26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VII ტურის მატჩები გაიმართა
26 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VII ტურის მატჩები გაიმართა.

სატურნირო ცხრილის ერთ-ერთი ლიდერი თბილისის "დინამო" საჩხერეში, ივანწმინდას მოედანზე "ჩიხურას" დაუპირისპირდა და უგოლოდ დაშორდა - 0:0.

ფრედ დაასრულა თავისი შეხვედრა კიდევ ერთმა ლიდერმა, ქუთაისის "ტორპედომ", რომელიც ფოთში "კოლხეთს" დაუპირისპირდა. ანგარიში მასპინძლებმა მე-20 წუთზე პაატა ცხვიტარიას გოლით გახსნეს, თუმცა გია გეგუჩაძის შეგირდებმა გათანაბრება პირველი ტაიმის მიწურულს, გიორგი დათუნაიშვილის გოლით მაინც შეძლეს.

აღნიშნულ მატჩში მეტი გოლი აღარ გასულა და შედეგად, "დინამოს" დარად 16 ქულის მფლობელი "ტორპედო" ბურთების უკეთესი მაჩვენებლით ცხრილის სათავეშია.

ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი დარასელიას თავკაცობით, ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო გორის "დილამ", რომელმაც თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ვიცე-ჩემპიონი რუსთავის "მეტალურგი" მიიღო და სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

გორელთაგან თავი დავით კვირკველიამ (21 წთ), ირაკლი მოდებაძემ (60) და გიგა ბეჭვაიამ (86) გამოიჩინეს.

გამარჯვება იზეიმა მცხეთაში "ვიტ ჯორჯიასთან" შეხვედრაში ჩემპიონმა "ზესტაფონმა". ფეროელები რატი წინამძღვრიშვილმა უკვე მე-19 წუთზე გაიყვანა წინ. ვეტერინარებმა გათანაბრება 43-ე წუთზე, ბესიკ ჩიმაკაძის გოლით შეძლეს, თუმცა მეორე ტაიმის დასაწყისში "ზესტაფონი" მიშიკო სარდლიშვილმა კვლავ წინ გაიყვანა (52) - 1:2.

"ვიტ ჯორჯიამ" ქულის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლა და შედეგად, იმავე ჩიმაკაძემ მსაჯის მიერ დამატებულ დროში (91) დუბლის შესრულებით ანგარიშიც გაათანაბრა, მაგრამ 3 წუთის შემდეგ საპასუხო დუბლი უკვე წინამძღვრიშვილმა შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც - 2:3 დააფიქსირა.

უგოლოდ დასრულდა ბოლნისში "სიონისა" და "ზუგდიდის" შეხვედრა, ქობულეთში კი ბათუმის "დინამომ" სეზონის პირველი გამარჯვება მიითვალა. მიხეილ ჯორბენაძის ჰეთ თრიქითა და ამირან მუჯირის გოლით ზღვისპირელებმა მარტვილის "მერანს" ანგარიშით 4:0 სძლიეს.

სატურნირო ცხრილი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ტორპედო 7 5 1 1 18:5 16

2. დინამო (თბ) 7 5 1 1 17:4 16

3. ჩიხურა 7 4 1 2 10:8 13

4. მეტალურგი 7 4 0 3 6:9 12

5. დილა 7 3 1 3 10:7 10

6. ზესტაფონი 7 3 1 3 8:6 10

7. ზუგდიდი 7 2 4 1 7:4 10

8. მერანი 7 3 0 4 4:12 9

9. სიონი 7 1 4 2 7:8 7

10. დინამო (ბთ) 7 1 2 4 7:14 5

11. ვიტ ჯორჯია 7 1 2 4 4:11 5

12. კოლხეთი 7 0 3 4 3:13 3

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო