ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როგორ მოვხვდეთ NBA-ში - თორნიკე შენგელიას მარტივი რეცეპტი

როგორ მოვხვდეთ NBA-ში - თორნიკე შენგელიას მარტივი რეცეპტი

გაზეთ "ლელოს" სტუმარი საქართველოს ნაკრებისა და "ბრუკლინ ნეთსის" 20 წლის კალათბურთელი იყო
23 სექტემბერს საქართველოს ნაკრების ფორვარდი, 20 წლის თორნიკე შენგელია ამერიკაში გაეშურება. მიუნხენის გავლით იგი ნიუ იორკში გაფრინდება, დანიშნულების ადგილი კი ბრუკლინია, რომლის გუნდი "ნეთსი" NBA-ს ახალი სეზონისთვის მზადებას იწყებს.

ივლისში სწორედ ბრუკლინელებთან გააფორმა კონტრაქტი თორნიკე შენგელიამ.

21 სექტემბერს იგი გაზეთ "ლელოს" სტუმარი იყო და ილაპარაკა როგორც მომავალზე, ასევე საქართველოს ნაკრებთან ერთად გავლილ შესარჩევ ეტაპზე.

გემახსოვრებათ, რომ ეროვნული გუნდის ბოლო მატჩი, ჰოლანდიასთან, შენგელიამ ტრავმის გამო გამოტოვა. ინტერვიუ სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- ბოსნიასთან საშინაო შეხვედრისას ცუდად დავეცი და კუნთი გამეჭიმა. თამაშის მსვლელობისას ვერ ვიგრძენი, დასრულების შემდეგ კი ამტკივდა.

მას მერე ლატვიაში გავფრინდით და იქ თამაში შევძელი, თუმცა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ორი ვარჯიში გვქონდა, ვცადე, მაგრამ ტრავმამ წვრთნაში ჩართვის საშუალება არ მომცა. ამიტომ ჰოლანდიასთან თამაშის გამოტოვება მომიწია.

ვერ წარმოიდგენთ, რაოდენ რთული იყო შეხვედრის გვერდიდან ყურება. ძალიან მინდოდა მოედანზე შევსულიყავი, გუნდს დავხმარებოდი.

- გაჭიმულობის წამალი დასვენებაა...

- შესარჩევი ეტაპის დასრულების შემდეგ დასვენებისთვის დრო მქონდა. ეს აუცილებელიც იყო, რადგან ახლა რომ არ ამომესუნთქა, დასვენების საშუალება მომავალი სეზონის ბოლომდე არ მექნებოდა.

არადა, მთელი ზაფხული სერიოზულად ვმუშაობდი: ჯერ ბელგიის ჩემპიონატის ფინალური მატჩები ჩავატარე, შემდეგ იტალიური კემპი, ამას მოჰყვა ორლანდოს საზაფხულო ლიგა, რომლის შემდეგაც საქართველოს ნაკრებს შევუერთდი.

- ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საკუთარი გამოსვლით რამდენად კმაყოფილი ხარ?

- რითაც შემეძლო, გუნდს ვეხმარებოდი, მაგრამ კმაყოფილი მაინც არ ვარ, რადგან ვთვლი რომ მეტი შემეძლო. თუმცა ისიც ცხადია, ყველა შეხვედრას ერთ დონეზე ვერ ჩაატარებ, არც სხვადასხვა მატჩი მიმდინარეობს ერთ კალაპოტში.

ყველა მოწინააღმდეგეს სხვადასხვაგვარი მიდგომა, შებამისი ტაქტიკის შერჩევა სჭირდება. სწორედ ამის მიხედვით გვაძლევს მწვრთნელი როლებს.

- ყველაზე საინტერესო როლი რომელ შეხვედრაში გქონდა?

- ყველა დავალება საინტერესოა, ნებისმიერ მეტოქესთან ბოლომდე თამაშია საჭირო, თუმცა მაინც ბოსნიასა და ლატვიასთან შეხვედრებს გამოვარჩევდი, როგორც შინ, ასევე სტუმრად.

დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დაცვაში თამაშს, მატჩები, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა უმთავრესად დაცვაში დამაჯერებელი თამაშის დამსახურებაა და საპირისპიროდ - წავაგეთ მხოლოდ იმ შეხვედრებში, რომლებშიც დაცვაში არადამაჯერებლად გამოვიყურებოდით.

- ფედერაციის პრეზიდენტმა თქვა, ჰოლანდიაში გუნდი დაღლილი იყოო.

- იყო მომენტი, როცა ჰოლანდიალებს საგრძნობი უპირატესობით გავასწარით, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ მოვახერხეთ. ამასთან, მეტოქემაც არაერთი რთული ტყორცნა გამოიყენა, რამაც თამაშის შემოტრიალება განაპირობა.

საერთოდ, რამდენად დაღლილიც უნდა იყო, შესაძლოა ფსიქოლოგიური განწყობით, ყველაფერი გადაფარო, ხოლო თუ იფიქრებ: გადაღლილი ვარ და ვერ ვითამაშებო, საერთოდ არაფერი გამოვა.

- ნაკრებში მწვრთნელმა შენი ამპლუის კალათბურთელები, ნიკა ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა არ მიიწვია. კონკურენციის ხარისხის შემცირებამ როგორ იმოქმედა?

- ამ თემაზე არ მიფიქრია. ბოისასა და ცქიტიშვილის არგამოძახება ისევე როგორც ნაკრების სხვა წევრებს, მეც გამიკვირდა, მაგრამ ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა.

საერთოდ კი, საკუთარი თამაშის გასაუმჯობესებლად კონკურენცია აუცილებელია. რაც მეტად ძლიერ კალათბურთელთან მოგიწევს დაპირისპირება ვარჯიშებისას, მით უკეთესად მომზადებული შეხვდები მატჩებს.

მათი არყოფნის მიუხედავად, მოთამაშეებმა ვთქვით და ჩვენი გასაკეთებელი გავაკეთეთ.

თამაში, თამაში...

სანაკრებო თემიდან საკლუბოზე გადავინაცვლოთ. როგორც გითხარით, შენგელია 2012-13 წლების სეზონში "ბრუკლინ ნეთსის" ღირსებას დაიცავს.

- გუნდის ოფიციალური ვარჯიში 1-ელ ოქტომბერს დაიწყება, მანამდე ბრუკლინში ჩავალ და ვარჯიშს შევუდგები. იქ უკვე არიან შეკრებილი კალათბურთელები, რომლებიც არაოფიციალურად ემზადებიან. მეც მათ შევუერთდები, რომ პირველ ოქტომბერს მეტ-ნაკლებად კარგ კონდიციებში შევხვდე.

- თუ ესაუბრე კლუბის ხელმძღვანელებს, რას ელიან ახალგაზრდა თორნიკე შენგელიასგან?

- ამ თემაზე არ მილაპარაკია. ვერაფერს ვიტყვი...

- თავად შენგელია რას ელის ახალი სეზონისგან?

- ძალიან მინდა თამაში. ველი დროს და იმედი მაქვს, რომ საკუთარი შრომით დავიმსახურებ. თუმცა წინასწარ ამ თემაზეც რთულია კონკრეტულად ლაპარაკი.

- ამერიკელები ყურადღებით ადევნებდნენ თვალს ორი ბრუკლინელის შენი და ტელეტოვიჩის გარჯას ნაკრებებში. საქართველოსა და ბოსნიის მატჩებამდე თუ იცნობდით ერთმანეთს?

- ერთურთი სარაევოში გავიცანით, თუმცა ბევრი არ გვილაპაკია, რადგან ტელეტოვიჩს სათანადო განწყობა არ ჰქონდა. მოგეხსენებათ, ის შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.

საპირისპიროდ, უხასიათოდ ვიყავი ბოსნიასთან თბილისური შეხვედრისას, რომელიც ბოლო წამებზე დრამატულ ბრძოლაში წავაგეთ.

- ორლანდოს კემპისას "ბრუკლინის" მაისურით მსუბუქ ფორვარდადაც თამაშობდი და მძიმედაც. ალბათ, ოფიციალურ შეხვედრებშიც ასე იქნება.

- შემიძლია მეოთხე ნომრად თამაშიც და მესამე ნომრადაც. მწვრთნელს სადაც დავჭირდები, იქ დავდგები. სერიოზული კონკურენციაა როგორც ერთ, ასევე მეორე პოზიციაზე. მსუბუქი ფორვარდის ამპლუაში არიან ჯერალდ უოლასი და ჯოშ ჩილდრესი, ამავე პოზიციაზე შეუძლია კარგად თამაში მირზა ტელეტოვიჩს, თუმცა ჯერ ისიც გასარკვევია, სად მოუწევს მას გარჯა.

- "ბრუკლინი" საგრძნობლად გაძლიერდა, კონფერენციის ერთ-ერთ ფავორიტად იქცა.

- ლიგაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი იქნება. ყველა რგოლი თანაბრადაა დაბალანსებული. დანარჩენს უშუალოდ თამაშები გვიჩვენებს.

როგორ მოვხვდეთ NBA-ში?

იყო დრო, NBA-ს კალათბურთელებს შორიდან ვუყურებდით, მათი თამაშით ვტკბებოდით, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ შეიძლებოდა ამერიკულ ზღაპარში მოხვედრა, მფრინავი ხალიჩა უნდა გამოგვეყენებინა, თუ ცეცხლი დაგვენთო და ალზე ავმხტარიყავით.

თორნიკე შენგელია მეოთხე ქართველი კალათბურთელი იქნება, რომელიც NBA-ში ითამაშებს. აი, რას ურჩევს იგი ახალგაზრდა სპორტსმენებს:

- NBA-ში თამაში რეალობად მაშინ იქცევა, თუ პატარაობიდანვე იქ მოხვედრას დაისახავ მიზნად.

სავალი გზა მეტად რთულია, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში რომ მოხვდე, სხვას უნდა სჯობდე, რისთვისაც აუცილებელია სხვაზე მეტი ივარჯიშო.

- როგორ ფიქრობ, საქართველოში არის იმის საფუძველი, რომ ახალგაზრდა მაღალი დონის სპორტსმენად ჩამოყალიბდეს?

- ნამდვილად არის. საქართველოში 15 წლამდე ვვარჯიშობდი. მას მერე, რაც უცხოეთში წავედი, პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდა.

- ბავშვებთან ახლა თუ გიხდება ურთიერთობა?

- არის არაერთი კემპი, რომლებზეც გამოცდილი კალათბურთელები ახალგაზრდებს ბევრს ასწავლიან. "ბრუკლინშიც" იქნება მსგავსი ღონისძიებები.

პატარებთან ურთიერთობის შანსს ხელიდან არ გავუშვებ, რადგან კარგად მესმის, რას ნიშნავს მათთვის კალათბურთელებთან ურთიერთობა.

ბავშვი ვიყავი, ზაზა ფაჩულიამ თბილისში კემპი რომ მოაწყო. მეც დავესწარი და დღესაც ყველაფერი ნათლად მახსოვს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• gizog

თორნიკე, არა მარტო კარგი კალათბურთელი, არამედ პიროვნებაც კარგი ყოფილხარ.გაიხარე და ბევრჯერ გაგეხარებინოს ქართველი ქომაგი.

• irakli bitadze

წარმატებებს გისურვებ თორნიკე! შენი იმედი გვაქვს! კახას და ქეთინოს ვულოცავ შენს წარმატებებს! ღმერთმა დაგლოცოს!

• ika

გილოცავ და წინსვლას გისურვებ ცოხვრებასჰი,თავში არ აგივარდეს ოგონდ ძმურად.

• ceceiron

სახოლ თოკო,ჩემთვალწინ ხარ გაზრდილი და მიხარია შენი მიხწევები,ღმერთი იყოს შენი მფარველი და ყველაფერი რაც ჩაფიკრებული გაკვს უფლის წყალობით გამოგივიდეს ,გაიხარე

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია