მიხაელ ბალაკის უიღბლობას საზღვარი არ აქვს, მას ტრავმა გაურთულდა.

მიხაელ ბალაკისთვის ექვსკვირიანი იძულებითი პაუზაც შოკისმომგვრელი ინფორმაცია იყო და ახლა ირკვევა, რომ გერმანიის ნაკრების კაპიტანს უფრო დიდხანს მოუწევს ლაზარეთში ყოფნა. საქმე იმაშია, რომ მიხაელს ტრავმა გაუმიზეზდა და ორ კვირაში ფეხზე ნაღდად ვერ დადგება. მეტიც: ბალაკი ფეხბურთს წლის ბოლომდე ვეღარ ითამაშებს.

ეს ინფორმაცია გუშინ "ლევერკუზენის" ექიმებმა გაავრცელეს. მათი დიაგნოზით, ბალაკს მკურნალობა კიდევ მინიმუმ ექვსი კვირის მანძილზე დასჭირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მიხაელისთვის ბუნდესლიგის პირველი წრე უკვე დასრულებულია.

"ეს ნამდვილი კატასტროფაა, მაგრამ რას ვიზამთ, რეალობას უნდა შევეგუოთ. იმედი მაქვს, რომ მიხაელი მეორე წრეში მაინც იქნება სათანადო ფორმაში. აგვისტოს ბოლოს ექიმები ამბობდნენ, რომ ბალაკი მხოლოდ თვენახევარი დაისვენებდა, ერთი თვე გავიდა და მორიგმა შემოწმებაც ცხადყო, რომ კიდევ თვენახევარი უნდა იმკურნალოს," - დანანებით ამბობს "ფარმაცევტების" დამრიგებელი იუპ ჰაინკესი.

შესაბამისად, დიდი ხნით გადაიდო ბალაკის გერმანიის ნაკრებში დაბრუნებაც. მიხაელს ბუნდესგუნდის ფორმა წესით 17 ნოემბერს, შვედეთთან ამხანაგურ შეხვედრაში უნდა მოერგო, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეს ასი პროცენტით გამორიცხულია. 2011 წელს კი, ბუნდესგუნდს პირველი მატჩები მარტში უწევს.

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა