ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის თქმით, მისმა გუნდმა თამაშის ტრადიციულ სტილს უნდა უგანოს
ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, როი ჰოჯსონის თქმით, მისმა გუნდმა თამაშის ტრადიციულ სტილს უნდა უგანოს, თუ სურს, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე რაიმე ხელშესახებ წარმატებას მიაღწიოს.

კუნძულელთა ფანების დიდი ნაწილის აზრით, მათ საამაყო ნაკრებს ტექნიკური ფეხბურთელები აკლდა, რის გამოც ევრო 2012-ზე ბურთის კონტროლი ჭირდა. შესაბამისად, ინგლისელები იძულებულები იყვნენ, რომ დაცვაზე იმაზე მეტი ეფიქრათ, ვიდრე ჩვეულებრივ.

“ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ჩატარებულ შეხვედრებში ნათლად წარმოვაჩინეთ, თუ რომელი სათამაშო ფილოსოფიის ერთგულები უნდა ვიყოთ. სამწვრთნელო შტაბი მთლიანად კონცენტრირებულია იმაზე, რომ გუნდის თამაშის ხარისხი კიდევ უფრო ავამაღლოთ იმის ხარჯზე, რომ წინა ხაზმა ბევრად მეტი იმოძრაოს. მთლიანად გუნდმაც ასევე ბევრი უნდა იმუშაოს ბურთის კონტროლზე.

დიახ, ჩვენ ვალდებულები ვართ დავუმტკიცოთ ყველას, რომ შეგვიძლია დომინირება არამხოლოდ ცალკეულ მატჩებში და მით უფრო, ცალკეულ ეპიზოდებში, არამედ ზოგადად მთელი ტურნირის განმავლობაში. სწორედ აღნიშნული სტრატეგია უნდა გახდეს ჩვენი მამოძრავებელი ძალა. დაცვაში ჩაჯდომა და კონტრშეტევებზე შანსის ძიება წარსულს უნდა ჩავაბაროთ,” – განუცხადა “სამი ლომის” მთავარმა მწვრთნელმა “მანჩესტერ ივნინგ ნიუსს”.

აქვე გეტყვით, რომ ჰოჯსონმა ჯონ ტერის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ გუნდში რიო ფერდინანდის დაბრუნების პერსპექტივას საეჭვო უწოდა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევრო 2012-ზე რიოს განაცხადს მიღმა დატოვება არ ყოფილა დაკავშირებული “იუნაიტედისა” და “ჩელსის” ვარსკვლავებს შორის არსებული დაძაბულ ურთიერთობასთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

England
კერიკი რიო და ქლევერლი გამოიძახე
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა