ძველი წელთაღრიცხვის 1850-1600 წლებით დათარიღებულ დისკოს სპორტული კუთხით თუ მივუდგებით, მასში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დაშიფრულ ისტორიას ამოვიკითხავთ
1908 წელს იტალიელმა არქეოლოგმა პერნიემ კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ფესტოსში, დისკო აღმოაჩინა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 1850-1600 წლებით თარიღდება.

მასზე გამოსახული სიმბოლოები გარკვეული თანმიმდევრობითაა განლაგებული და ცხადია, რაღაცა აზრს გადმოსცემს.

დისკოს გაშიფვრა უამრავმა მეცნიერმა სცადა. ზოგს მიაჩნია, რომ მასზე პროტოქართული საგალობელია დაბეჭდილი...

არსებობს კიდევ უამრავი საინტერესო ვერსია, თუმცა დისკოს სპორტული კუთხით თუ მივუდგებით, არც ჩვენ გაგვიჭირდება მასში დაშიფრული ამბის წაკითხვა - იქ ხომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიაა გადმოცემული.

უკვე მეათე ციკლია, ჩვენი ეროვნული გუნდი საერთაშორისო სარბიელზე იცავს საქართველოს ღირსებას. მეათის დასაწყისი შთამბეჭდავია: გამარჯვება ბელორუსთან (1:0) და ორგანიზებული თამაში ესპანეთთან (0:1). მეტს აღარ განვაგრძობთ, მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით.

ევრო 1996

* მეორე სიმბოლო კოლიზეუმი არ გეგონოთ, 4 ათასი წლის წინათ გლადიატორთა არენა არ არსებობდა. დისკოზე გამოსახულია ეროვნული სტადიონი, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველაზე მეტად 1995 წელს გაივსო - 110 ათასი გულშემატკივარი ტრიბუნებიდან, კიბეებიდან და გასასვლელებიდან ადევნებდა თვალს საქართველო-გერმანიის დაპირისპირებას, რომელშიც ურიგოდ არ გვითამაშია, მაგრამ იურგენ კლინსმენის კლასმა თავისი გაიტანა.

* საქართველოს ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი გოლი პირველ შესარჩევზე გიორგი ქინქლაძემ გაიტანა (უელსელთა კარში). მანვე შოთა არველაძის პირველ წუთზე გატანილ გოლს 47-ეზე ზუსტი პენალტი მიაყოლა და საქართველოს ნაკრებმა ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება ბულგარეთთან მოიპოვა - 2:1.

* რას ნიშნავს ბურთი და მასში ჩახატული სამი წერტილი? გადავხედოთ ასეთივე ნიშნებს. ზოგან ხუთი წერტილია, ზოგან - ექვსი. ჯგუფში სწორედ მეხუთე-მეექვსე ადგილებს შეგვაჩვია ნაკრებმა. ასე რომ, პირველ შესარჩევზე ბურთულაში მოცემული სამი წერტილი ჯგუფში მესამე ადგილის მანიშნებელია.

* ათფურცლიანი ყვავილი ორადაა გაყოფილი - ნახევარი თეთრია, ნახევარი - შავი. საქართველოს ნაკრებმა 10-დან 5 მატჩი მოიგო და ხუთში დამარცხდა, ფრე არ უთამაშია. ასე რომ, ეს ყვავილიც მოგება-წაგება-ფრის აღმრიცხველია.

მუნდიალი 1998

* ჩვენს ჯგუფში ორი გრანდი მოხვდა - ინგლისი და იტალია. მათთან საწყის ორ მატჩში ვერაფერი გავაწყვეთ, ვერ შევაწუხეთ ულვაშიანი ბრიტანელი დევიდ სიმენი.

არადა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, გოლის ავტორს მაშინ თეთრ "მერსედესს" ჩუქნიდნენ...

ალექსანდრე ჩივაძე საწყისი ორი წაგების გამო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

* ...და ორხელისუფლებიანობის დრო დადგა. ერთდროულად მუშაობდნენ დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი.

* ორი "ბუბლიკი" რაღას უნდა ნიშნავდეს? - იკითხავთ. ვისაც ის შესარჩევი კარგად ახსოვს, ისიც არ დაავიწყდებოდა, რომ ისტორიაში ყველაზე ხმაურიან ფრეს ქართველებმა იტალიასთან მივაღწიეთ - 0:0.

* მატჩის დასრულებისთანავე კმაყოფილმა გულშემატკივრებმა გუნდი ცეცხლით გააცილეს (გაზეთებს წაუკიდეს).

* ჯგუფში მეოთხე ადგილი დავიკავეთ, რვა მატჩიდან სამი მოვიგეთ და ერთი ფრედ დავასრულეთ.

ევრო 2000

* დისკოს ამ მონაკვეთში პირველად ჩნდება მოსიარულე კაცის გამოსახულება - შესარჩევზე მართლაც დიდი მიდი-მოდი გაჩაღდა.

ნორვეგიასთან მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა ვლადიმერ გუცაევმა.

იგი იოჰან ბოსკამპმა ჩაანაცვლა, რომელმაც ერთ-ერთი ვარჯიშისას ზაზა ჯანაშია "დინამოს" ბაზიდან გაუშვა.

არადა, მაშინ ზაზა კარიერის პიკში იყო და მისი "ლაციოში" გადასვლაზეც დაირხა ხმები. თავის მხრივ, არც ბოსკამპი დარჩენილა პოსტზე დიდხანს...

* ერთი მოგება და ბოლო ადგილი - ასეთი იყო "დიდი" რეფორმების შედეგი.

მუნდიალი 2002

* დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ეტაპი საოცრად დაიწყო - სტუმრად ლიტვას აჯობა, ხოლო იტალიაში ფრეს იმსახურებდა, თუმცა აპენინელები ჩვენს საჯარიმოში ორჯერ მცველის შეუხებლად აყირავდნენ და მსაჯმა ორჯერვე უნამუსოდ დასტვინა.

ალესანდრო დელ პიეროს კი პენალტის დარტყმა კარგად ეხერხებოდა...

თუმცა ჯერ ხომ ისევ ფეხბურთელია?! ამიტომ უნდა დამეწერა - ეხერხება.

* ამ შესარჩევზე მწვრთნელი არ იძახებდა ალექსანდრე იაშვილსა და გოჩა ჯამარაულს. ისინი დავით ყიფიანის შემცვლელმა ალექსანდრე ჩივაძემ ნაკრებში დააბრუნა და უნგრეთთან იაშკას გოლიც ვიხილეთ.

* 3 გამარჯვება და მესამე ადგილი ურიგო შედეგი არ იყო.

ევრო 2004

* ეს შავი მსხლისებური ფიგურა ნათურაა - შესარჩევი ტურნირის დასაწყისში, საქართველო-რუსეთის მატჩისას ტრიბუნაზე სინათლე გამოირთო და შეხვედრა გაზაფხულისთვის გადაიდო.

* გადადებულ შეხვედრაში გუნდს ივო შუშაკი გაუძღვა, გამარჯვების გოლი კი მალხაზ ასათიანმა თავით გაიტანა - 1:0.

*ამ მატჩზე ბილეთები არ გაყიდულა. მხოლოდ ისინი შეუშვეს, ვისაც შუქჩამქრალი თამაშის ბოლეთი შერჩენოდა. ქომაგთა რიცხვის შეზღუდვის მიზეზი წინა შეხვედრისას (ირლანდიასთან) ტრიბუნიდან მოედანზე გადაგდებული დანა იყო.

* კაცი გვირგვინით მეფეა. რა ჰქვია საფეხბურთო მეფეს? - ფედერაციის პრეზიდენტი. საინტერესოა, რომ პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ შესარჩევი ციკლი მთავარი მწვრთნელის რანგში ჩაამთავრა.

* ...2 მოგება, მეხუთე ადგილი.

მუნდიალი 2006

* ჟორდანიამ გუნდის თავკაცად ალენ ჟირესს უხმო.

ყველაფერი კარგად დაიწყო (თურქეთში 1:1 ვითამაშეთ, ხოლო დანიასთან - 2:2) და ცუდად დასრულდა. ჟირესის ნაცვლად ნაკრების თავკაცის პოსტზე გაიოზ დარსაძე დაინიშნა.

* ექვსი ჯოხი დანიაში მიღებული ექვსი ბურთი უნდა იყოს, ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით ხომ სწორედ ვიკინგებთან დავმარცხდით - 1:6.

* 2 მოგება, 4 ფრე, მეექვსე ადგილი. მხოლოდ ყაზახეთს გავასწარით.

ევრო 2008

* სოლიდური ანაზღაურების ფასად გერმანელი კლაუს ტოპმიოლერი ჩამოვიდა, რომელმაც ისევე უსახელოდ დატოვა პოსტი, როგორც მისმა წინამორბედებმა.

* ტოპის გამონათება შოტლანდიასთან 2:0 მოგება იყო, რომელსაც ბევრი არ ელოდა.

* 12 მატჩში 3 მოგება, მეექვსე ადგილი.

მუნდიალი 2010

* ყველაზე უიღბლო ექტორ რაულ კუპერი გამოდგა, რომლის ხელში გუნდმა ერთი მატჩიც ვერ მოიგო.

არადა, იგი საქართველოში ცხოვრობდა და ბევრსაც მუშაობდა. გავიხსენოთ თუნდაც მისი სამშაბათობები.

* ბულგარეთში 2:6 წავაგეთ.

* ისევ მეექვსე ადგილი ჯგუფში.

ევრო 2012

* დიდი ხნის შესვენების შემდეგ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი დაუბრუნდა.

თემურ ქეცბაიამ ახალი გუნდის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

* მონატრებული ხმაურიანი გამარჯვება "ტაქსისტებთან" კი არა, ხორვატებთან გვქონდა - ლევან კობიაშვილის გოლით 1:0 მოვიგეთ.

* ამ მატჩის შემდეგ ქეცბაიას გოგიტა გოგუა გუნდში აღარ მიუწვევია.

* 2 მოგება, 4 ფრე, მეხუთე ადგილი.

მუნდიალი 2014

* ეს ნიშანი პირველი ციკლიდან გეცნობათ - "დინამოს" სტადიონია, რომელიც პირთამდე 1995 წლის შემდეგ პირველად ესპანეთთან თამაშისას გაივსო.

თუმცა რესტავრირებულ არენაზე შედარებით ნაკლები ხალხი ეტევა - ესპანეთის თამაშს თვალი 54 598-მა ქომაგმა მიადევნა.

* კინაღამ სენსაცია გამოვაცხვეთ - ცოტაც და, ესპანურ ხარს რქებს მოვუგრიხავდით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

RAUL
საინტერესო სტატიაა. სასიამოვნო წასაკითხი, ავტორი ხუმრობს გგონია, მაგრამ საინტერესოდ გადმოსცემს საქართველოს ნაკრების სამწუხაროდ პატარა და წარუმატებელ ისტორიას. არსებობს საიტი, სადაც შეგიძლია დარეგისტრირდე, დაეხმარო ქართულ კლუბებს, ნაკრების ფეხბურთელები შეარჩიო მცოდნე ადამიანებთან ერთად და ა.შ... დარეგისტრირდით, განივითარეთ სამწვრთნელო უნარ-ჩვევები და აისრულეთ ოცნება. მხოლოდ მათთვის ვინც ფეხბურთით ცხოვრობს... http://trophymanager.com/?c=1952546
მონტელა: ვხედავთ, როგორ პროგრესს მიაღწია საქართველოს ნაკრებმა
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა