25 სექტემბერს ტოკიოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე მეორე წრე დაიწყო და პირველი მატჩები ჩაატარეს ფავორიტებმა
25 სექტემბერს ტოკიოს უმაღლესი კატეგორიის ტურნირზე მეორე წრე დაიწყო და პირველი მატჩები ჩაატარეს ფავორიტებმა. როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, იაპონიის დედაქალაქში ყველა უძლიერესმა მოიყარა თავი. გამონაკლისი მხოლოდ სერენა უილიამსი გახდა.

ცოტა ხნით მოუწია ტოკიოში ყოფნა მსოფლიოს მეხუთე ჩოგანს პეტრა კვიტოვას. მან პირველივე მატჩი წააგო, თანაც ორ სეტში დამარცხდა სეხნია პეტრა მარტიჩთან. ხორვატმა პირველ წრეში საწყისი პარტია "მშრალი" ანგარიშით დათმო ანდრეა პეტკოვიჩთან, მაგრამ თამაშში გარდატეხა შეიტანა. მარტიჩი მადაზე მოვიდა და გუშინ კვიტოვაც გამოთიშა ბრძოლას. მართალია, ჩეხი 72 პროცენტის სიზუსტით აწვდიდა პირველ ბურთს, მაგრამ ამის დახმარებით მხოლოდ ქულების 48 პროცენტი აიღო, რითაც მარტიჩს ხუთი ბრეიკის საშუალება მისცა.

კინაღამ კვიტოვას ბედი გაიზიარა მარია შარაპოვამ. მეორე წრეში ყველა ელოდა რუსისა და გერმანელი საბინ ლისიცკის შეხვედრას, მაგრამ ამ უკანასკნელმა პირველ წრეში ჰიზერ უოტსონთან წააგო. მაგრამ შარაპოვასთვის ეს შვება არ ყოფილა და მას ძალიან გაუჭირდა ბრიტანელის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ეს ჩოგბურთელები შარშან, ამერიკის ღიაზე შეხვდნენ ერთმანეთს და მარიამ დიდი გაჭირვებით მოიგო სამ სეტში.

ასე იყო ამჯერადაც. პირველ პარტიაში შარაპოვამ 6:5-ზე სეტზე ვერ ჩააწოდა, ტაი-ბრეიკზე ორი სეტბოლი გაანიავა და მე-13 გეიმი 7:9 წააგო. მეორეში ნაკლები ბრძოლა იყო. შარაპოვა თავიდანვე გავიდა წინ და მართალია, უოტსონმა მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა (3:4), რუსმა ზედიზედ ორი გეიმის აღებით სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა. მესამეშიც ინიციატივა შარაპოვას მხარეს იყო, მაგრამ ბრიტანელი გაქცევის საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს და მხოლოდ მაშინ დანებდა, როცა 4:4-ზე მარიამ ორი გეიმის აღება და ურთულესი გამარჯვების მოპოვება შეძლო.

გასულ კვირას, სეულის ტურნირის მოგების შემდეგ, კაროლინ ვოზნიაცკიმ ორი წრე გაიარა ტოკიოში. 25 სექტემბერს მან 7:6, 6:1 მოუგო დანიელა ჰანტუხოვას ისე, რომ არც ერთი საკუთარი გეიმი არ წაუგია.

რთული მეტოქე ჰყავდა პირველ მატჩში აგნიეშკა რადვანსკას - მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ელენა იანკოვიჩი. შეხვედრის პირველი საათი აგნიეშკას კარნახით მიდიოდა. მან დამაჯერებლად მოიგო პირველი სეტი - 6:2 და მეორეში 3:0 დაწინაურდა. სწორედ აქედან დაიწყო პოლონელის პრობლემები. იანკოვიჩმა მიზანი გაასწორა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ სერბმა სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო, მაგრამ ანერვიულდა და რადვანსკას ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა - 5:5. სეტის ბოლო ნაწილი თანაბარ რბოლაში მიდიოდა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტებში აგნიეშკა ოდნავ ზუსტი იყო - 7:5.

მესამე წრეში აგნიეშკა ჯეიმსი ჰემპტონს შეხვდება, რომელმაც სენსაციურად გამოთიშა ბრძოლას კაია კანეპი. სხვათა შორის, კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი შემოგვთავაზა აგნიეშკას უმცროსმა დამ - ურსულამ, რომელმაც მეორე პოლონურ-სერბულ დუელში ანა ივანოვიჩს აჯობა.

დამაჯერებელი სტარტი აიღო ვიქტორია აზარენკამ, რომელმაც ტამირა პაჩეკი გაანადგურა - 6:1, 6:1. ავსტრიელს თავიდანვე არ წაუვიდა თამაში და საერთო ჯამში 37 უნებლიე შეცდომა დაუშვა, რაც სამჯერ მეტი იყო ბელორუსის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემდეგ რაუნდში აზარენკა იტალიელ რობერტა ვინჩის შეხვდება.

როგორც გითხარით, ტოკიოში სერენა უილიამსი არ თამაშობს და მილანში ისვენებს. ამერიკელმა განაცხადა, რომ იქ მას მუდმივად დასდევს ფოტოკორესპონდენტი.

“ძვირფასო ფოტოგრაფო! გთხოვთ, შეწყვიტოთ მთელ ქალაქში ჩემი დევნა! თქვენი ფოტოები არაპატიოსანი გზით არის მოპოვებული!” – დაწერა თავის “ტვიტერზე” უილიამსმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა