თუ გუანგჯოუში 22 სექტემბერს ჩატარდა ფინალი, სეულში ქალებმა 23 სექტემბერს გაითამაშეს მთავარი პრიზი
თუ გუანგჯოუში შაბათს ჩატარდა ფინალი, სეულში ქალებმა გუშინ გაითამაშეს მთავარი პრიზი. ჩინური ტურნირისგან განსხვავებით, კორეაში უფრო ხშირად ჩადიან ვარსკვლავები - აქ იმარჯვებდნენ ისეთი ჩოგბურთელები, როგორებიც არიან მარია შარაპოვა (2004) და ვენუს უილიამსი (2007); აქვე ფინალში უთამაშია სამანტა სტოსურს (2008). წელს პირველ ნომრად დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი იყო განთესილი, რომელიც რეიტინგში მე-11 ადგილს იკავებს.

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი პირველ სამ მატჩში მეტოქეებს ხუთზე მეტ გეიმს არ აძლევდა. ასე გავიდა დანიელი ნახევარფინალში, სადაც მას რუსი ეკატერინა მაკაროვა ელოდა. პირველ სეტში რუსი ძალიან ბევრს ცდებოდა და ნახევარ საათზე ნაკლებ დროში დათმო პარტია. მეორეში მაკაროვა ორჯერ გავიდა წინ ბრეიკით, მაგრამ მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალებას აძლევდა. საბოლოოდ, კაროლინმა მატჩზე ჩაწოდების საშუალება მიიღო და 30:0 დაწინაურდა, მაგრამ მაკაროვა, მოულოდნელად, ბრწყინვალედ ათამაშდა და ზედიზედ სამი გეიმი აიღო, მათ შორის ორი - მეტოქის მოწოდებაზე.

გადამწყვეტ პარტიაში ვოზნიაცკის აღარ მიუცია მეტოქისთვის ინიციატივა. მართალია, კარგა ხანი თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მაგრამ ბოლოსკენ დანიელმა უფრო მეტი ძალა შემოინახა და უშეცდომოდ ითამაშა - 6:1, 5:7, 6:4.

მეორე ნახევარფინალში ხვდებოდნენ კაია კანეპი და ვარვარა ლეპჩენკო. ამერიკელი კარიერაში საუკეთესო სეზონს თამაშობს და დღეიდან ის რეიტინგის ტოპ-ოცეულის წევრია. კანეპი უფრო მაღლაა კლასიფიკაციაში, მაგრამ წელს ჩავარდნები აქვს - მან ორი ტიტული მოიგო და როლან გაროსის მეოთხედფინალში ითამაშა, მაგრამ სამჯერ მიიღო ტრავმა. საერთო ჯამში, ესტონელი წელს 14-ჯერ (!) მოიხსნა ტურნირებიდან, მათ შორის, უიმბლდონიდან, ოლიმპიადიდან და აშშ-ის ღია პირველობიდან. ნახევარფინალში ლეპჩენკომ ბრძოლა მოახვია თავს მეტოქეს და მეორე სეტიც მოიგო, მაგრამ მომდევნო ორი პარტია კანეპის დარჩა.

ფინალში საინტერესო ბრძოლას ელოდნენ, რადგან კანეპის ბოლო ორ სეზონში ორჯერ ჰყავდა დამარცხებული დანიელი, მაგრამ მატჩმა არ გაამართლა მაყურებლის მოლოდინი. თუ პირველ სეტში ესტონელი ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, მეორეში ესტონელი მთლად უშანსოდ იყო. საბოლოოდ, ფინალი მხოლოდ 62 წუთს გაგრძელდა - 6:1, 6:0.

კაროლინ ვოზნიაცკიმ ბოლო 13 თვის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო, სულ კი კარიერაში 22-ე გამარჯვებას მიაღწია.

ახლა ქალ ჩოგბურთელებს წინ აქვთ "პრემიერ"-კატეგორიის ტურნირი ტოკიოში, სადაც ყველა უძლიერესი ჩოგბურთელი ჩავიდა სათამაშოდ, სერენა უილიამსის გარდა.

Korea Open

სეული (კორეა). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 500 000 დოლარი

ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 1)-კაია კანეპი (ესტ, 3) 6:1, 6:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა