”ბლექბერნის” ხელმძღვანელობას სტივენ კინის გუნდიდან გაშვება აქვს გადაწყვეტილი

გუშინდელ ნომერშიც ვწერდით, რომ “ბლექბერნის” ხელმძღვანელობას სტივ კინის გუნდიდან გაშვება აქვს განზრახული. როგორც ირკვევა, ახალ მთავარ მწვრთნელად “ვარდები” ალან შირერს მოიაზრებენ. 44 წლის ვეტერანს 2009 წლის გაზაფხულზე “ნიუკასლში” სამწვრთნელო პრაქტიკა მიღებული აქვს. ის სულ რამდენიმე შეხვედრაში ედგა გუნდს სათავეში, მაგრამ “კაჭკაჭები” პრემიერლიგიდან გავარდნისგან ვერ იხსნა. შირერი 3 წელია, BBC-ის საფეხბურთო ანალიტიკოსად მუშაობს.

კოულის ახალი კონტრაქტი

“ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, რობერტო დი მატეოს თქმით, ის იმედოვნებს, რომ ეშლი კოული კლუბთან ახალ ხელშეკრულებას უახლოეს პერიოდში გააფორმებს. ლონდონელები წამყვან ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელებას ყველაზე გვიან, იანვრისთვის გეგმავენ. “კოული დიდი ხანია, “ჩელსის” განუყრელი ნაწილია. ის უნდა დარჩეს ჩვენთან და კლუბის ლეგენდარულ მოთამაშეებს შორის დაიმკვიდროს საპატიო ადგილი,” - განაცხადა დი მატეომ.

სიომინი დაითხოვეს

კიევის “დინამოს” პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გუნდის მთავარ მწვრთნელ იური სიომინსა და მთელ სამწვრთნელო შტაბს კარისკენ მიუთითა. კლუბის ვებგვერდზე სტანდარტულ განცხადებას ვკითხულობთ: “საფეხბურთო კლუბი “დინამო” მადლობას უხდის იური სიომინსა და მის შტაბს გაწეული სამუშაოსთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს”. გათავისუფლების მიზეზი ცხადია, რუსი სპეციალისტის წარუმატებელი მუშაობაა.

ჰიტცლშპერგერი ევერტონში ვარჯიშობს

გერმანიის ნაკრების ყოფილი წევრი, 30 წლის თომას ჰიტცლშპერგერი “ევერტონის” ბაზაზე ვარჯიშობს და უახლოეს დღეებში მერსისაიდულ კლუბთან, სავარაუდოდ, ხანმოკლე ხელშეკრულებას გააფორმებს. თომასი “ბაიერნის” აკადემიის აღზრდილია. კარიერის განმავლობაში მას “ასტონ ვილას”, “შტუტგარტის”, “ლაციოს”, “ვესტ ჰემისა” და “ვოლფსბურგის” ღირსება დაუცავს. ბირმინგემული კლუბიდან რამდენიმეთვიანი იჯარით ის “ჩესტერფილდშიც” იყო გაშვებული. “ჩაქუჩი” გერმანიის ნაკრებში 2004-დან 2010 წლამდე თამაშობდა და მისი ღირსება 52 მატჩში დაიცვა.

ნოუბლი ლონდონში რჩება

“ვესტ ჰემმა” 25 წლის ცენტრალურ ნახევარმცველ მარკ ნოუბლს გაუმჯობესებული პირობებით ხელშეკრულება 2015 წლამდე გაუხანგრძლივა. ფეხბურთელს წინა კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურებოდა. ფეხბურთელის შეძენას პრემიერლიგის შეძლებული წარმომადგენლებიც ცდილობდნენ, მაგრამ “ჩაქუჩების” აკადემიის აღზრდილმა ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა.

კუარეშმა ლივერპულში წავა

“ბეშიქთაშის” 29 წლის პორტუგალიელ ნახევარმცველ რიკარდო კუარეშმას სტამბულელებთან ურთიერთობა დაძაბული აქვს და რაკი სეზონის ბოლოს კონტრაქტი ისედაც ეწურება, გუნდის დატოვება აქვს განზრახული. “სქაი სპორტსის” ინფორმაციით, მისი გადაბირება “ლივერპულს” აქვს დაგეგმილი. რიკარდოს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს - 2009/10 წლების სეზონში 6 თვე მან “ჩელსიში” გაატარა, თუმცა თავი ვერაფრით გამოიჩინა. “ლურჯების” გარდა, ის “სპორტინგში”, “პორტუში”, “ინტერსა” და “ბარსელონაშიც” თამაშობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა