გამოცემა Sueddeutsche Zeitung ამტკიცებს, რომ მიუნხენის პროკურატურა მზად არის, ბრალი წაუყენოს ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს კორუფციისთვის
გამოცემა Sueddeutsche Zeitung ამტკიცებს, რომ მიუნხენის პროკურატურა მზად არის, ბრალი წაუყენოს ფორმულა 1-ის მთავარ პრომოუტერს ბერნი ექლსტოუნს კორუფციისთვის. გერმანელი ჟურნალისტების აზრით, ბრალდება, შესაძლოა, ეფუძნდებოდეს გასამართლებული ბანკირის, გერჰარდ გრიბოვსკის განცხადებას.

შეგახსენებთ, რომ გერჰარდ გრიბოვსკის რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ექლსტოუნისგან ქრთამის მიღების გამო. ეს მაშინ მოხდა, როცა გრიბოვსკიმ 2005 წელს ფორმულა 1-ში BayernLB-ის წილი მიჰყიდა საინვესტიციო ფონდ CVC Capital Partners-ს. ბერნიმ ბანკირს თანხა გადაუხადა, რათა მას არ განეხილა ალტერნატიული წინადადება აქციების გაყიდვაზე.

ახლა გერმანიის პროკურატურა მზად არის, ბრალი წაუყენოს ბერნი ექლსტოუნს სახელმწიფო მოსამსახურის მოსყიდვისთვის. ქრთამის მიღების მომენტში გრიბოვსკი სახელმწიფო ბანკის - BayernLB-ის თანამშრომელი იყო.

გრიბოვსკი ამტკიცებს, რომ ბერნიმ იცოდა ბანკირის სტატუსი. თავის მხრივ, ექლსტოუნი ირწმუნება, რომ ბანკირი მას სძალავდა თანხას 44 მილიონი დოლარის ოდენობით.

თუ სასამართლო ექლსტოუნის გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას გამოიტანს, მაშინ "დიდი ცირკის" მფლობელს 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა