აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი - ”ბაქო-2012”, რომელშიც 10 ქვეყნის 64 წარმომადგენელი იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის
აზერბაიჯანის დედაქალაქში დაიწყო მოჭადრაკეთა დიდი საერთაშორისო ტურნირი - ”ბაქო-2012”, რომელშიც 10 ქვეყნის 64 წარმომადგენელი იბრძვის საპრიზო ადგილებისთვის. მათ შორის 8 საქართველოდანაა. ტურნირის საპრიზო ფონდია 50 000 დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 10 000-ს მიიღებს. მომდევნო ოთხ ადგილზე გასულნი, შესაბამისად, 6 000, 4 000, 2000 და 1 500 დოლარით დაჯილდოვდებიან. სულ 30 საუკეთესო მიიღებს ფულად ჯილდოს. ქალთა შორის საუკეთესო სამეულისთვის, შესაბამისად, 600, 400 და 200 დოლარია დაწესებული.

უკვე გათამაშდა სამი ტური. გუშინ მეწინავეთაგან ბარის ესენმა (თურქეთი) შავი ფიგურებით ევგენი ალექსეევი (რუსეთი) დაამარცხა. მასპინძელმა ელთაჯ საფარლიმ თანამემამულე ვასიფ დურარბეილის მოუგო, ხოლო მაგჰამი ჩაემი (ირანი) და გადირ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი) დაზავდნენ. ტურნირის რეიტინგფავორიტმა (2705) ანტონ კორობოვმა (უკრაინა) მუსტაფა იილმაზი (თურქეთი) დაჯაბნა. ჩვენებურთა შეხვედრები აზერბაიჯანელ მეტოქეებთან ასე დამთავრდა: ლომგულ გულიევი - მიხეილ მჭედლიშვილი 0,5:0,5, კანან იზატი - თორნიკე სანიკიძე 0,5:0,5, სალომე ხაჟომია - აზერ მირზოევი 0:1, ნიჯათ ასაევი - გაიოზ ნიგალიძე 0,5:0,5, ნარმინ კაზიმოვა - ნინო ბაციაშვილი 0:1, სოფიკო ხუხაშვილი - საბინა იბრაგიმოვა 1:0, გულნარ მამადოვა - ანა გავაშელი 1:0, ქანან ჰეიდარლი - ლევან ფანცულაია 0,5:0,5.

სამი ტურის შემდეგ: ესენი, საფარლი - 3-3, კორობოვი, გუსეინოვი, მამედოვი, პარიმარიჯან ნეგი - 2,5-2,5. მჭედლიშვილი, სანიკიძე, ბაციაშვილი, ხუხაშვილი - 2-2, ხაჟომია, ნიგალიძე - 1,5-1,5, გავაშელი, ფანცულაია - 1-1 ქულა.

დღეს მე-4 ტურის პაექრობები გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა