ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჰემილტონის ტექნიკური წაგება

ჰემილტონის ტექნიკური წაგება

ლუის ჰემილტონის "მაკლარენზე" გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლამ სებასტიან ფეტელს ზედიზედ მეორედ მოაგებინა სინგაპურის გრანპრი
ლუის ჰემილტონის "მაკლარენზე" გადაცემათა კოლოფის მწყობრიდან გამოსვლამ სებასტიან ფეტელს ზედიზედ მეორედ მოაგებინა სინგაპურის გრანპრი. ამით გერმანელი საერთო ჩათვლის ლიდერის, ფერნანდო ალონსოს უახლოესი მდევარი გახდა.

სინგაპურის გრანპრიზე პოული დამაჯერებლად მოიპოვა ლუის ჰემილტონმა - მეხუთედ სეზონში და ზედიზედ მეოთხედ "მაკლარენისთვის". სიურპრიზი შემოგვთავაზა პასტორ მალდონადომ და მეორე ადგილი დაიკავა, მეორე რიგიდან აიღეს სტარტი სებასტიან ფეტელმა და ჯენსონ ბატონმა, ჩემპიონატის ლიდერი ფერნანდო ალონსო მეხუთე იყო.

23 სექტემბერს ჰემილტონმა უპრობლემოდ შეინარჩუნა ლიდერობა, იმ დროს, როცა მეორე ადგილზე გადავიდა ფეტელი. ასევე ერთი პოზიცია მოიგო ბატონმა, მალდონადო კი მეორედან მეოთხეზე ჩამოქვეითდა. მეორე ხუთეულში თითქმის ყველაფერი უცვლელი იყო - მხოლოდ ნიკო როსბერგმა გაუსწრო მიხაელ შუმახერს.

პირველი ცხრა წრის განმავლობაში ჰემილტონი ნელ-ნელა შორდებოდა ფეტელს. ლიდერთა ჯგუფი გაიწელა, ხოლო შუმახერმა უკან მჭიდრო ჯგუფი შეკრიბა რაიკონენის, ჰიულკენბერგისა და პერესის შემადგენლობით. ასე გაიარა რბოლის პირველმა მონაკვეთმა - უკვე მეცხრე წრეზე პიტ-სტოპზე გაეშურა მარკ უებერი.

მას ბოქსებში მიჰყვნენ ფეტელი, ალონსო და შუმახერი. მოგვიანებით საბურავები შეცვალეს ჰემილტონმა, როსბერგმა და რაიკონენმა.

ლიდერთაგან ყველაზე ბოლოს პიტ-სტოპი შეასრულეს ბატონმა და გროსჟანმა.

ბოქსებში პირველ გაჩერებას არ შეუცვლია ძალთა თანაფარდობა პირველ ათეულში - ერთადერთი ცვლილება ის იყო, რომ როსბერგმა გროსჟანს გაუსწრო.

23-ე წრეზე "მეხი გავარდა" - ერთ-ერთი მოსახვევიდან გამოსვლისას ლიდერმა ჰემილტონმა მკვეთრად დაკარგა სიჩქარე. "მაკლარენის" ბოლიდზე გადაცემათა კოლოფი გამოვიდა მწყობრიდან. პელოტონს სათავეში ჩაუდგა სებასტიან ფეტელი.

33-ე წრეზე ნარაიან კართიკეიანი ძალიან ფართოდ შევიდა მე-18 მოსახვევში და მანქანა დაამტვრია. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ მოგების შანსი პედრო დე ლა როსასაც კი გაუჩნდა.

პეისკარის დროს ბოქსებში სინქრონულად შეუხვიეს ფეტელმა, ბატონმა, დი რესტამ, როსბერგმა და სხვებმა. ალონსომ და უებერმა ეს არ გააკეთეს, რადგან უკვე შესრულებული ჰქონდათ მეორე პიტსტოპი.

ამ აურზაურში ფეტელმა და ბატონმა შეინარჩუნეს ლიდერობა, მესამე ადგილზე გადავიდა ალონსო. მის უკან იყვნენ დი რესტა და ჰიულკენბერგი, რომლებმაც უებერს, პერესს, როსბერგსა და გროსჟანს გაუსწრეს. მალდონადო მეათე ადგილამდე დაეშვა, მაგრამ მალე მის მანქანას ტექნიკური პრობლემები შეექმნა და ათეულში შევიდა ჟან-ერიკ ვერნი.

რესტარტი 39-ე წრეზე შედგა - პილოტები აკურატულად გამოვიდნენ ბოლო მოსახვევიდან, სასტარტო სწორ მონაკვეთზე კი უებერმა აქტიურად შეუტია ჰიულკენბერგს და გაუსწრო კონკურენტს. უკან პერესმა ვერ გაუძლო როსბერგისა და გროსჟანის შეტევებს და მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა.

წრე დასრულებული არ იყო, რომ ავარიის გამო ისევ უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა ტრასაზე. ვერნი პერესს უტევდა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ის გარე ტრაექტორიაზე გადააგდო და სწორედ ამ დროს ჟან-ერიკს მთელი სვლით შეეჯახა მიხაელ შუმახერი.

43-ე წრეზე მეორე რესტარტი მიეცა - პირველი შეტევაში რაიკონენი წავიდა და თანაგუნდელისთვის მეექვსე ადგილის წართმევა სცადა. მეცხრე პოზიციისთვის ბრძოლაში კი ფელიპე მასამ სენას გაუსწრო.

ფეტელმა მაშინვე გაუსწრო ბატონს წამნახევრით, იმ დროს, როცა ალონსოც მალე ჩამორჩა ჯენსონს თითქმის ორი წამით. ესპანელის უკან შეიკრიბა მჭიდრო ჯგუფი, რომელშიც შევიდნენ დი რესტა, როსბერგი, გროსჟანი და რაიკონენი. ამ უკანასკნელს ფელიპე მასა ავიწროებდა, მაგრამ "ლოტუსში" გადაწყვიტეს, რომ გროსჟანს წინ უნდა გაეშვა ფინელი და თავად შეეკავებინა მასას შეტევები.

ამის შემდეგ ტრასაზე სხვა საინტერესო არაფერი მომხდარა. ფეტელმა დამაჯერებლად მოიგო კარიერაში 23-ე გრანპრი, სინგაპურში კი ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა. გერმანელთან ცხრა წამი წააგო ჯენსონ ბატონმა, რომელმაც ბოლო ხუთ რბოლაში მესამე პოდიუმი მოიპოვა. ფერნანდო ალონსომ მესამე ადგილი დაიკავა - ეს მისი მერვე პოდიუმია სეზონში. კარიერაში საუკეთესო შედეგი აჩვენა პოლ დი რესტამ - ის მეოთხე პოზიციაზე აღმოჩნდა.

ალონსო აგრძელებს ჩემპიონატში დამაჯერებელ ლიდერობას, თუმცა მისი უპირატესობა ოდნავ შემცირდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ის მომდევნო გრანპრის შემდეგაც შეძლებს ლიდერობის შენარჩუნებას, რადგან ჰანდიკაპი ფეტელთან 29 ქულას შეადგენს. 23 სექტემბრის წარუმატებლობამ ერთბაშად ორი პოზიციით ჩამოაქვეითა ლუის ჰემილტონი.

"ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული რბოლა სეზონში. მეგონა, რომ ის არასოდეს დასრულდებოდა. რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამეხმარა ლუის ჰემილტონის გამოვარდნა. თუმცა ამ უქმეებზე ისედაც სწრაფები ვიყავით. დღეს კარგი სტარტი ავიღე, მეორე პოზიცია დავიკავე და რბოლის ლიდერს გამოვეკიდე.

ეს სეზონი ყველასთვის დაუჯერებელი სცენარით მიმდინარეობს. უქმეების განმავლობაში არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები. რბოლის დროს კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასე რომ, ეტაპები ძალიან მხიარულად მიმდინარეობს და მაყურებლისთვის საინტერესოა მოვლენებისთვის დაკვირვება. წინ კიდევ ბევრი რბოლაა. ჩვენს გუნდს კონკურენტუნარიანი ბოლიდი ჰყავს. ამიტომაც შევეცდებით დღევანდელი წარმატების შემდეგ ეტაპებზე განვრცობას", - განაცხადა ფინიშის შემდეგ ფეტელმა.

შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ, 7 ოქტომბერს გაიმართება - "სუზუკა" იაპონიის გრანპრის უმასპინძლებს.

სინგაპურის გრანპრი. XIV ეტაპი

მარინა ბეი (59 წრე, 309.316 კმ)

1(3). სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) 2:00.26,144 (2 პიტსტოპი)

2(4). ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) +8,959 (2)

3(5). ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) +15,227 (2)

4(6). პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) +19,063 (2)

5(10). ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) +34.784 (2)

6(12). კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) +35,759 (2)

7(8). რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) +36,698 (2)

8(13). ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) +42,829 (3)

9(15). დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) +45,820 (2)

10(14). სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) +50,619 (2)

11(7). მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) +1.07,175 (3)

12(21). ტიმო გლოკი (მარუსია, გერმანია) +1.31,918 (2)

13(18). კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) +1.37,141 (3)

14(11). ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) +1.39,413 (3)

15(20). ჰეიკი კოვალაინენი (კატერჰემი, ფინეთი) +1.47,967 (3)

16(22). შარლ პიკი (მარუსია, საფრანგეთი) +2.12,925 (2)

17(24). პედრო დე ლა როსა (HRT, ესპანეთი) 1 წრე (3)

18(17). ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) 2 წრე (3)

19(19). ვიტალი პეტროვი (კატერჰემი, რუსეთი) 2 წრე (4)

20(16). ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) 20 წრე

21(9). მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) 20 წრე

22(2). პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) 22 წრე

23(23). ნარაიან კართიკეიანი (HRT, ინდოეთი) 28 წრე

24(1). ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) 36 წრე

საერთო ჩათვლა

1. ფერნანდო ალონსო (ფერარი, იტალია) - 194 (3 მოგება); 2. სებასტიან ფეტელი (რედ ბული, გერმანია) - 165 (2); 3. კიმი რაიკონენი (ლოტუსი, ფინეთი) - 149; 4. ლუის ჰემილტონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 142 (3); 5. მარკ უებერი (რედ ბული, ავსტრალია) - 132 (2); 6. ჯენსონ ბატონი (მაკლარენი, ბრიტანეთი) - 119 (2); 7. ნიკო როსბერგი (მერსედესი, გერმანია) - 93 (1); 8. რომენ გროსჟანი (ლოტუსი, საფრანგეთი) - 82; 9. სერხიო პერესი (ზაუბერი, მექსიკა) - 66; 10. ფელიპე მასა (ფერარი, ბრაზილია) - 51; 11. პოლ დი რესტა (ფორს ინდია, ბრიტანეთი) - 44; 12. მიხაელ შუმახერი (მერსედესი, გერმანია) - 43; 13. კამუი კობაიაში (ზაუბერი, იაპონია) - 35; 14. ნიკო ჰიულკენბერგი (ფორს ინდია, გერმანია) - 31; 15. პასტორ მალდონადო (უილიამსი, ვენესუელა) - 29 (1); 16. ბრუნო სენა (უილიამსი, ბრაზილია) - 25; 17. ჟან-ერიკ ვერნი (ტორო როსო, საფრანგეთი) - 8; 18. დანიელ რიკარდო (ტორო როსო, ავსტრა) - 6.

კონსტრუქტორთა თასი

1. რედ ბული - 297; 2. მაკლარენი - 261; 3. ფერარი - 245; 4. ლოტუსი - 231; 5. მერსედესი - 136; 6. ზაუბერი - 101; 7. ფორს ინდია - 75; 8. უილიამსი - 54; 9. ტორო როსო - 14.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს