმა ვასილი კირიენკომ მოიპოვა.

დროზე რბოლა

1. ტონი მარტინი (გერმანია) - 58.38; 2. ტეილორ ფინი (აშშ) - +0.05; 3. ვასილი კირიენკო (ბელორუსი) - +1.44; 4. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ) - +1.49; 5. ფრედრიკ კესიაკოფი (შვედეთი) - +1.50; 6. დმიტრი გრუზდევი (ყაზახეთი) - +1.56...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის