ბოლო წლებში საფეხბურთო არბიტრების თემა ძალიან აქტუალურია
ბოლო წლებში საფეხბურთო არბიტრების თემა ძალიან აქტუალურია. ცხადია, ხალხს სალაპარაკო ჰაერიდან არ მოსდის. მსაჯები შეცდომებს ადრეც უშვებდნენ და მომავალშიც დაუშვებენ, მაგრამ საქმე ეპოქაშია. დიახ, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების საუკუნეში მათი მცირე გადაცდომაც კი უფრო ფართო საზოგადოების სამსჯელო ხდება.

ასე მაგალითად, ამ უქმეებზე "ლივერპული"-"მანჩესტერ იუნაიტედის" შეხვედრის მეორე ნახევარში მარკ ჰალსის მიერ მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტის შემდეგ მერსისაიდელთა ფანები აღშფოთდნენ. საქმე იმდენად გამწვავდა, რომ მავანმა ჰალსის დაუწერა, იმედია, მაინც კიბოთი მოკვდებიო. "მაინც" იმიტომ, რომ ჰალსი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ყელის სიმსივნეს და 2 წლის წინ საბოლოოდ დაამარცხა ის. "დეილის მეილის" ინფორმაციით, პოლიციამ უკვე მოახერხა "ტვიტერის" მომხმარებლის დაბლოკვა. როგორც იუწყებიან, ვინაობის დადგენა სამართალდამცავებს არ გაუჭირდებათ. ჰალსიმ და მისმა ადვოკატმა გადაწყვიტეს, რომ შეურაცხმყოფელს სასამართლოში უჩივლონ.

შეურაცხყოფა, პოლიცია, გამოძიება და სასამართლო საქმის ერთი მხარეა. არბიტრის საქმიანობით უკმაყოფილებას "ლივერპულის" ფეხბურთელებიც არ მალავენ. სტივენ ჯერარდის თქმით, ზედიზედ მეორე შეხვედრაა, ლუის სუარესის წინააღმდეგ თამაშის წესის დარღვევის გამო პენალტები არ ინიშნება.

"სამართლიანობაზე თუ გვაქვს პრეტენზია, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ სუარესი ამ მხრივ ძალიან იჩაგრება. მის წინააღმდეგ უხეშ თამაშს რეაქცია არ მოსდევს ხოლმე. თუკი წესი დაირღვა, მიუხედავად იმისა, თუ ვის წინააღმდეგ მოხდა ეს, პენალტი უნდა დაინიშნოს. ფეხბურთელის რეპუტაცია ამ შემთხვევაში არაფერ შუაშია. "სანდერლენდთან" მას აქეთ დასდეს ბრალი და სიმულაციისთვის ყვითელი უჩვენეს," - აცხადებს ჯერარდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა